Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Türkiye თურქეთი

ილმაზ ბილგენი

 

          ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დაზვერვამ დააკავა 5 ყირიმელი თათარი

 

 

ამ ხუთეულის – ნარიმან ჯელალის, ელდარ ოდამანის, ძმებ ასან და აზიზ ახტემების, ასევევ შეფკეტ უსეინის – დაკავებას, ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესის თავჯდომარემ, ადვოკატმა ნამიკ ქემალ ბაიარმა უწოდა – დაგეგმილი შეთქმულება და კანონდარღვევა. ხოლოა ასოციაცია „TURKSİD“ -ის ხელმძღვანელმა უკრაინაში ისმეტ იუქსელმა აღნიშნა, რომ რეიდები უდანაშაულო ადამიანების სახლებში, არის ბანდიტიზმი და ადამიანის უფლებათა დარღვევა. იგივენაირად დააპატიმრეს 42 ადამიანი, რომელმაც ხუთეულის დაპატიმრების გამო, პროტესტი გამოთქვა.

         შურისძიების და ბრალის გამოგონებით არიან დაკავებულნი

ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესის გენარალურმა მდივანმა ნამიკ ქემალ ბაიარმა, რომელმაც ჩვენს გაზეთს უამბო მომხდარის შესახებ, განაცხადა: „რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციამ – ФСБ -ემ, ხუთი ყირიმელი თათარი დააკავა შეთითხნილი ბრალდებით. დაპატიმრების საფუძვლად დასახელებულია აფეთქება, რომელიც 23 აგვისტოს ყირიმის გაზსადენზე მოხდა. არადა, დაკავებულებიდან ზოგიერთი იმ დღეს ნახევარკუნძულზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ყირიმელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი ნარიმან ჯელალი იმ დღეს იმყოფებოდა „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ სხდომაზე უკრაინაში. ეს დაკავებები რუსეთს მხრიდან არის შურისძიება „ყირიმის პლატფორმის“ ინიციატივაზე  და დაშინება იმ ადამიანებისა და ქვეყნებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პლატფორმას. ბუნებრივი გაზის აფეთქება ქუჩაში – აქციეს დანაშაულად, ესკი ბრიყვულზე ბრიყვული ბრალდებაა. ამაზე უარესია ის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ და მათი 60-75 წლიანი პატიმრობით დასჯას ითხოვენ. ამ ხალხს, რომელმაც ყირიმის ოკუპაციის მიუხედავად არ დატოვა სამშობლო, ყველა იცნობს, როგორც ინტელექტუალს და მნიშვნელოვანი ნაშრომების ავტორს. ახლა კი ამ ადამიანებს ტერორიზმში დებენ ბრალს. ჩვენ ველოდით, რომ „ყირიმის პლატფორმის“ შემდეგ, რუსეთის მხრიდან წნეხისა და დაშინების მცდელობები გააქტიურდებოდა. დაშინებისა და დევნის მეთოდები დიდი ხანია გამოიყენება ყირიმელი თათრების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ოკუპაციას.

                                   საჭიროა მკაცრი საქციები

ასოციაცია „TURKSİD“-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ისმეტ იუქსელი, ლაპარაკობს რა იმ ადამიანთა მიმართ ძალადობაზე, რომლების ითხოვენ ელემენტარულ უფლებებს საკუთარ სამშობლოში, აღნიშნავს: „ეს სახელმწიფო ტერორიზმია. საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხი უნდა აგებინოს რუსეთს, რადგან აქ სახელმწიფოს ხელით მიმდინარეობს უმთავრესი უფლებებისა და თავისუფლებების განადგურება. ახალგაზრდებს, ქალებს, აქტივისტებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს იტაცებენ და მათ აწამებენ. ეს დანაშაული არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და ეს ქმედება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გაკიცხვით. რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენონ“.

ამას გარდა, დაკავებულთა ნათესავების ნაწილი, რომელსაც დავუკავშირდით ამბობს, რომ განიცდის ძლიერ წნეხს, მუქარას და არ შეუძლია კომენტარის გაკეთება. ცნობილი გახდა, რომ რეიდების დროს – იძალადეს ქალებსა და ბავშვებზეც.

By admin