Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Sun დიდი ბრიტანეთი

ამელია ბელტრაო

 

რუსეთმა გააქტიურა თავისი  სამხედრო თამაშები და შემაძრწუნებელი სწავლების ფონზე, ამუშავებს „შეჭრას“ პოლონეთსა და ლიეტუვაში, რომლებიც ნატოს წევრები არიან.

როგორც ცნობებით ირკვევა, რუსეთმა და მისმა მეზობელმა ბელორუსმა, გააძლიერეს სამხედრო ძალის დემონსტრირება მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინმა თვითიზოლაცია გადაწყვიტა, რადგან მისი გარემოცვიდან ერთ-ერთი კორონავირუსით დაავადდა

იმ დროს, როცა რუსეთის ლიდერი თავს არიდებს შეხვედრებს, ვიდეომასალები ასახავს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს C-400-ებსა და „პანცირ-C“-ებს მოქმედებაში. ეს კომპლექსები ჩართეს სწავლებების კულმინაციურ მომენტში, თითქოსდა იმ მოტივით, რომ მოიგერიონ „პირობითი მოწინააღმდეგის“ მასირებული დატყმა.

წლევანდელი სამხედრო თამაშების ფარგლებში, სწავლება ტარდება ასტრახანის ოლქშიც, რომლის დროსაც იყენებენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ტრიუმფს“.

კრემლმა სწავლება „დასავლეთი-2021“ დაიწყო რამდენიმე დღის წინ, როგორც დასავლეთის გამაფრთხილებელი ღონისძიება.

მასში მონაწილეობს 200 ათასი ჯარისკაცი, 80 საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 760-მდე სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 290 ტანკი, 240 საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის სისტემები და ნაღმმტყორცნები.

სხვა ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ აწარმოებენ რუსი და ბელორუსი სამხედროები შემაკავებელ ცეცხლს ბელორუსულ ქალაქ ბრესტთან, რომელიც პოლონეთის საზღვართან  მდებარეობს.

პოლონურმა გაზეთმა „ფაქტმა“ დაწერა: „ აი, ასე სწავლობენ ისინი პოლონეთთან ომის წარმოებას“.

„დენთის კვამლი და რკინის ზრიალი. ომის გამაყრუეელი ხმები რუსეთისა და ბელორუსის მხრიდან, ისმის ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან“ – წერს სტატიის ავტორი.

„დასავლეთი-2021“-ის მანევრებში ჩართულია ათასობით ჯარისკაცი, ასობით თვითმფრინავი, ვერტმფრენი, სარაკეტო დანადგარი და ტანკი“.

მართალია, ოფიციალურად სწავლება „თავდაცვითი“ ხასიათისაა, მაგრამ გაზეთი წერს, რომ ლეგენდის თანახმად, „პირობითი მოწინააღმდეგე- ქვეყნების“ სახელწოდებები – „პოლარული რესპუბლიკა“ და ნერვისი“, აღნიშნავს პოლონეთსა და ლიეტუვას.

„სწავლებით გაცხადებული გეგმები, გულისხმობს ომს…პოლონეთთან და ლიეტუვასთან“ – წერს გაზეთი „ფაქტი“, რომელიც ირწმუნება, რომ რუკები ითვალისწინებს ამ ქვეყნების დაპყრობას დიქტატორული ბელორუსის მიერ.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა, რუსეთი და მისი მოკავშირე დაადანაშაულა „ბალტიის რეგიონის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციასა და ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის განხეთქილები ჩამოგდებაში“.

სწავლებები მიმდინარეობს ბალტიიდან დაწყებული – კასპიის ზღვამდე  ტერიტორიებზე, ამასთან ცალკეული წვრთნები ტარდება არქტიკაზე და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

რუსეთი ირწმუნება, რომ პუტინი „აბსოლუტურად ჯანმრთელია“ და რომ მისი თვითიზოლაციის გადაწყვეტილება, სიფრთხილის მიზნით იქნა მიღებული.

By admin