Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Express დიდი ბრიტანეთი

ემილი ჰოჯკინი

 

                               როგორია ვიტამინ B12-ის უკმარისობის სიმპტომები?

კვების სპეციალისტმა როუზი მილენმა Express.co.uk-ს უამბო B12-ის  დეფიციტის ძირითად სიმპტომებზე, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როუზის თქმით, მათგან უმთავრესი – დაღლილობაა.

„იღლებით, იღლებით უკიდურესად“- თქვა მან და ეს ვიტამინ B12-ის  ძირითად სიმპტომად დაასახელა.

მანვე დასძინა: „ ასევე გმართებთ სიფრთხილე, თუ სულის მოთქმა გიჭირთ, ან გაქვთ შოკისწინა შეგრძნება, ხშირი თავის ტკივილი, უფერული კანი და გახშირებული გულისცემა“.

ამას გარდა, ამ ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია – უფერული ენა, გაუვალობა და მეტეორიზმი.

B12-ის  უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური ხასიათის პრობლემები, მხედველობის გაუარესება, დეპრესია და მეხსიერების დაქვეითება.

                         რას წარმოადგენს ვიტამინი B12 ?

ვიტამინი B12 მიეკუთვნება აქტიურ ნივთიერებთა ჯგუფს – მათ  კობალამინებს უწოდებენ. ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან მონაწილეობს თქვენი დნმ-ის ჩამოყალიბებაში, ისე, როგორც ერითროციტების მომწიფების პროცესში. საშუალოდ მოზრდილმა ადამიანმა უნდა მიიღოს 2.4 მიკროგრამი B12 დღე-ღამის განმავლობაში. ფეხმძიმე ქალებისთვის რეკომენდებულია 2.6 მიკროგრამი, ხოლო მეძუძური დედებისთვის – 2.8 მიკროგრამი.

                          სადამდე მივყავართ  B12-ის  დეფიციტს?

თუ ამ აქტიური ნივთიერების დეფიციტი გრძელდება დიდხანს, ამას შეიძლება მოჰყვეს ნერვული სისტემისთვის პრობლემების შექმნა. მკურნალობა უნდა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან, არაუგვიანეს  6 თვეში.

                          რომელი პროდუქტები შეიცავს ვიტამინ B12-ს?

ვიტამინ   B12-ით მდიდარია – საქონლის ხორცი, ქათამი, ღვიძლი, თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე, იოგურტი, ყველი და კვერცხი. იმ ადამიანებს, ვინც უარი თქვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, შეუძლიათ B12 ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემადგენლობით მიიღონ. როუზიმ ასევე გვიამბო რკინის დეფიციტზე.

ის ცალკე შეჩერდა იმ საკითხზე, რომელ ნივთიერებათა დეფიციტი არის ყვალაზე საშიში და გავრცელებული სადღეისოდ.

„ყველაზე მეტად გავრცელებულია რკინის დეფიციტი, რაც იწვევს ანემიას და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“ – ამბობს როუზი.

მისი  თქმით, რკინის დეფიციტის განვითარება, ხშირად ცხოვრების წესის და კვების შეცვლას უკავშირდება. „რკინის უკმარისობას აწყდება ბევრი, ვინც შეცვალა კვება და ერთიანად თქვა უარი ხორცის მიღებაზე“ – გვიხსნის ის.

By admin