Euobserver ბელგია
ესტერ ზალანი
ხუთშაბათს (23 სექტემბერს), ცენტრალური ევროპის კონსერვატორმა ლიდერებმა, კიდევ ერთხელ გამოიყენეს სამიტი დემოგრაფიის საკითხებზე, (რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ბუდაპეშტში იმართება), რათა გაელაშქრათ მიგრაციის წინააღმდეგ, გაეკრიტიკებინათ ოპონენტები დასავლეთში და ქალებისთვის მოეწოდებინათ მეტი შვილის გაჩენისკენ
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, სლოვენიის პრემიერი იანეზ იანსა და ევროკავშირის მიღმა მყოფი სერბეთის პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი.
ბუდაპეშტს ასევე სტუმრობდნენ ფრანგი რადიკალი მემარჯვენე პუბლიცისტი ერიკ ზემური, ფრანგი პოლიტიკოსი მარიონ მარეშალი, საფრანგეთის რადიკალური ნაციონალური ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი, ასევე ბოსნიის შემადგენლობაში შემავალი სერბეთის რესპუბლიკის პოლიტიკოსი – მილორად დოდიკი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი ფორუმს არ დასწრებია – ამის მიზეზი, სავარაუდოდ იყო პრაღასთან კონფლიქტი ტეროვის ქვანახშირის საბადოს გამო, რის შედეგად ევროპის სასამართლომ პოლონეთს დღეში 500 ათას ევროს გადახდა დააკისრა.
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე დემოგრაფიული სამიტი ბუდაპეშტში მიეძღვნა „ოჯახურ ღირებულებებს“, მასში მონაწილე ლიდერები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ (გაუგებარია სტატიის ავტორის პოზიცია მაშინ, როცა თავად ახსენებს მარინ ლე პენს და მარიონ მარეშალის ფორუმზე დასწრებას – შენიშვნა მთარგმელისგან) მათ ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა გაეკრიტიკებინათ მიგრაცია, „ევროპის მწვანე პაქტი“, ქალების უფლებები და ის, რასაც ისინი უწოდებენ „ახალ ლიბერალურ პოლიტიკურ მარქსიმს.“
„ჩვენ შევეჯახეთ ახალ პოლიტიკურ მარქსიზმს, რომელიც გვაიძულებს ყური ვუგდოთ ახალ თეორიებს, რომლებიც ცვლის ჩვენს ცხოვრებას იმგვარად, რომ გვართმევს სიცოცხლეს, ჩვენს ხალხებს კი შესაძლებლობას – თავი გადაირჩინონ“ – განაცხადა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ „დემოკრატიის საკითხი – გადარჩენის საკითხად იქცა“.
მან განაცხადა „ურჩების მიმართ წარმოებულ სამართლებრივ ჯიჰადზე“, ასევ იმის შესახებ, რომ დღეს კლიმატური ცვლილებები გამოიყენება, როგორც ჯიჰადი ქვეყნების მოსათვინიერებლად“.
„მართლაც ესაა (კლიმატური ცვლილება) ყველაზე მთავარი საკითხი სადღეისოდ? ნუთუ ის უფრი მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოგრაფიული პრობლემები? ნუთუ ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“ – ამბობდა ის და ამტკიცებდა, რომ ფასების ზრდა ენერგომატარებლებზე, განპირობებულია ევროკავშირის კლიმატური პოლიტიკით, რაც რეალურ პრობლემას წარმოადგენს“.
გასულ თვეში რამდენიმე ხელისულებამ გააკრიტიკა ევროპის კლიმატური პოლიტიკა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს გამოიწვევდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას.
„ახალი მარქსისტული ვოუქ-პროგრამა“
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აჩენენ სულ უფრო ნაკლებ ბავშვს, რადგან „ადამიანები კომფორტს ამჯობინებენ“.
„ზოგიერთს სურს ბავშვის გაჩენა, მაგრამ ასევე უნდა კარიერის აიწყოს, ვიდრე ახალგაზრდაა და ბავშვს ნაკლებად აჩენს“ – განაცხადა ბაბიჩმა და დაამატა, რომ მშობიარეთა საშუალო ასაკი 30 წელია.
ამას გარდა, მისი თქმით, საუბრები პლანეტის მოსახლეობით გადავსების შესახებ – უბრალოდ პანიკიორობაა, ხოლო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კლიმატური ცვლილებების გამო, ბავშვის გაჩენა არ ღირს – სრული სიგიჟე.“
პარალელურად, ბაბიში გამოვიდა მიგრაციის, როგორც დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საშუალების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ 2050 წლისთვის – „ირლანდიელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.“
„უბრალოდ, არასწორია თვალს ვადევნებდეთ, თუ როგორ ქრება მკვიდრი მოსახლეობა და როგორ განიცდის ის წნეხს“ – განაცხადა მან, რითაც გაიმეორა რადიკალი მემარჯვენეების ტრადიციული რასობრივი თეორია – „მოსახლეობის ჩანაცვლების შესახებ“, რომლის თანახმად ევროპასა და ამერიკაში სპეციალურად ხდება ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტთა შედინება.
ორბანმა განაცხადა, რომ „მიგრაცია – ეს იდენტობის საკითხია და რომ „ Wilkommenskultur“ (ახალი „კულტურა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, რომლის მიხედვით ჩასულებზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობაზე) – ესა გლობალური გეგმის ნაწილი ახალი სამუშაო ძალის გადაადგილების შესახებ.
„მე მაშფოთებს ახალი მარქსიზმის წარმოშობა, ახალი მემარცხენეები და მათი „ვოუქ-მოძრაობა ამერიკაში“ – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ ბავშვებთან საუბარი სექსუალურ მრავალფეროვნების შესახებ, სწორედ ახალი მარქსისტული ვოუქ-პროგრამაა.“