Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Telegraph დიდი ბრიტანეთი

ქონი ქაფლინი

 

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის საზღვართან თავმოყრილი რუსული დაჯგუფების რაოდენობას, ბრიტანეთის ინიციატივა – უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების შესახებ, ერთობ მოკრძალებულ ნაბიჯად მოჩანს. ბოლო ციფრები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ წარმოადგინა, მიუთითებს, რომ ამ დაჯგუფების რაოდენობა – 127 ათას კაცს შეადგენს. ის თითქმის 2-ჯერ აღემატება ბრიტანეთის მთელი არმიის შემადგენლობას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისევ ირწმუნება, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. თუმცა თვით ფაქტი, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფებას აქვს 1 300 ტანკი, 3 700 ჯავსანმანქანა ა 1 680 საარტილერიო დანადგარი, საპირისპიროს მეტყველებს. თუ პუტინს მხოლოდ  და მხოლოდ სამშვიდობო ზრახვები ამოძრავებს, მაშინ რა საჭიროა უკრაინის საზღვართან, ასეთი მრისხანე ძალის კონცენტრაცია?

ასეთივე წარმატებით, შეიძლება ირწმუნო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ პუტინმა გადაავადა თავისი გეგმები, რადგან რეგიონში – ზამთარი საკმაოდ რბილია, ნიადაგი არ გაყინულა, ეს კი შეაფერხებსო რუსული ძალების წინსვლას. ტანკი, ჯერ კიდევ 100წლის წინ, იმისთვის გამოიგონეს, რომ საბრძოლო მოქმედებები არახელსაყრელ პირობებში ეწარმოებინათ და რამდენიმე ატალახებული, ძნელად სავალი ველი, კრემლს ხელს ვერ შეუშლის – მიაღწიოს თავის მასშტაბურ მიზნებს უკრაინაში.

თუ პუტინი, როგორც ამას სულ უფრო შიშობს ნატოს ხელმძღვანელობა, ნამდვილად აპირებს ფართომასშტაბიან შეჭრას, მაშინ ამ კვირაში, კიევში გაგზავნილი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი – მართლაც მისწრებაა. ბრიტანულ არმიას, უკვე წლებია ხელი ექავება, თავისი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები რუსებზე გამოცადოს. ის დარწმუნებულია, რომ ახალი თაობის ტანკსაწინააღდეგო მართვადი რაკეტები –  NLAW,  სრულად გამოდგება რუსული ტანკების – Т-90-ებისა და მოდერნიზებული Т-72-ების, გასანადგურებლად.

 

By admin

You missed