Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

DAILY EXPRESS  დიდი ბრიტანეთი

ჯეიკობ პოლი 

 

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ის დასკვნით ეტაპზე, გაამკაცრა კონტროლი  ევროკავშირისთვის განკუთვნილ გაზზე. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოაწერეს, გაზი,  რუსეთიდან ევროპას, უკრაინისა და პოლონეთის გვერდით ავლით მიეწოდება. ამბობენ, პუტინს იმედი აქვს, რომ დაითანხმებს ბერლინს არ დაიცვას ევროკავშირის კანონები ამ სფეროში

ამგვარი შეზღუდვების შედეგი იქნება კრიზისი გაზის მიწოდებაში, რასაც საკუთარ თავზე იგრძნობს ბრიტანეთიც, რომელიც რუსული გაზის იმპორტს ნიდერლანდებიდან ახდენს.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ პუტინმა შესაძლოა სპეციალურად შექმნას გაზის კრიზისი, თუ მიწოდების მოცულობას შეამცირებს. მაგრამ უორიკის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი – მაიკლ ბრედშოუ ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი, რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

საქმე ისაა, რომ მოსკოვმა ამით შეიძლება გააძლიეროს მათი პოზიციები ვინც „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.

ბრედშოუმ განაცხადა: „ თუ ისინი ამას გააკეთებენ ( იგულისხმება გაზის შეზღუდვა) დაკარგავენ ბაზრის ნაწილს, რადგან არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომელთაც ააგეს შესაბამისი სიმძლავრეები გაზის იმპორტისთვის. ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნები არ თვლიან ამას („ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ს) კარგ იდეად, რადგან უკრაინიდან ევროპის სახრეთს მიეწოდება ნაკლები გაზი. ასე რომ, გაზი შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად უსარგებლო ადგილას ევროპაში, სადაც შიდა განაწილების გაზსადენებს აქვს პრობლემები“.

თხევადი ბუნებრივი გაზი – ეს აირის კიდევ ერთი სახეობა და ცალკე წყაროა, რომელიც განსხვავდება მილსადენში მოძრავი გაზისგან.

ისეთი ქვეყნები, როგორიც ბრიტანეთია, თავისი საგაზო მოთხოვნილების 50%-ს უზრუნველყოფს თხევადი გაზით, მაგრამ იყენებს მილსადენის გაზსაც. ეს ნიშნავს,რომ გაერთიანებულ სამეფოს და სხვა იმპორტიორ ქვეყნებს შეუძლიათ შეზღუდონ რუსული კონტროლი ევროპაში გაზის მიწოდებაზე, გაზარდონ თხევადი გაზის შესყიდვა   და შეამცირონ მილსადენებით მიწოდებულ აირზე თავისი დამოკიდებულება.

პროფესორი ბრედშოუ ამბობს: „პოლონეთი მზადააა გადაიხადოს მეტი, შეისყიდოს თხევადი აირი და არა რუსული გაზი. ჩვენ გვაქვს სიმძლავრეები, რომ გავზარდოთ თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირის მასშტაბით, თანაც ეს სიმძლავრეები სრულად არასდროს გამოყენებულა“.

თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ინვესტიციები ამ სფეროში  აშკარად არ არის საკმარისი, რაც კოვიდ -19-ის მიზეზით ხდება და ეს ნეგატიურად აისახება მიწოდებაზე.

ბრიტანეთი მომგებიან სიტუაციაშია, ვინაიდან რუსულ გაზზე მცირედით არის დამოკიდებული.

პროფსორი დასძენს: „ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს ნორვეგიასთან, საიდანაც გაზს პირდაპირ ვიღებთ  და შეგვიძლია გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის იმედი გვქონდეს. “

კრემლის შეზღუდვები ბრიტანეთს უშუალოდ არ შეხებია, მაგრამ  ის იძულებული გახდა ძველი მეთოდებისთვის მიემართა და შეენარჩუნებინა ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობები. რაკი გაზის ფასმა ამ ზაფხულს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ბრიტანეთში დაიწყეს გაცილებით მეტი ქვანახშირის მოხმარება, რათა ენერგიაზე მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ცივი ზამთრის გამო, ბევრი ქვეყანა იძულებული შეიქნა გამოეყენებინა გაზის მარაგები და ეს დამატებითი მიზეზია გაზის საფასურის ზრდისა. ახლა ლინკოლნშირში ისევ აამოქმედეს ძველი ელექტროსადგურ „ვესტ ბერტონ ეი“, რომელიც ქვანაზშირზე მუშაობს. ადრე ის რეზერვში ირიცხებოდა.

 

 

By admin