Обозреватель უკრაინა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა შეხვდეს უკრაინის ლიდერ ზელენსკის. თუმცა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხში, თანაბარი პოლიტიკური ძალისხმევა არ შეიმჩნევა, ხოლო მთავარ პრობლემად ყირიმი რჩება
ამგვარი რამ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეარხ “Россия 1”-თან ეთერში. მისი თქმით, უკრაინა-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობა „სავალალო მდგომარეობაშია“.
პესკოვმა თქვა, რომ ასეთი სიტუაცია, თავად პუტინს არ აკმყოფილებს და რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ვითარება უნდა გამოსწორდეს?
„თუ პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკურ ნებაზე ვსაუბრობთ, ის მან არა ერთხელ დაადასტურა: ის ეხვედრისათვის მზადაა“ – დასძინა პრესმდივანმა.
იმავდროულად, დმიტრი პესკოვმა უკუაგდო იმ საკითხზე მსჯელობა – თუ ვის ეკუთვნის ყირიმი.
„როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, ზელენსკის სურს ყირიმის საკითხზე საუბარი. ყირიმზე, რა თვალსაზრისით. აშკარაა, არა იმ კუთხით, რომ ის რუსეთის ფედერაციის რეგიონია“- თქვა მან.
სწორედ განსახილველ საკითხთა წრეზე შეუთანხმებლობის გამო, ორი ლიდერს შეხვედრის მომზადების პროცესი, ჯერჯერობით ადგილიდან არ იძვრის, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, არის საფრთხე რუსეთი ფედერაციისთვის. ის ამას ასაბუთებს იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ალიანსთან დაკავშირებით, ნატოს სტრუქტურა შეიძლება რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდეს.
მანამდე პესკოვი ამბობდა, რომ ზელენსკისა და პუტინის სამომავლო შეხვედრამდე, არის არსებითი პრობლემები განსახილველი საკითხების წრის გამოკვეთასთან დაკავშირებით. მან ეჭვი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები წელს მოესწრება.