Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Dagbladet ნორვეგია

ჰენინგ ლილეგორდი

 

რუსეთი – სავალალო რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით ამყარებს. ამჯერად ქვეყანაში აღინიშნა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე მთელი პანდემიის განმავლობაში. კორონავირუსის დელტა-ვარიანტი ვრცელდება ისე, როგორც არასდროს

სადღეისოდ რუსეთში კოვიდ-19-ისგან დაღუპულია 227 389 ადამიანი. ზოგიერთი ექსპერტი – რუსეთის საკითხებში თვლის, რომ გარდაცვალების მრავალი ფაქტი ამ სტატისტიკაში არ ასახულა და რომ დაღუპულების რიცხვი დაახლოებით 400 ათასს შეადგენს.

21 ოქტომბერს, რუსეთის სამთავრობო მონაცემებით, ერთ დღეში აღინიშნა კორონავირუსით დაავადების 36 339 შემთხვევა და გარდაცვალების 1 036 ფაქტი. კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის უწყება ყოველდღიურად იტყობინებოდა ათასობით დაღუპულის შესახებ და არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს ციფრი უახლოეს მომავალში დაიკლებს.

                                  8 მილიონი დაავადებული

8 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 5% – ამ წუთისთვის დარეგისტრირებულია, როგორც კორონავირუსული პანდემიის დროს დაავადებული – წერს The Moscow Times-ი.

რუსეთმა ვაქცინაცია „სპუტნიკ-v“-ის შემუშავებისთანავე დაიწყო, მაგრამ ქვეყანა დაიქანცა ვირუსთან ბრძოლით, რადგან აცრილების რაოდენობა დაბალია. რუსების მხოლოდ 31%-მა გადაწყვიტა სრულყოფილად აცრილიყო, ხოლო გამოკითხულთა ნახევარმა განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს აცრას –  იტყობინება საინფორმაციო საგენტო AP-ი.

                                                   თვლიან, რომ აცრის შედეგად ავადდებიან

„ზოგიერთს ძალიან ეშინია იმის, რა დაემართება ვაქცინაციის შემდგომ. ზოგიერთი კი –  ვისაც ვესაუბრე, თვლის, რომ არსებობს თვით „სპუტნიკ-v“-ისგან დასნეულების საფრთხე. ჩემთვის გაუგებარია, რომ განათლებული ადამიანები, რომლებსაც სრულიად ვენდობი სხვა კონტექსტებში, ასახელებენ ვაქცინაციაზე უარის ასეთ მიზეზს“ – ამბობს Dagbladet– თან იულიე ვილჰელმ- სენი – ექსპერტი რუსეთის საკითხებში და ნორვეგიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

პრეზიდენტმა პუტინმა ზომების გატარება ადგილობრივ მმართველებს დააკისრა, ალბათ იმიტომ, რომ არ დაზიანდეს ეკონომიკა და მისი პოპულარობა. თუმცა, გუშინ მან ერთკვირიანი დასვენების დღეები გამოაცხადა – 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, რათა შეაჩეროს ინფექციის გავრცელების მძლავრი ტალღა რუსეთში.

„მე მგონი, ვაქცინა მართლაც კარგად მუშაობს. რუსები, რომელთაც ველაპარაკე და რომლებიც „სპუტნიკ-v“-ით არიან აცრილნი, არავითარ გვერდით მოვლენებს არ უჩივიან. ისინი, ვინც ვაქცინისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, ამბობს: საშუალება რომ ჰქონდეს, ევროპაში წავიდოდა და დასავლური ვაქცინით აიცრებოდა.

                  Dagbladet: რატომ ხდება ასე?

იულიე ვილჰელმსენი: „ეს საკითხი, ძირითადად უკავშირდება ხელისუფლებისადმი ნდობას. რამდენიმე ადამიანი, რომელსაც გავესაუბრე მიიჩნევს, რომ ვაქცინას არ გაუვლია სრულყოფილი გამოცდა გამოყენების დაწყებამდე. ისინი ეჭვობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში, უფრო მეტად ვაქცინების რბოლაში გამარჯვება აინტერესებთ – მაგალითად ის, რომ მათ პირველებმა წარუდგინეს მსოფლიოს მედიკამენტი.

                      სახლში 4 თვით

ინფიცირების მზარდი ტალღის გამო, მოსკოვის მერმა ნაუცბათევად შემოიღო ვირუსთან ბძოლის ახალი ზომები.

ამ ზომების ჩამონათვალშია სერგეი სობიანინის ბრძანებულება –  60 წელს ზემოთ აუცრელი ადამიანები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს, დარჩებიან სახლში მომდევნო 4 თვის განმავლობაში.

ყველა კომპანიამ უნდა იზრუნოს, რომ თანამშრომლების არანაკლებ მესამედი მუშაობდეს შინიდან. ასევე გაიცა ზოგადი მოთხოვნა მომსახურების სფეროს წარმომადგენლების სავალდებლო ვაქცინაციის შესახებ.

               სოციალური ქსელები

მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ რუსები კვლავინდებურად სკეპტიკურად ეკიდებიან ვაქცინას და მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელია. ამას გარდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ისეთი ინფორმაცია, რაც სურათს კიდევ უფრო ამძიმებს.

„ვაქცინებისადმი სკეპტიციზმი, მხოლოდ ხელისუფლებისადმი უნდობლობით ვერ აიხსნება. ბევრი რუსი, ინტერნეტში ნახულობს ათასგვარ ალტერნატიულ ვერსიას ანტივირუსული ვაქცინების შესახებ, მათ შორის შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, აქვს გლობალური დაფარვა და ამას იჯერებენ. იგივე შეიძლება ითქვას პლანეტის სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ადამიანებზე. ამ მხრივ, ნორვეგია გამონაკლისია – ჩვენ პირიქით, მიდრეკილნი ვართ გვჯეროდეს ხელისუფლების და იმ ინფორმაციის, რასაც ის გვაწვდის“ ამბობს იულე ვილჰელმსენი.

                 ელიან შეფასების ახალ შედეგებს

გავლენიან სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, წინა კვლევევბის შედეგებით – ვაქცინა „სპუტნიკ-V“-ი, ორი დოზით აცრის შემთხვევაში, იძლევა 91.6%-იან დაცვას. ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე გეირ ბუხოლმი არ არის მზად შეაფასოს ვაქცინის საიმედოობა დამატებითი ინფორმაციის გარეშე.

„ვაქცინა ახლა გადის სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტოს გამოცდას. ველით მის შედეგებს.  ჩვენ ჯერ  არ გვინახავს მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დოკუმენტაცია“ – ვკითხულობთ ბუხოლის Dagbladet-სადმი გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში.

 

By admin