Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Zeit  გერმანია

სარედაქციო წერილი

 

            იმ კამათში, რაც რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედროების გადაადგილებას მოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფრთხილებს ნატოს: არც კი შეეცადოს თავისი გავლენის აღმოსავლეთით გაფართოებას. აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს, განაცხადა პუტინმა, ის, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, მოითხოვს ამ საკითხზე გარკვეულ შეთანხმებას აშშ-სა და მისი მოკავშირეებისგან. რუსეთს სურს, რომ „ნატოს გაფართოება და შეიარაღების სისტემების განლაგება შეჩერდეს, თუნდაც არაპირდაპირ სიახლოვეს რუსეთის ტერიტორიიდან“.

რუსეთი, ასევე მოითხოვს „საკუთარი უსაფრთხოების – მტკიცე, სანდო და ხანგრძლივ გარანტიებს“ – თქვა პუტინმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ასევე გააფრთხილა აშშ, რომ თავის შეიკავოს  ატომური იარაღის აღმოსავლეთ ევროპაში შეტანისგან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურმა ენტონი ბლინკენმა, პუტინის გამონათქვამს – „დამაფიქრებელი“ და „ჩიხური“ უწოდა. მისი თქმით, ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, ამდენად, არავითარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის: „ჩვენ არ გვაქვს რაიმე აგრესიული გეგმა რუსეთის მიმართ… წარმოდგენა, რომ უკრაინა საფრთხეს შეუქმნის რუსეთს, შეიძლება ბრიყვულ ხუმრობად მიგვეღო, ის რომ ასეთი სერიოზულობით არ იყოს გამოთქმული“.

 

By admin