Главред უკრაინა
ალექსეი ტიჩინი
კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო გატანჯა, შეიძლება დასრულდეს 2022 წლის გაზაფხულზე, განაცხადა აშშ-ს ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ
ექსპერტმა განმარტა, რომ პანდემიის დასრულების ზუსტი ვადის პროგნოზირება რთულია და შეგვახსენა, რომ კორონავირუსმა უკვე ბევრჯერ „გააცურა“ სპეციალისტები, წერს The Telegraph-ი.
„ვფიქრობ, აუცილებელია ვიყო ბოლომდე გულწრფელი, ღია და მოზომილი. ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამ ვირუსმა არაერთხელ მოგვატყუა სხვადასხვა ტალღების სახით მთელ მსოფლიოში და ცალკეულ ქვეყნებში, ასე მაგალითად, აშშ-სა და ბრიტანეთში. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება მომავალი წლის გაზაფხულზე“.
აშშ-ს ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი თვლის, რომ კორონავირუსი საგანგაშო გამოცდილებაა, რომელიც ყველამ მივიღეთ და დასძენს, რომ როგორც კი პანდემიის დასრულების იმედი ჩნდებოდა, ჩნდებოდა ახალი შტამიც.
„შეერთებულ შტატებში, როცა გვიახლოვდებოდა ზაფხული, ჩვენ ყოველდღიურად ვამცირებდით დაავადების შემთხვევებს, მერე კი გვერგო დიდი სიურპრიზი დელტა შტამის სახით. ამან თავგზა აგვიბნია. ახლა ისევ ვუბრუნდებით შემთხვევების 130-140 ათასიან მაჩვენებელს. ასე რომ, არ მინდა ვთქვა გადაჭრით, რა იქნება ხვალ“- დაამატა ფაუჩიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადანაშაულა მდიდარი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, ასევე სამკურნალო და დამცავი საშუალებების, ჭარბ დაგროვებაში, განაცხადა რა, რომ ასეთი ქმედებები ახანგრძლივებს პანდემიას“.
ამგვარი განცხადებით გამოვიდა მარია ვან კერკჰოფი, ჯანმოს ახალ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ვაქცინების დახვავება, არა მარტო უსამართლობაა, არამედ ამორალურობა და ის ახანგრძლივებს პანდემიას.