Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The National Interest აშშ

 

                         The National Interest-ის რედაქტორ ჯეიკობ ჰეილბრუნთან ინტერვიუში, რუსული თოქ-შოუს წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა დაადასტურა მისი მოსაზრება, რომ რუსეთის იმპერიის აღდგენა მის ადრინდელ ან დაახლოებით იმგვარივე საზღვრებში – მხოლოდ დროის საკითხია, განურჩევლად იმისა,  ვინ იქნება სახელმწიფოს მეთაური

ჰეილბრუნმა დააზუსტა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ რუსეთის იმპერიის სრულფასოვანი აღდგენა –  ვლადიმირ პუტინის დროს მოხდებოდა?

სოლოვიოვმა უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ვლადიმირ პუტინის სახელთან იყოს კავშირში. ყველაფერი გაცილებით რთულადააა. თუ თქვენ დააკვირდებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, მაშინ დაინახავთ, რომ რუსეთი – ესაა უნიკალური ტიპის იმპერია. ის სუნთქავს. ჩვენ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ, ხან უფრო დიდი ვხვდებით, ხან უფრო პატარა. ვთქვათ, 1917 წელს ჩვენ თითქმის შევწყვიტეთ არსებობა, როცა ჩვენგან დარჩა სულ მცირე ნაწილი იმისა, რასაც რუსული იმპერია წარმოადგენდა. სასკოლო რუკებზე მას მომცრო ოლქისხელა ადგილი ეკავა, რომელიც წითლად იყო შეფერილი. ამას უწოდებდნენ რუსულ ხეს, რომელიც მტრული ტყით იყო გარშემორტყმული. შემდეგ კი ეს ტერიტორია განივრცო და გარდაიქმნა მძლავრ იმპერიად საბჭოთა ლიდერ იოსებ სტალინის წინამძღოლობით. ყოველივე ეს ჩადებულია რუსულ ენაში, რუსულ კულტურაში, რუსულ ცხოვრების წესში, სამართლიანობის რუსულ აღქმაში. ადრე თუ გვიან, ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რასაც ჩვენად მივიჩნევთ. არაა აუცილებელი ეს ძალით ხდებოდეს, უფრო მეტად ეს ხდება იდეური ერთობის წყალობით, რომლითაც გამსჭვალულია რუსული კულტურა და მეტად თავისებური რუსული ქვეცნობიერი“.

By admin