Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Главред უკრაინა

მარია ტუპიკი

 

  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსს ურჩია, თავი შეიკავოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერისგან

უკრაინელმა დიპლომატებმა შეახსენეს ბელარუსს, თუ რა საფრთხეს უქადის ქვეყანას რუსეთის მხრიდან შთანთქმა – ამას მოჰყვება რუსული აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. როგორც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი შთანთქმა – იქნება საფრთხე უკრაინისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის – აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ხოლო მინსკის მხრიდან რუსეთის უკანონო პოლიტიკის  მხარდაჭერას ამა თუ იმ ფორმით, რაც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შერყევისაკენ, განვიხილავთ, როგორც არამეგობრულ აქტს და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფაქტობრივ მხარდაჭერას, რასაც მოჰყვება შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგები“ – აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კიევმა ასევე გამოხატა ბელორუსი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა მისწრაფებისა, იცხოვროს როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა და მართლაცდა, დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყანამ.

„ბელორუსი ხალხი არის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი და მეგობრული ხალხი უკრაინელებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ არა გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატ ევროპელ ხალხებთან ერთად“ – განაცხადეს უწყებაში.

ამას გარდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ბელორუსულ რეჟიმს „დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ კალაპოტში“, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, შეწყვიტოს რეპრესიები დამოუკიდებებლი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ და პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

ლუკაშენკოს განცხადება უკრაინის მიმართ – ამის შესახებ უკვე წერდა  Главред-ი:

ბელორუსის მეთაურმა არ გამორიცხა მოსკოვის მიერ მიტაცებული ყირიმის აღიარება. პოლიტიკოსი თვლის, რომ  კიევი ნეგატიურად ეპყრობა ოფიციალურ მინსკს და  „პასუხი არ დაახანებს“, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მსხვილმა რუსულმა ბიზნესმა.

ლუკაშენკომ პირადად დაადანაშაულა ვლადიმირ ზელენსკი იმაში, რომ ეს უკანასკნელი „ამარაგებს“ ბელორუსის ტერიტორიას „ბოევიკებითა და იარაღით“. ამასთან ,როგორც ლუკაშენკო ამტკიცებს, ზელენსკი ახდენს „ასაფეთქებლების“ მიწოდებას.

By admin

You missed