Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред უკრაინა

ანდრეი განჟა

 

უკრაინის ნახევარკუნძული ყირიმი, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, შეიძლება 5 წუთში განთავისუფლდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით. ორ ქვეყანას შორის ომი შესაძლებელია ერთი ზარით შეჩერდეს. უკრაინა აძლევს შანსს რუსეთს, რათა  გადაჭრას რუსულ- უკრაინული კონფლიქტი, კრემლმა „შენარჩუნოს სახე“ და დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა

ტელეარხთან  „Дом“ ინტერვიუში მან თქვა, რომ სამხედრო კონფლიქტი დონბასში შესაძლებებლია ერთი ზარით შეწყდეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთს შეუძლია გავიდეს ყირიმიდან, რომელსაც პერსონალურად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პრობლემაზე.

„ომი დონბასში შესაძლებელია ერთი ზარით შეწყდეს. ყირიმი 5 წუთში განთავისუფლდება, თუ რუსეთის ფედერაციის მეთაური ასე გადაწყვეტს… შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ყოველივე ამაზე, მას აკისრია“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

„ჩვენ ვაძლევთ მას (რუსეთს) შანსს მოაგვაროს კონფლიქტი, როგორღაც „შეინარჩუნოს სახე“ და გავიდეს აქედან“ – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა

 

                                              მოლაპარაკებები ყირიმისა და დონბასის შესახებ

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ  პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ განიხილება ყირიმის დეოკუპაციის საკითხი. დიპლომატმა მოუწოდა კრემლს დაეთანხმოს ამგვარ დიალოგს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამას გარდა, კულება ამტკიცებს, რომ კიევი აგრძელებს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოს. მისი თქმით, ზელენსკი დისკუსიის დროს გეგმავს დიალოგი ძალის პოზიციიდან წარმართოს. უკრაინა აპირებს განიხილოს დონბასში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი.

რუსულმა გამოცემამ „კომერსანტი“ – გამოაქვეყნა სია „პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებათა დღის წესრიგის შესახებ“,  რომელიც თითქოსდა კიევს კრემლმა გადასცა. ჩამონათვალში, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, არ არის წინადადებები ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, ხოლო ომი დონბასში – მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები.

 

 

By admin