Yle ფინეთი
მარკუ ლაჰდეტლუომა
საბავშვო ბაღ „ჰუმპულას“ ეზო – ქალაქ ლაჰტიში, შექმნილია ისე, რომ ბავშვების იმუნიტეტი ამაღლდეს. მაგრამ აღსაზრდელებს ათასი თვალი და ყური სჭირდებათ. ბავშვები ნიჩბებით მიწას ტომრებში ყრიან და შემდეგ მათ ის პატარა ურიკებით გადააქვთ საყვავილე საწოლებთან, რომლებიც მოგვიანებით მომზადდება საგაზაფხულო თესვებისთვის. ვიღაც უკვე რგავს მოცვის ბუჩქს
ბაღის აღმზრდელი საია კილკი ამბობს, რომ ბავშვების სიხარულს საზღვარი არა აქვს. ისინი ხალისით ასრულებენ ნებისმიერ სამუშაოს ეზოში.
„მათ მოსწონთ მიწასთან შეხება. ის ხომ იფშვნება…ნამცეცი შეიძლება ტუჩის კიდეზე ან სულაც პირში მოხვდეს. ამით კი იმუნიტეტი ბუნებრივი გზით ძლიერდება“.
ერთი წლის წინ, გამოქვეყნდა ფინეთში ჩატარებული კვლევის შედეგები. ისინი, პირველად მსოფლიოში, გვამცნობს, რომ საბავშვო ბაღის 3-დან 5 წლამდე აღსაზრდელების იმუნიტეტი უმჯობესდება, როცა დაწესებულების ტერიტორიაზე მცენარეული საფარი, ვთქვათ ტყის ტურფა ან სხვა ყვავილების საწოლები ჩნდება.
საბავშვო ბაღი „ჰუმპულა“ – ერთ-ერთი ამგვარი დაწესებულებაა, რომელიც ფინეთის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის ექსპერიმენტში მონაწილეობს. ბავშვებს კვირაში 5-ჯერ სთვაზობენ ბაღის სამუშაოებს და ამან დიდი გავლენა მოახდინა მათი კანის მიკროფლორაზე. პოზიტიური ცვლილებები აღინიშნა სისხლშიც.
საბავშვო სახლებში – საჭიროა მწვანე ზონების შექმნა
ექსპერიმენტის დასრულების შემდგომ, ბაღში გადაწყვიტეს შეექმნათ ეზო ბუნებრივი ზონებით. ახლა აქ არა მარტო ველური ტურფააა გაშენებული, არამედ სხვა მცენარეებიც.
„მოხერხდა არაერთი იდეის განხორციელება, რათა შეგვექმნა მრავალფუნქციური ეზო. აქ თამაშის შედეგად, ბავშვებში ალერგიული მიდრეკილებები შესუსტდა და იმუნიტეტი გაძლიერდა“ – ამბობს საბავშვო სახლი ხელმძღვანელი აია მაპოლა.
მაპოლა გვიყვება, რომ საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფი კვირაში ერთხელ ტყეში დაჰყავთ.
„ტყე – საბავშვო თამაშებისთვის დიდებული ადგილია. რაკი ქალაქში ვცხოვრობთ, ტყეში გასეირნებას იშვიათად ვახერხებთ. საბავშვო ბაღის მწვანე ეზო ამ მხრივ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა.