Главред უკრაინა
ანდრეი განჟა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ რუსეთის უწყების ხელმძღვანელს, ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტის გამო დასცინა და აღნიშნა, რომ წვიმაც კი რუსეთის გეგმებს უპირისპირდება. ამასთან, მან პირობა დადო, რომ ყირიმის პლატფორმასთან დაკავშირებული სამიტი, ნებისმიერ ამინდში გაიმართება
Twitter-ის საკუთარ ექაუნთზე უკრაინელმა დიპლომატმა იხუმრა იმაზე, რომ ლავროვს მოუხდა მიტაცებულ ნახევარკუნძულზე ვიზიტის გეგმა ძლიერი წვიმის გამო შეეცვალა. კულებამ შენიშნა, რომ „ ჯერ ციდან ქვის ცვენა არ დაწყებულა“ და განაცხადა, რომ სამიტი ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში გაიმართება.
„წვიმაც კი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგაა, ქვის ცვენა კი, ჯერ კიდევ არ დაწყებულა. აი, ყირიმის პლატფორმის ირგვლივ ჩანიშნული სამიტი კი – ნებისმიერ ამინდში გაიმართება“ – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ნიშანდობლივია, რომ „რადიო თავისუფლების“ ( რუსეთში, ის გამოცხადებულია უცხოეთის სადაზვერვო ორგანიზაციად) ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ 12 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა ოკუპირებულ ყირიმში, სადაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში – ტავრიდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ლავროვის ექსკურსია ტავრიდაზე არ შედგა – ამას ხელი თავსხმა წვიმამ შეუშალა.
ყირიმის პლატფორმა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, 20 მაისს, თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყირიმის პლატფორმისადმი მიძღვნილი სამიტი კიევში, 23 აგვისტოს ჩატარდებოდა. ღონისძიება გაიმართება იმ ნაბიჯების მოსანიშნად, რომლებიც მიმართული იქნება მიტაცებული ყირიმის გათავისუფლებისკენ. უკრაინის ხელისუფლება მოელის მასზე უცხო ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელთა დასწრებას.
როგორც დმიტრი კულება აცხადებს, რუსეთი სერიოზულად ეწინააღმდეგება ყირიმის პლატფორმას და მიზნად ისახავს კიევის მიერ ორგანიზებული ღონისძიების დიკრედიტაციიას.
სახელმწიფო მეთაურის წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ანტონ კორინევიჩი – აცხადებს, რომ ყირიმის პლატფორმის მონაწილეები სამიტის შედეგთა გათვალისწინებით, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იქნება ის ნაბიჯები, რომლებმაც უნდა შექმნას პირობები ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის.
28 ივლისს კულებამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსი ყირიმის შესახებ, პრაქტიკულად შეთანხმებულია.
საგარეო საქმეთა უწყებაში ხასგასმით აღნიშნეს, რომ ყირიმის პლატფორმაზე ოფიციალური კიევი ელის 40 სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობას. უკრაინის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა – სულ უფრო იზრდება.