Milliyet თურქეთი
ოზაი შენდირი
სათაური, ალბათ ძალიან პრეტენზიული მოჩანს, მაგრამ ამგვარი დასკვნის საფუძველს – საიტი „Annanews.com“- ი იძლევა, რომელიც რუსეთის თავდაცვის შესახებ ინფორმაციებს ავრცელებს
ეს არ არის უბრალო საიტი. ის 2018 წლიდან ფუნქციონირებს და დარეგისტრირებულია რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირების სფეროს საზედამხედველო სამსახურში.
ორშაბათს, 18 ოქტომბერს, ამ საიტზე გამოქვეყნდა საინტერესო ვიდეო.
რგოლში, რომელიც გადაღებულია სირიაში, მოჩანს მანქანა БМП-2, რომელიც მოძრაობს რაიონებში, სადაც თურქეთი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს.
ვიდეოში, ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა БМП-2 არის – „ბრწყინვალე“ მდგომარეობაში და რომ ისინი სირიაში, სავარაუდოდ რუსეთიდან ჩაიტანეს.
ხომ შეიძლება ისინი ტერორისტებთან საბრძოლველად იქნა გადაცემული? რა თქმა უნდა კითხვა საფუძვლიანია, მაგრამ БМП-2-ის მახასიათებლების გაცნობა, საგონებელში გვაგდებს.
არის ინფორმაცია, რომ БМП-2-ზე განთავსებული 30-მმ-იანი ქვემეხი, ეფექტიანია ვერტმფრენებთან ბრძოლაში 2.5 ათასს მეტრ დისტანციაზე და შეუძლია ტანსაწინააღმდეგო ჭურვებით ცეცხლის წარმოება.
მანქანის კონსტრუქციაში იმდენი ტექნოლოგიური სიახლე შეიტანეს, რომ გადასაყვან სამხედროთა რაოდენობის შემცირება მოუხდათ. იმ პერიოდში, როცა თურქეთი აცხადებს, რომ გეგმავს სამხედრო ოპერაციებს, ასადისთვის „ ახალი“ შეიარაღების გადაცემა, სრულ უფლებას აძლევს ანკარას, იკითხოს: „ რა ხდება, მოსკოვო?“