Türkiye თურქეთი
ილმაზ ბილგენი
აღნიშნავენ, რომ ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე – იდლიბის, ყირიმის, С-400-ის საკითხებისა და სერბეთის საზღვართან არსებული სიტუაციის გარდა (სადაც ბოლო დროს დაძაბულობა გაიზარდა), განიხილება ყარაბაღის პრობლემატიკა
ხვალ, 29 სექტემბერს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდებიან. ამტკიცებენ, რომ იდლიბის, ყირიმის, С-400-ის საკითხებისა და სერბეთ-კოსოვოს საზღვართან შექმნილი სიტუაციის გარდა, სადაც ბოლო დროს ვითარება დაიძაბა, კრიტიკულად მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ყარაბაღის თემაც განიხილება. აზერბაიჯანის ეროვნული კრების დეპუტატმა, აზიზ ალეკბერლიმ აღნიშნა, რომ ზანგეზურის კორიდორისა და ყარაბაღის საკითხებს, აქვს უაღრესი მნიშვნელობა და ისინი დღის წესრიგში არის შეტანილი. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს პრობლემები არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყანა- გარანტორებისთვის – რუსეთისა და თურქეთისთვის – ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, ასევე რეგიონული ბალანსისთვის. ალეკბერლიმ შეგვახსენა, რომ ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას 2020 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმება. მან აღნიშნა, რომ ადგერის, ხოჯავენდის და ხოჯალის მაცხოვრებლები, რომლებიც განდევნეს მშობლიური ადგილებიდან 1988-1991 წლებში მოწყობილი სასაკლაოს შედეგად, ახლა ემზადებიან მშობლიურ ადგილებში დასაბრუნებლად. ალეკბერლიმ განაცხადა: „ეს გარანტირებულია შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მიწაზე ვერ იცხოვრებს – ერთი სომეხიც. ჩვენი ხალხს, რომელიც გამოდევნეს, ისევ სურს მამა-პაპის მიწაზე ცხოვრება. თუ არადა ყველაფერი ეშმაკსაც წაუღია.“
სომხები წვავენ და ანგრევენ
აზერბაიჯანელმა ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, აზიზ ალი ბეილიმ განაცხადა, რომ სომხური მხარე არღვევს მიღწეულ შეთანხმებას. ალიბეილი ამბობს: „დღემდე ოკუპირებულია ქალაქები აგდამი, ხოჯავენდი და ხოჯალი, ასევე გაზახის რაიონის 7 სოფელი. ისინი უნდა გათავისუფლდეს და გადაეცეს თურქულ მხარეს. თუმცა სომეხი ოკუპანტები ცდილობენ ყველა მხარე გააცურონ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი გავიდა. აგდერინის რაიონში მიმდინარეობს ძლიერი აფეთქებები. იქ მცხოვრები თურქები გვიყვებიან, რომ სომხური საოკუპაციო ელემენტები, აპირებენ რეგიონის დატოვებას და მანამდე, როგორც ყოველთვის, ყველაფერს წვავენ და ანადგურებენ.
რუსეთის ძალმოსილება უნდა შემცირდეს
აზიზ ალიბეილიმ შეგვახსენა, რომ მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღში, მეთვალყურის სტატუსით, შეიძლება იყოს 1 960 რუსი სამხედრო. დამატებით მან აღნიშნა: „ყარაბაღში თავის საქმიანობას აგრძელებენ სომეხი ტერორისტები. რეგიონში სულ 25 000 სომეხი დარჩა, მაგრამ ოკუპირებულ რაიონებში ტერორისტების მნიშვნელოვანი რაოდენობაა თავმოყრილი, რაც მოსახლეობის სტრუქტურის შეუსაბამოა. რუსეთი კი თვალს ხუჭავს ამ სიტუაციაზე, რაც დარღვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. აზერბაიჯანული ადმინისტრაცია აცნობიერებს, თუ რამხელა საფრთხის შემცველია რეგიონში მყოფი რუსული ძალის, ოპერაციულ ძალად გარდაქმნა და ყველა ზომას იღებს ამის შეზღუდვისათვის. ამ ზომებში, შედის – ლაჩინის კორიდორის ალტერნატიული პროექტის განხორციელება“.
სოჭის შეხვედრამდე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მან ყურადღება გაამახვილა სომხური ფაშიზმის აღორძინების მცდელობაზე და დასძინა: „ჩვენ, შესაძლოა, კიდევ მოგვიწიოს ამ მეამბოხეებისთვის თავების გატეხვა“.