Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Express დიდი ბრიტანეთი

სოლენ ლე ნეთი

 

 სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში, ამ დაავადების მქონე ადამიანების რიცხვი – 2-ჯერ გაიზარდა. დიაბეტის მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისთვის, საჭიროა, რაც შეიძლება ადრე მიიღოთ შესაბამისი ზომები. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, დიაბეტის საუკეთესო პროფილაქტიკაა – სწორი კვება. არსებობს პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ამის მიღწევაში

დიაბეტი – ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს – ჰორმონს, რომელსაც სისხლიდან გამოაქვს შაქარი და მას უჯრედებს აწვდის, სადაც ის გამოიყენება, როგორც ენერგიის წყარო. დიაბეტის დროს სისხლში შაქარი იმდენად მატულობს, რომ ის დამანგრეველ გავლენას ახდენს ყველა სისტემასა და ორგანოზე, თუ დროულად არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები.

საბედნიეროდ არსებობს პროდუქტები, რომლებიც გვეხმარება ვებრძოლოთ ამგვარ მდგომარეობას.  თუ კვების დროს მათ რეგულარულად გამოვიყენებთ, სისხლში გლუკოზის დონე საგრძნობლად შემცირდება.

დიაბეტის პროფილაქტიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვმართოთ შაქრის შემცველობა სისხლში და ამაში თქვენ გოგრის თესლი დაგეხმარებათ.

ამერიკული ორგანიზაცია Healthline-ის მონაცემებით, გოგრის თესლი მდიდარია ნახშირწყლებით, რომელთაც პოლისახარიდებს უწოდებენ. ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი ახდენს მკვეთრად გამოხატულ გავლენას სისხლში გლუკოზის რეგულირებაზე.

„გოგრის თესლისგან დამზადებულმა ექსტრაქტებმა და ფხვნილებმა, აჩვენა სისხლში შაქრის შემცირების ეფექტიანობა, როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში – იუწყება ეს ორგანიზაცია – გოგრის თესლი მდიდარია მძლავრი ანტიოქსიდანტებით“. ის  დიდი რაოდენობით შეიცავს ცილასა და ცხიმს, რაც ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.

2018 წელს ჩატარებული კვლევების შედეგებით, მხოლოდ 60 გრამი გოგრის თესლის მიღებით, საკონტროლო ჯგუფის სისხლში შაქრის შემცველობა შემცირდა 35%-ით. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: გოგრის თესლს აქვს  ჰიპოგლიკემიური პოტენციალი, რომელიც ახლა გრძელვადიანი კვლევით უნდა დადასტურდეს“.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს აიხსნება მაგნიუმის ზემოქმედებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომელთა კვების რაციონი მდიდარია მაგნიუმით, დიაბეტის რისკი დაბალია.

„კვლევის რეზულტატები მიუთითებს უკუკავშირს მაგნიუმის მოხმარებულ მოცულობასა და დიაბეტის რისკს შორის – წერდნენ ერთ-ერთი კვლევის ავტორები, რომლთა დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში Diabetes Care-ში – ეს კვლევები ამყარებს დიეტოლოგთა რეკომენდაციებს, რომლებიც გვირჩევენ მაგნიუმით მდიდარი ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა კაკალი და მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული.

გოგრის თესლი შეიცავს მრავალ სხვა ნივთიერებასაც და ის ახდენს სისხლში შაქრის სტაბილიზაციას. გოგრის თესლი მდიდარია ბოჭკოვანით, რაც ანელებს შაქრის შეთვისებას და აღკვეთს მის მკვეთრ ცვლილებას. სწორედ ამიტომ,  ექიმები ხშირად გვირჩევენ გოგრის თესლს, რათა მოხდეს გლუკოზის შემცველობის სტაბილიზაცია – ეს უმნიშვნელოვანესია დიაბეტით დაავადებულთათვის.

ამას გარდა, მასში შემავალი ვიტამინი Е და კაროტინოიდები ხელს უწყობს ანთების შემცირებას, რაც დამახასიათებელია მრავალი დაავადებისთვის, მათ შორის – დიაბეტისთვის. ამგვარი მდიდარი კვებითი შემადგენლობის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ პროდუქტების სარგებლიანობაზე, რომლებიც გოგრით მზადდება და ის ასევე  საჭიროა გულის ჯამრთელობისთვის.

დადასტურებულია, რომ გოგრის თესლი და მისგან დამზადებული ზეთი, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აკონტროლებს ჰიპერტონიას. Mayo Clinic-ის მონაცემებით, სისხლში შაქრის ნორმალური დონე შეადგენს 140 მილიგრამს დეკალიტრზე: ჭამის შემდეგ – დეკალიტრზე 200 მილიგრამზე მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს დიაბეტზე, ხოლო 140-199 მილიგრამი მიუთითებს პრედიაბეტურ მდგომარეობაზე.“

ადრეულ ეტაპებზე ამ მდგომარეობის კორექტირება შესაძლებებლია. ეს ზრდის იმის შანსს, რომ თქვენ შეძლებთ სისხლში გლუკოზის კონტროლს. ფიზიკური დატვირთვა ასევე პოზიტიურ გავლენას ახდენს სისხლში შაქრის შემცველობაზედა და ამ გზით შესაძლებელია  შეინარჩუნოთ ნორმალური მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

By admin