Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

WALL STREET JOURNAL აშშ

სარედაქციო სტატია

 

 

                      ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს სპეცპროკურორმა ჯონ დარემმა გამოაქვეყნა გფბ-ს წინაშე ცრუ მოწმედ გამოსვლის ბრალდება, რასაც ადგილი ჰქონდა 2016 წელს – დანაშაული ჯერჯერობით არ არის კვალიფიცირებული ტრივიალურ სიყალბედ. სპეცპროკურორის 27-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა, დახუნძლულია ახალი მამხილებელი დეტალებით, რომლებიც ცხადად ადასტურებს, რომ ისტორია რუსეთის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, იყო ფაბრიკაცია და ეს ბრალდება შეთხზა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბმა

ბატონმა დარემმა ბრალი წაუყენა მაიკლ სასმანს, იურიდიული ფირმა „PERKINS COIE“-ს ადვოკატს, რომელიც ქალბატონი კლინტონის საარჩევნო შტაბისთვის მუშაობდა. მაიკლ სასმანი მხილებულია იმაში, რომ მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გფბ-ს მთავარ იურისკონსულტს ჯეიმს ბეიკერს 2016 წლის 19 სექტემბრის შეხვედრაზე, როცა გფბ-ს წარუდგინა დოკუმენტები, რომლებიც  თითქოსდა მიუთითებდა „Trump Organization“-ის საიდუმლო კონტაქტებზე რუსეთში ბაზირებულ ალფა-ბანკთან.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სასმანმა ბეიკერი შეცდომაში შეიყვანა, როცა განაცხადა, რომ ის „არ მოქმედებდა რომელიმე კლიენტის ინტერესების შესაბამისად“, რის შემდეგ, გფბ-ს მთავარმა იურისკონსულტმა ჩათვალა, რომ აწვდიდა რა ინფორმაციას, სასმანი „მოქმედებდა, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე და არა როგორც  დაქირავებული ადვოკატი ან პოლიტიკური მოღვაწე“. ეს იყო სიცრუე, ნათქვამია ბრალდებაში, რომელშიც დოკუმენტირებულია, რომ სასმანი მუშაობდა დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრებისთვის (მათ შორის, „PERKINS COIE-ს“ სხვა თანამშრომელთან ერთად – მარკ ელიასისთვის) და ინვოისებს შესრულებულ სამუშაოზე, უგზავნიდა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს.

ბატონი სასმანის სიყალბის გამო, „გფბ-მ ვერ მიიღო საჭირო ინფორმაცია“, აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში, რამაც ბიუროს უბიძგა დაეწყო გამოძიება პრეზიდენტ ტრამპისა და „ალფა-ბანკის“ კავშირების შესახებ, რის შემდეგ, ინფორმაციამ გაჟონა მედიაში. სასმანი გფბ-სთან ცრუობდა არა იმიტომ, რომ თავი დაეძვრინა, ის იმხილება გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოტყუებაში იმ მიზნით, რომ მომხდარიყო გამოძიების ინიცირება კონკურენტი საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ, რაც ეფუძნებოდა ყალბ ინფორმაციას რუსეთისა და ტრამპის გარიგების შესახებ. ბატონი სასმანი თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

საბრალდებო დასკვნაში მოცემულია დამატებითი დეტალები, რომლებიც მოწმობს ჰილარი კლინტონის შტაბის ფართომასშტაბიან კამპანიაზე –  „გაეშავებინა დონალდ ტრამპი და წარმოეჩინა ისე, რომ ეს უკანასკნელი „საწოლში – რუსებთან ერთად იწვა“. დოკუმენტით დასტურდება, რომ ყოველივე ეს, სცდებოდა კონსალტინგური ფირმა „Fusion GPS“-ის უფლებამოსილების ფარგლებს, ისე როგორც, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ MI-6-ის  ყოფილი თანამშრომლის – კრისტოფერ სტილის ყალბი დოსიეთი. თუმცა ორივე ამ ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა ტრამპის დისკრედიტაციაში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდება „ალფა-ბანკის“ მისამართით, მოდიოდა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის („Tech Executive 1“) ჯერჯერობით დაუდგენელი ხელმძღვანელი პირისგან, რომელსაც ერთ-ერთი ელექტრონული წერილის მიხედვით, ჰპირდებოდნენ „მაღალ თანამდებობას კიბერუსაფრთხოების სფეროში“ ჰილარი კლინტონის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს პირი ფლობდა ინტერნეტ კომპანიებს და ხელი მიუწვდებოდა საჯარო  და დაფარული მონაცემების უზარმაზარ მოცულობაზე. მას  აცნობეს სავარაუდო ინტერნეტ-ტრაფიკის შესახებ „ალფა-ბანკს“ და ტრამპის საფოსტო დომენს შორის. ამ პირმა ამის შესახებ შეატყობინა ბატონ სასმანს.

კომპანიის ამ  უცნობმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს უბრძანა „ მოეპოვებინათ და გაეანალიზებინათ ტრამპის მანმაქიქებელი საჯარო თუ დახურული ინტერნეტ მონაცემები“. მან ასევე დაიქირავა ინტერნეტ- ანალიტიკოსები დაუდგენელი ამერიკული უნივერსიტეტიდან. საბრალდებო დასკვნით ირკვევა, რომ ამ მცდელობის მიზანი იყო, გაეძლიერებინათ „ ნეგატიური დასკვნები და ნარატივი“ ტრამპის შესახებ  ისე, რომ ის მოსწონებოდათ – გარკვეულ „ VIP პერსონებს“.

ამგვარი ინფორმაციის ძიებას ხილული ეფექტი არ მოჰყოლია. მაგრამ ხელმძღვანელმა პირმა სასმანს ყალბი მონაცემები და ინსინუაციები გადასცა. მათ საფუძველზე შექმნილი ოფიციალური დოკუმენტები კი, ამ უკანასკნელმა გფბ-ს მიაწოდა – პარალელურად,  სასმანი მუშაობდა კომპანია „Fusion GPS“-სთან და ბატონ ელიასთან, რათა ყოველივე ეს, მისულიყო „გულუბრყვილო პრესის| ყურამდე“. სასმანის შეხვედრამ გფბ-ს მაღალჩინოსან ჯონ ბეიკერთან, პრესას საბაბი მისცა დაეწერა, რომ სამართალდამცავები იკვლევდნენ ტრამპის კავშირებს რუსეთთან. გფბ-მ გამოძიება დაიწყო ტრამპის საქმეზე, რაც გადაიზარდა უსაგნო პოლიტიკურ აურზაურში, რომელიც 2 წლის განმავლობაში უთხრიდა ძირს ტრამპის საპრეზიდენტო რეპუტაციას.

სასმანის წინააღმდეგ მიმართულმა საბრალდებო დასკვნამ „კარი გაუღო“ კიდევ ერთი, გაცილებით სერიოზული დანაშაულის გამოძიებას, რაც არსებითად მდგომარეობს ჰილარი კლინტონის გუნდისა და მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ ჩადენილ ბინძური პოლიტიკური ტრიუკებსა და უკანონო ქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო ამერიკული დემოკრატიის წინააღმდეგ.

საბრალდებო დასკვნა ადასტურებს, რომ ბატონი ელიასი, დაგეგმილ სკანდალზე ინფორმაციას აწვდიდა კლინტონის საარჩევნო შტაბის ოფიციალურ პირებს, მათ შორის „შტაბის ხელმძღვანელებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორს და საგარეო პოლიტიკის მრჩეველს“ .

ადრე ბატონ დერემს ემუქრებოდნენ და მისგან მოითხოვდნენ შეეჩერებინა გამოძიება  „რუსული კვალის“ შესახებ – ხანდაზმულობის მოტივით, მაგრამ ახლა, როცა სერიოზული გარემოებები გამოჩნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ბინძურ საქმეს მასშტაბური გაგრძელება ექნება.

By admin