Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC დიდი ბრიტანეთი

მიშელ რობერთსი

 

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ ემართება კოვიდით დაავადებულების ნაწილს – მოყინვის მსგავსი ფეხის ან ხელის თითების დაზიანება.

ე.წ. covid toe, როგორც ჩანს, არის ორგანიზმის ვირუსთან ბრძოლის რეჟიმზე გადასვლის თანმდევი – გვერდითი ეფექტი

მკვლევარები ამბობენ, რომ მათ ზუსტად განსაზღვრეს იმუნური სისტემის ის ნაწილები, რომლებიც ამ დროს ერთვება მოქმედებაში.

ბრიტანეთის დერმატოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებული შედეგები უნდა დაგვეხმაროს ამ სიმპტომებთან ბრძოლაში.

 

                                                                   რა არის  covid toe?

 

დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად ის აზიანებს ბავშვებსა და მოზრდილებს. პაციენტთა ნაწილში ის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთებისთვის გამონაყარი შეიძლება იყოს მტკივნეული, ახლდეს ქავილი, წყლულები და სისხლჩაქცევები.

სოფია, 13 წლის მოზარდი შოტლანდიიდან, ვერ ახერხებდა სიარულსა და ფეხსაცმლის ტარებას. მას წლის დასაწყისში – კოვიდური ფეხის წვერი  განუვითარდა.

მედიაში, კერძოდ, BBC Scotland’s The Nine-ის გადაცემაში –  „ცხოვრება კოვიდური თითებით“, რომელიც ეთერში ზაფხულში გავიდა, ის გვიამბობდა, თუ როგორ იყენებედა ინვალიდის ეტლს დიდ მანძილზე გადასაადგილებლად.

კოვიდური ფეხის წვერი და მსგავსი გამონაყარი თავსატეხად იქცა ექიმებისთვის. დაზიანებული კანი – უპირატესად ფეხის თითებზე –  და ხანდახან ხელისაზეც, ასეთ დროს შეწითლებული ან იისფერია. ზოგიერთს უვითარდება შეშუპება და კანის გაუხეშება. შესაძლოა დაზიანებულ ქსოვილში იყოს ჩირქიც.

პაციენტების ერთი ნაწილისთვის, ეს  გრძელდება თვეობით, მეორე ნაწილისთვის  – კვირაობით.

დაავადებულებში უმეტესად არ ხდებოდა კოვიდის კლასიკური სიმპტომების გამოვლინება, როგორიცაა: მუდმივი ხველა, ციება, გემოსა და სუნის დაკარგვა ან შეცვლა.

 

                                                                    რატომ ხდება ასე?

 

ხსენებული კვლევის შედეგები, რომლებიც სისხლისა და კანის ანალიზს ეფუძნება – მიუთითებს, რომ ამაში შესაძლოა მონაწილეობდეს იმუნური სისტემის 2 ნაწილი.

ორივე მათგანი მოიცავს მექანიზმებს, რომელთაც ორგანიზმი იყენებს კორონავირუსთან საბრძოლველად. ერთი მათგანი – ცილაა, რომელსაც ინტერფერონი ეწოდება, ხოლო მეორე – წარმოდგენილია ანტისხეულებით, რომლებიც ვირუსის მოგერიებასთან ერთად, შეცდომით უტევს ადამიანის საღ უჯრედებსა და ქსოვილებს.

უჯრედები , რომლებიც კვებავს დაზიანებულ ნაწილებს, ამ პროცესში ასევე მონაწილეობს – ამტკიცებენ პარიზის უნივერსიტეტის მკვლევარები. მეცნირებმა 2020 წელს გამოიკვლიეს 50 ადამიანი  covid toe-ის სიმპტომებით და 13 კაცი, რომლებიც მოყინვის შედეგად დაზიანდნენ. ეს უკანასკნელები არ იყვნენ დაკავშირებულნი კოვიდ ინფექციასთან, რადგან დაავადდნენ პანდემიის დაწყებამდე.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნებები დაეხმარება პაციენტებსა და ექიმებს, უკეთ გაერკვნენ  ამ მდგომარეობაში.

ბრიტანელმა ორთოპედმა ივან ბრისთლოუმ განაცხადა, რომ პაციენტების უმეტესობას, როგორც კოვიდის შედეგად დაავადებულებს, ისე მოყინვის შედეგად დაზიანებულებს და იმ ხალხს, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამო უვითარდებათ ამგვარი სიპპტომები, დაავადება  თავისით უქრებათ, თუმცა ზოგიერთებს შეიძლება დასჭირდეთ მალამოებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობა.

„დადასტურებებული მიზეზები დაგვეხმარება შევიმუშაოთ უფრო ეფექტიანი მკურნალობის მეთოდები“ – განაცხადა მან.

დოქტორი ვერონიკ ბატაი, ბრიტანეთის კანის ფონდის დერმატოლოგ-კონსულტანტი და პრესმდივანი ამბობს, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე „კოვიდური თითი“ ხშირად ვლინდებოდა, მაგრამ მიმდინარე დელტა- ვარიანტის პირობებში, ის უფრო ნაკლებად გვხვდება.

ეს შეიძლება გაპირობებული იყოს იმით, რომ დღეს მეტი ადამიანია ვაქცინირებული ან მათ აქვთ სხვა ინფექციებიდან გამოყოლილი დაცვა.                 „ამგვარი შემთხვევები ვაქცინირებულებში ნაკლებადააა“ – ამბობს ის

კოვიდით გამოწვეული კანის პრობლემები, შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ინფექციის გასვლიდან რამდენიმე ხანში – მაშინ, როცა სხვა სიმპტომები არ იყო გამოხატული. ასე რომ ვირუსთან კავშირი, ზოგჯერ ვერ დგინდება – თქვა მან.

By admin