Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Телеграф  უკრაინა

ე. ვოლკოვა

 

       ესტონეთის ლიდერი კერსტი კალიულაიდი თვლის, რომ ევროკავშირის წევრობამდე, უკრაინას მოეთხოვება 20 წელი გულმოდგინე მუშაობა. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა – „ევროპულ სიმართლესთან“- ინტერვიუში განაცხადა

„მინდა, რომ ევროკავშირი უფრო გაბედული იყოს გაფართოების საკითხში, საჭიროა რაიმე გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ: ან ჩვენ მათ ვთავაზობთ სრულფასოვან წევრობას, ან ვქმნით ახალ ფორმატს ამგვარი ამბიციების მქონე სამი სახელმწიფოსთვის. ესაა: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო – გაგვანდო კერსტი კალიულაიდმა.

პოლიტიკოსის თქმით, ის ევროკავშირის საზღვრების გაფართოების მომხრეა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება – მოკლედ, ევროკავშირის წევრებისთვის საჭიროა ბევრი პირობის შესრულება და უკრაინა ისე, როგორც ორი სხვა ქვეყანა ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებსო.

,,თქვენ გვჭირდებათ კიდევ 20 წელი მუშაობა, სანამ მიაღწევთ მზაობას… სამივე ქვეყანას აქვს პრობლემები სასამართლოებში და ჯერჯერობით არ შეესაბამებით ევროკავშირის წევრობას’’- თვლის კალიულაიდი.

By admin

You missed