Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Dnes.dir  ბულგარეთი

სტოიან გოგოვი

 

    ეპიდემიოლოგი რობ უოლესი ამტკიცებს, რომ ხორცისა და ტყავისთვის ცხოველების საწარმოო მოცულობით მოშენება, გამოიწვევს გაცილებით მომაკვდინებელი ვირუსების გაჩენას და მომავალ პათოგენს შეეწირება მილიარდამდე ადამიანი

2020 წლის დეკემბერში, 101 ათასი ფრთა ქათამი დაეცა და მოკვდა სამხრეთ რუსეთში, ასტრახანთან მდებარე ფერმაში. სახელმწიფო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ აქ ცირკულირებდა ფრინველის გრიპის შედარებით ახალი და ძალზე საშიში შტამი, რომელიც ცნობილია, როგორც – H5N8. 2021 წელს გაირკვა, რომ H5N8 შტამით დაავადდა 7 ადამიანი. სიმპტომები არ იყო მძიმე, მაგრამ  ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა H5N8 ადამიანებს ფრინველიდან გადაედოთ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა: მალე მოხდებოდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადება და რომ ვაქცინაზე მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საერთონაციონალურმა მედიამ, ეს ამბავი მიაჩუმათა.

სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთში, ფრინველის გრიპის სხვა შტამით -H5N6 – პირველად დაავადნენ ადამიანები.

ამ თვის დასაწყისისთვის, ინფიცირებული 48 ადამიანიდან, ნახევარი გარდაიცვალა, რაც გვაფიქრებინებს, რომ H5N6-მა მუტაცია განიცადა და უაღრესად საშიში გახდა.

ჯერჯერობით პრობლემა კონტროლდება, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ახალი პანდემია საწარმოო ფერმებიდან წამოვა.

ფერმებში ცხოველები განთავსებულია მეტად ვიწრო და ჭუჭყიან შენობებში, რომლებშიც მზის სხივი მინიმალურად, ან საერთოდ ვერ აღწევს. ასეთი პირობები კი, იდეალურია ვირუსების განვითარება-გავრცელებისთვის.

ის ფაქტი, რომ საწარმოო ფერმები დიდწილად დამოკიდებულია ვაქცინებსა და ანტიბიოტიკებზე, ხელს უწყობს ვირუსების გარდაქმნას უფრო მდგრად ფორმებად. ცუდ პირობებში ცხოველების იმუნიტეტი ქვეითდება და ეს აიოლებს გადადების პროცესს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს (თუმცა ჯერჯერობით ეს არ დასტურდება), რომ კოვიდ-19, ასევე კავშირშია ინტენსიურ მეცხოველეობასთან. ბოლო 30 წლის ძირითადი პანდემიები, მათ შორის, ურტიკარია ნიდერლანდებში და ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური გრიპები, სწორედ ინტენსიურ მეცხოველეობას უკავშირდება.

რობ უოლესიი თქმით, როცა ერთდროულად ზრდიან 20 მილიარდ ქათამს და 700 მილიონ ღორს, ახალი შტამებისა და  სახეობების გრიპების, მათი  გაჩენისა და გავრცელების შანსები, იზრდება ისე, როგორც არასდროს.

მას მხარს უჭერს სემ შეპარდი, ბიოლოგი ბატას უნივერსიტეტიდან. ის ირწმუნება, რომ ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება, მოსახლეობის სწრაფი გამრავლება და ცხოველების გენეტიკური მსგავსება, იდეალურ პირობებს ქმნის ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა პათოგენებისთვის, ასევე მათი მუტაციის, გავრცელებისა და შემდეგ ადამიანებზე გადადებისთვის.

ისეთი რესპირტორული დაავადებების გაჩენა, როგორიცაა –   МЕРС-ი აქლემებში, კოვიდი – წაულის ფერმებში და კრეიცფელდ- იაკობის დაავადება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, მიუთითებს იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ცხოველის ინტენსიური მოშენება, ზრდის გადადების რისკს.

მარიუს გილბერტი – ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი – თვლის, რომ მეფრინველეობის ამგვარი ინტენსიფიკაცია, ფრინველის გრიპის ვირუსებს – უფრო საშიშად აქცევს.

ექსპერტის აზრით, ფრინველის გრიპის მოსალოდნელი პანდემია, შეიძლება უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე კოვიდ -19.

 

By admin

You missed