Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Welt გერმანია

სარედაქციო წერილი

 

     სამშაბათს, ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ – ევროკავშირი „შანტაჟში“ დაადანაშაულა. ასე უწოდა მან დასავლეთის პოზიციას პოლონეთის სასამართლო რეფორმის ირგვლივ წარმოქმნილ კონფლიქტში. ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარე – მანფრედ ვებერმა, თავის მხრივ, მორავეცკი დაადანაშაულა ევროპის დასუსტებაში, რითაც მისი თქმით, პუტინი ნამდვილად გაიხარებს

ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე სამართლებრივი დაპირისპირების ფონზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ, ევროკავშირი „შანტაჟში“  ამხილა. „მე ვერ შევეგუები ვითარებას, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი აშანტაჟებს პოლონეთს და ემუქრება მას“- განაცხადა სამშაბათს მორავეცკიმ სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას. „მე არ ვცნობ მუქარისა და შანტაჟის ენას“ – თქვა მან და დაამატა, რომ ასეთი პრაქტიკა, ევროგაერთიანების ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოზე ზეწოლის მეთოდი გახდა.

მორავეცკის სიტყვას – აქტიურად შეეწინააღმდეგა ევროპარლამენტართა უმრავლესობა: „დღევანდელი გამოსვლით, თქვენ თესავთ შფოთსა და განხეთქილებას ევროპის კავშირში. ასეთი პოლიტიკური ნაბიჯით, თქვენ ასუსტებთ ევროპას“- განაცხადა ევროპარლამენტში უმსხვილესი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის თავჯდომარემ – მანფრედ ვებერმა პოლონეთის მთავრობის მეთაურის გამოსვლს პასუხად. ვებერის თქმით, ეს გამოსვლა, უპირველესად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაახარებს. ასეთი რამ კი დაუშვებელია. გთხოვთ, შეწყვიტეთ ამგვარი საქციელი“ – ბრძანა ვებერმა.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავჯდომარე ვებერმა შემდეგ განმარტა, რა შეიძლება დაემუქროს პოლონეთს – ევროკავშირთან წინააღმდეგობის გამო.

„ვინც არ ცნობს ევროპული სასამართლოს უზენაესობას, უარყოფს ევროკავშირს – როგორც სამართლებრივ ერთობას, ის პრაქტიკულად გადის ევროპის კავშირის სამართლებრივი გაერთიანებიდან“ – აღნიშნა ქდკ-ს წარმომადგენელმა.

ევროკავშირის თავჯდომარე ურსულა ფონ ლაიდენმა, მანამდე დაადასტურა, რომ ევროკავშირი „იმოქმედებს“, რათა გამოირიცხოს ევროკავშირის ფასეულობებისა და ერთიანობისთვის ძირის გამოთხრა, რასაც პოლონეთი ეწევა. როგორც მან თქვა: „არ დაუშვებს, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ეჭვქვეშ დადგეს“.

კონკრეტული ოფციების სახით, ფონ დერ ლაიენმა დასახელა მორიგი  სარჩელის წარდგენა  ევროკავშირის ხელშეკრულების დარღვევის მოტივით, ახალი მექანიზმის ამოქმედება, რათა შეწყდეს ბიუჯეტიდან დაფინანასება, ასევე, ევროგაერთიანების მე-7 სტატიის ხელმეორედ გამოყენება. ამ ბოლო ზომით, პოლონეთს შეიძლება ხმა ჩამოერთვას ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამოტანისას.

ფონ დერ ლაიენის მუქარა გამოწვეულია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად ევროკავშირის ზოგიერთი დებულება შეუსაბამოა პოლონეთის კონსტიტუციისა. ეს დადგენილება ევროკავშირმა უკიდურესად პრობლემურად მიიჩნია, რადგან ის პოლონეთის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირის ზოგიერთი ( მისთვის მიუღებელი) გადაწყვეტილების უგულებელსაყოფად. სამშაბათს პარლამენტში, ფონ დერ ლაიენმა კრიტიკულად შეაფასა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „ის ანგრევს ევროკავშირის საფუძვლებს. ეს ევროპული სამართლის გამოწვევაა, მხოლოდ საერთო კანონმდებლობა უზრუნვლყოფს თანაბარ უფლებებს, სამართლებრივ დაცულობას, კავშირის წევრ-ქვეყნებს შორის ურთიერთნდობას და ყოველივე ამაზე დაფუძნებულ ერთიან პოლიტიკას“.

By admin