Апостроф უკრაინა
სვეტა გუდკოვა
უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ შიდა ბაზარი მისივე მოპოვებული გაზით უზრუნველყოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე. დღეს კი უკრაინა იძულებულია ენერგეტიკული მხარდაჭერა ბელორუსსაც კი სთხოვოს, ვინაიდან ქვანახშირისა და გაზის მხრივ, ჩვენში შექმნილი სიტუაცია მძიმეა – მარაგები ზამთარში ვერ გაგვწვდება. ამის შესახებ Апостроф Live-ში განაცხადა ექსპერტმა ენერგეტიკის საითხებში – ანდრეი გნატუშმა
_ აქვს კი უკრაინას პოტენციალი, მოიძიოს საკუთარი გაზის საბადოები და შეგვიძლია თუ არა ამ გზით, შიდა ენერგეტიკული ბაზრის შევსება?
_ გაზი – უკრაინაში მოგვეპოვება. ის არის საკმარისი რაოდენობისა და სათანადო ხარისხის. უბრალოდ მათთვის, ვინც მას მოიპოვებს, უფრო ხელსაყრელია ბუნებრივი აირის საზღვარგარეთ გაყიდვა – იმ ფასად, რასაც საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზარი ადგენს. ახლა 1000 კუბური მეტრის ფასი 40 ათასი გრივნაა. რა თქმა უნდა, მომპოვებლებს ხელს არ აძლევთ გაზის იაფად – შიდა ბაზარზე გაყიდვა.
მაგრამ ეს არის სტრატეგიული საკითხი და მთავრობამ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს იქითკენ, რომ გაიზარდოს შიდა მოპოვება, რაკი გვსურს, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვიყოთ – მათ შორის რუსეთისაგან. დღეს კი ჩვენი წარმომადგენლები თაყვანის საცემად ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მიდიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, მან დაგვაზღვიოს.
_ ერთი წუთით, ჩვენები ლუკაშენკოს უნდა ეახლონ?
_ ჩვენ დღემდე საერთო დამაბალანსებელი სისტემა გვაქვს – რუსეთთან და ბელორუსთან. თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, გაზისა და ქვანახშირის მარაგების გათვალისწინებით კი, სწორედ ასე მოხდება, თავის დასაზღვევად დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ბელორუსიდან ან რუსეთიდან.
და თუ ასე მოხდა, მაშინ მოგვიწევს მუხლებზე მიხოხება და ხვეწნა, რომ გადაგვარჩინონ, რადგან ახლა არ გვაქვს რაიმე ხელშეკრულება ერთმანეთისთვის საგანგებო დახმარების გაწევის შესახებ. მაშინ წამოგვიყენებენ მკაცრ პირობებს: გაგვიხსენებენ ჩაკეტილ ცას, გამოთქმებს ბელორუსის ხელმძღვანელის მიმართ და სხვა მრავალს.
ჩვენში ქვანახშირის დეფიციტი – კოლოსალურია. 10 ოქტომბრის მონაცემით, ჩვენს გაზსაცავებში არსებული აირის მოცულობა 35%-ით ნაკლებია – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
_ შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს?
_ არა, რადგან გაზის შიდა მოპოვების პროგრამა უკრაინაში ჩავარდა, დამნაშავეებს კი ძებნის ნაცვლად, საზღვარგარეთ აგზავნიან. „ნაფტოგაზის“ სამეთვალყურო საბჭოს წევრები, რომლებმაც უკრაინელების ხარჯზე მოლიონები იშოვნეს – მთელ მსოფლიოს მოედვნენ.
უკრაინაში ახლა არის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, მაგრამ გათბობის სეზონი რომ გადავლახოთ, გვჭირდება არანაკლებ 15 მილიარდი. ასე რომ, მოგვიწევს დანაკლისის შევსება. ქვანახშირი 0.75 მილიონი ტონა გვაქვს. არადა, სამჯერ მეტი გვჭირდება. როგორ უნდა მოვიპოვოთ? მთელ მსოფლიოში ვეძიოთ? მაგალითად ჩინეთი ქვანახშირს მთელ მსოფლიოში ყიდულობს, რომ თავისი მრეწველობა გადაარჩინოს.