Главред უკრაინა
კვირას, 14 ნოემბერს, უკრაინამ აშშ-დან საბრძოლო მასალების ახალი პარტია მიიღო
ბორისპოლში დაფრინდა ბორტი 80 ტონა საბრძოლო მასალებით, როგორც ამას ფეისბუქზე იტყობინება – აშშ-ს საელჩო უკრაინაში.
„დღეს უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალები. ეს უკვე მეოთხე პარტიაა აშშ-სგან დამატებითი დახმარების ფარგლებში, რომლის ღირებულება შეადგენს 60 მილიონ დოლარს და რის შესახებ გადაწყვეტილებაც, პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში მიიღო. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ აშშ ერთგულია სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერისა. 2014 წლიდან მოყოლებული, აშშ-მ უკრაინას – უსაფრთხოების სფეროში 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია“ – ნათქვამია შეტყობინებაში.
დავამატებთ, რომ რესურს Flightradar24-ის მონაცემით, კომპანია Kalitta Air-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი – Boeing 747 №N702CK , აშშ-დან უკრაინაში გერმანულ ლაიფციგში შეჩერების შემდეგ ჩამოფრინდა.
აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის
შეთანხმება დამატებითი 60 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ, მიღწეულ იქნა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს.
„უკრაინისთვის, უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, აშშ-ს მიერ მოწოდებული მესამე დასკვნითი პარტია, ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს. ის მოიცავს საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო და მაღალი სიზუსტის შეიარაღებას, სამედიცინო აღჭურვილობას და ა.შ.“ – იუწყებოდა – პარასკევს, 22 ოქტომბერს – ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.