Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Washington Examiner აშშ

თომ როგანი

 

ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის (რომელიც ილუზიებით იკვებებოდა) პატივისცემა პუტინის მიმართ, როგორც წესი, მისი განცხადებებით შემოიფარგლებოდა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კი თავის მართლების ამგვარი საფუძველიც არა აქვს. გააუქმა რა ტრამპისა და კონგრესის მიერ დაწესებული სანქციები, ბაიდენმა თანხმობა განაცხადა პუტინისეული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის, მშენებლობაზე, რომელიც „გაზპრომ“-ს ეკუთვნის. შემდეგ, როცა მძაფრ კრიტიკას გადააწყდა, ბაიდენმა დადო აბსურდული შეთანხმება გერმანიასთან – კომიკ-ჯგუფ „მონტი პაიტონ“-ის სტილში. ეს შეთანხმება უნდა ყოფილიყო  გარანტია, რომ რუსეთი არ გამოიყებდა „ჩრდილოეთ ნაკადი -2“-ს იმისთვის, რომ უკრაინას დაეკარგა  ენერგორესურსების ტრანზიტით გათვალისწინებული რამდენიმე მილიარდიანი მოსაკრებელი, ხოლო ევროპას გაზის სტაბილური მიწოდების სანაცვლოდ, არ მოუწევდა პოლიტიკური დათმობებზე წასვლა. ეს გარიგება თავიდანვე აბსოლუტური ფარსი იყო.

                                             გარდა იმისა, რაც კრემლს ეხება

პუტინმაც სამაგიერო მიაგო ბაიდენს, ჩაიდინა რა შურისძიების აქტი, მსგავსი იმისა, რითაც იამაყებდა დიდი რუსი მწერალი-სატირიკოსი ნიკოლაი გოგოლი.

რაკი ენერგომარაგები იწურება, წინ კი ცივი ზამთარია, რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომ“-მა შეზღუდა ევროპისათვის გაზის მიწოდება. ორშაბათს „გაზპრომს“ შეეძლო დაეჯავშნა დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრეები იმ გაზსადენებით, რომლებიც ევროპაში მიემართება (მათ შორის, ბრიტანეთში) ამის ნაცვლად, „გაზპრომ“-მა დაჯავშნა მესამედი, პოლონეთის გავლით და მეათედი, უკრაინის გავლით, არსებული სიმძლავრეებისა. ამან გამოიწვია ის, რომ ფასებმა ენერგომატარებლებზე კიდევ უფრო აიწია და სადღეისოდ ის ათას კუბურ მეტრზე 900 დოლარს აღემატება. ეს ნაბიჯი „გაზპრომ“-მა ერთხელ უკვე გადადგა წლის დასაწყისში, როცა ანალოგიურად შეამცირა მიწოდება.

არავითარი ილუზიები იმის შესახებ, ვინ არის დამნაშავე ამ შეზღუდვებში, არ არსებობს. „გაზპრომ“-ის ხელმძღვანელი ალეკსეი მილერი – პუტინის მარიონეტია და მის პეტერბურგულ გვარდიას წარმოადგენს. არსებითად, პოლიტიკური (და არა საქმიანი) ხასიათი „გაზპრომ“-ის ამ ქმედებისა, კარგად არის ცნობილი აშშ-ს სადაზვერვო თანამეგობრობისთვის. მილერის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს ჯერ კიდევ ტრამპის (ჰა-ჰა) ადმინისტრაციის (ჰე-ჰე ) დროს – 2018 წელს. მილერი უშუალოდ პუტინის განკარგულებას ასრულებს.

… და კიდევ ერთი – ესაა გამოსამშვიდობებელი საჩუქარი ანგელა მერკელისთვის… კაგებესგან.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პოსტი მომავალ კვირაში უნდა დატოვოს. ის პუტინის მთავარი თანამოაზრეა (მან გერმანიის ტერიტორიაც კი დაუთმო გრუს – ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული  ობიექტების განთავსებისთვის).

პუტინი დაუფარავად ეუბნება მერკელს, თუ რამდენად აფასებს მის სისუსტეს. რუსეთის ხელი ამ საქმეში, ნამდვილად ურევია.

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, პუტინს თავი წარმოუდგენია ცეცხლისა და ყინულის ღმერთად.

ამ კუთხით, რუსებს სურთ ვაშინგტონი უმწეოდ გამოიყურებოდეს, ევროპელები კი მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. პუტინმა ყველა მიხვედრა,  რომ ღცება ერთადერთი გზა, რათა ზამთარში არ გაიყინო: ევროპამ  უნდა დაიჩოქოს და თავის დახაროს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის წინაშე…პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და უკრაინა კი, ეშმაკსაც წაუღია.

თუმცა, ნუ ინერვიულებთ, როგორც ავღანეთში, ამჯერადაც სიტუაციას ბაიდენის დიდი ბიჭები აკონტროლებენ.

By admin