Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

     

Daily Mail   დიდი ბრიტანეთი

მარკ ნიკოლი

 

საკვანძო მომენტები:

  • სპეციალური საჰაერო-სადესანტო სამსახურის 20-მდე თანამშრომელი ყანდაღარის დაცემის შემდეგ, თალიბების გარემოცვაში მოყვა და ისინი კოლეგებმა გადაარჩინეს
  • ავღანეთის ამ ნაწილში მყოფმა ჯგუფმა განგაშის სიგნალი გაუშვა, როცა თალიბებმა ეს რაიონი აიღეს
  • მეთაურობამ შეიმუშავა ალყაში მოხვედრილი სამხედროების ტყვეობიდან დახსნის გაბედული გეგმა და გადაწყვიტა ამ მიზნით თვითმფრინავი შუა უდაბნოში დაესვა
  • წყაროები იტყობინებიან, რომ ეს იყო საოცარი ოპერაცია – ,,თითქოს სახელმძღვანელოდან’’- რომლის დროსაც, მფრინავებმა სრულ წყვდიადში გამოიყენეს იმპროვიზებული ასაფრენი ზოლი

სპეციალური საჰაერო-სადესანტო სამსახურის სამხედროთა ჯგუფი ყანდაღარში, თალიბების ურდოს ალყაში მოექცა და გადარჩა დრამატული ოპერაციის შედეგად. ოცამდე სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი თავისიანებისგან ასობით კილომეტრის მოშორებით,  პროვინცია ყანდაღარში გაიჩხირა და ისინი ბოევიკებმა ალყაში მოაქციეს.

როდესაც მოწინაარმდეგემ მათთან მიახლოება დაიწყო, მებრძოლებმა SOS-ის სიგნალი გაუშვეს და სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურობისგან დაუყოვნებელი ევაკუაცია მოითხოვეს.

თუმცა, ყანდაღარის ასაფრენი ზოლის გამოყენება მათ არ შეეძლოთ. ეს აეროდრომი, სადაც სამხედრო კამპანიის პიკში,  საერთაშორისო კოალიციის 26 000 სამხედრო იყო განლაგებული, თალიბანის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული. ამდენად, სპეცრაზმელებმა გააღწიეს საიდუმლო ადგილას უდაბნოში. ამ ადგილის კოორდინატები მათ გადასცეს სპეციალური დანიშნულების საბრძოლო შტაბს, გამოიყენეს რა კოდირებული შეტყობინებები.

სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა, რომელიც დაკავებული იყო ბრიტანელების და მათთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაციით, ცდილობდა მოეძიებინა სატრანსპორტო ხომალდი, რომელსაც შეეძლებოდა უდაბნოში დაშვება, შემდეგ კი აფრენა.

ოთხშაბათს საავიაციო ფრენების მოყვარულები შეამჩნევდნენ ბრიტანეთის სამხედრო- სატრანსპორტო ხომალდს ,,ჰერკულესს,’’ რომელმაც სპარსეთის ყურეს გადაუფრინა. შემდეგ თვითმფრინავზე გამორთეს ამოსაცნობი სისტემა ,,ჩემიანი – უცხო,’’ ასე, რომ რადარებმა ვერ შეძლეს დაედგინათ მისი მარშრუტი უდაბნოს საიდუმლო ადგილამდე და სპეცნაზელებმა დაფრენისთვის საჭირო წერტილი მოძებნეს. სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მებრძოლებმა შუაღამისას განახორციელეს რისკიანი დაფრენა უდაბნოში, მანამდე კი მფრინავებმა ღამის ხედვის ციფრული სათვალეები მოირგეს.

ერთ-ერთმა წყარომ გვიამბო: „ეს იყო სრულიად გასაიდუმლოებული ოპერაცია. პარასკევს ყარდაღარი დაეცა, ბიჭები კი იქ ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მოწინააღმდეგემ გაანადგურა ავღანელების სპეცდანიშნულების შენაერთი, რომელთანაც ბრიტანელები მუშაობდნენ. ამდენად, სასწრაფოდ იყო საჭირო მათი ევაკუაცია..

უნდა ითქვას, რომ 47-ე ესკადრილიის კუთვნილი თვითმფრინავი, „ჰერკულესის“ ეკიპაჟმა  დასვა გზაგასაყარზე, შემდეგ კი ბორტზე შეიარაღებასთან ერთად, ბიჭებიც აიყვანა. ეს იყო სანიმუშო ოპერაცია.

ხუთშაბათს, თვითმფრინავი კვლავ გამოჩნდა რადარებზე, როცა დუბაის საერთაშორისო სამხედრო ბაზის ასაფრენ ზოლზე დაეშვა.

„ჰერკულესი“ წარმოადგენს ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო- სატრანსპორტო საშუალებას და 1999 წლიდან მოყოლებული უზრუნველყოფს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მობილურობას. ბრიტანელი მფრინავები, მას ძალზე აქებენ და „უნივერსალურს“ უწოდებენ, ვინაიდან ამ თვითმფრინავით შესაძლებელია მედესანტეებისა და შეიარაღების გადასროლა, მას შეუძლია დაჯდომა და აფრენა ყოველგვარი ზედაპირიდან, მაგალითად –  უდაბნოდან.

ამგვარი ამოცანების შესასრულებლად „ჰერკულესის“ ეკიპაჟის წევრები სწავლობენ დაბალ სიმაღლეზე ფრენას დღითა და ღამით.

CAC-ის მებრძოლების ევაკუაციის გეგმა, გაერთიანებული ძალების საავიაციო ფრთის სპეციალური ძალების ხელმძღვანელობამ შეიმუშავა. თვითმფრინავი და ეკიპაჟი წარმოადგენდნენ 47-ე ესკადრილიას. ოპერაცია ჩატარდა იმ დროს, როდესაც „თალიბანის“ მებრძოლები ღამის მარშით ცდილობდნენ ავღანეთის კიდევ ერთი საკვანძო პროვინციის დაუფლებას.

By admin

You missed