Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Daily Mail დიდი ბრიტანეთი

უილ სტიუარტი, ლორენ ლუისი

 

               7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი 69-ე დაბადების დღე აღნიშნა. „დაბადების დღეზე საჩუქრის“ სახით, გაჩნდა შეტყობინება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ახალი არქტიკული ფლოტის შექმნის შესახებ. ახალმა ფლოტმა უნდა უზრუნველყოს ენერგორესურსების უსაფრთხოება უკიდურეს ჩრდილოეთში, შეაძლებინოს რუსეთს ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტზე სრული კონტროლის დამყარება და ამგვარად განამტკიცოს რუსეთის ბატონობა ევროპაში გაზის ტრანნსპორტირების სფეროში

ეს ცნობა გახმიანდა რუსეთის წინააღმდეგ არსებული ბრალდების ფონზე, რომ ის განგებ აყოვნებს გაზის ევროპისთვის მიწოდებას, რათა ენერგომატარებლები გამოიყენოს „იარაღად“ ევროკავშირზე გავლენის მოხდენისათვის. პუტინს სურს, რომ ევროკავშირმა მოახდინოს ახალი გაზსადენის „ ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება, რომლის საშუალებით ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიეწოდება. მან ყველა მიახვედრა, რომ გაზსადენის სერტიფიცირების შემთხვევაში ევროპა რუსეთიდან მეტ გაზს მიიღებს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდების ზრდა უკრაინის გავლით არ არის მომგებიანი „გაზპრომისთვის“ –  რუსული გაზის გიგანტისთვის. მან დაამატა, რომ ახალი სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს CO2-ის გაფრქვევას ატმოსფეროში და ურჩია ევროპულ ქვეყნებს არ დაუშვან ადრინდელი შეცდომა, როცა მათ გადაწყვიტეს გაზის მიწოდებაზე მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება.

შექმნილ ვითარებაში – ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად იმატა და ყველა ისტორიული რეკორდი დაამხო. მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინმა დაპირება გასცა, რომ შეეცდებოდა გაზის ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციას და განაცხადა, რომ „გაზპრომს“ შეუძლია ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდა, ფასები ასევე მკვეთრად დაეცა.

By admin