Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

20 minutes   საფრანგეთი

 

              ,,არ შეიძლება დემოკრატიისა და ხელისუფლების – გარედან თავს მოხვევა ’’- განაცხადა ემანუელ მაკრონმა ავღანეთის შესახებ, ახალი ამბების 20 Heures-ის პროგრამაში, არხ TF1-ის წამყვან – ან-კლერ კუდრესთან საუბარში. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები თალიბებთან, არ გულისხმობს მათ მსოფლიო აღიარებას

,,არ შეიძლება, ვინმეს თავს მოახვიო დემოკრატია და ხელისუფლება გარედან, როცა ჩვენ საქმეში ვერევით, ეს უნდა გავაკეთოთ სუვერენულ სახელმწიფოსთან ერთად. სუვერენული სახელმწიფო კი არ იქმნება იარაღის ძალით’’- დააზუსტა ემანუელ მაკრონმა და ამით გამორიცხა ნებისმიერი ჩარევა საფრანგეთის მხრიდან.

 

                                                     არავითარი აღიარება გარედან

 

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ თალიბებთან მოლაპარაკება, არ გულისხმობს მის შემდგომ აღიარებას. ,,ის, ვინც აკონტროლებს ავღანეთს, არიან თალიბები, ამიტომ პრაქტიკული მოსაზრებით, ჩვენ მათთან უნდა წარვმართოთ მოლაპარაკებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ აღიარებას“ – განმარტა სახელმწიფოს მეთაურმა და ამით წითელი ხაზი გაავლო: ,,თუ ისინი გაურიგდებიან ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაშინ ისინი ყველასთვის მიუღებელნი იქნებიან.’’

ემანუელ მაკრონი ასევე დაგვპირდა, რომ ფრანგი სამხედროების ყოფნა, არ არის დამოკიდებული ამერიკელების დასწრებაზე: ,,ჩვენი სპეცდანაყოფები მედგრად იბრძვიან და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ, ვიდრე ავღანეთში იმყოფებიან ტერორისტული ძალები.  ამერიკელების გასვლა ამ ქვეყნიდან, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებულნი’’ – განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

 

                        2015 წლი მსგავსი მიგრაციული მოძრაობა?

ემანუელ მაკრონის თქმით ავღანელ დევნილთა რაოდენობა, რომელსაც ევროპა მოელის (თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ), არ იქნება ისევე მოცულობითი, როგორც ეს იყო 2015 წელს, რაც უკავშირდებოდა ომს სირიაში.

,,მე არ ვფიქრობ, რომ სიტუაცია, რომელსაც ჩვენ შევეჯახებით, შეიძლება შედარდეს 2015 წელთან, იმიტომ, რომ ავღანეთი არ არის სირია და ავღანელთა დიდი უმრავლესობა უკვე გავიდა ქვეყნიდან. ცხადია, რომ მეტი ადამიანი წამოვა ევროპისკენ და ეს შეგვიქმნის სირთულეებს’’- განაცხადა მან და მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საფრანგეთი მაინც მიიღებს იმ ავღანელებს, რომელთაც ემუქრებიან თალიბები.

 

            გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია მიგრანტებისთვის  

 

რაც შეეხება ავღანელებს, რომელთა დაცვასაც პარიზი ცდილობს, ისინი წარსულში თანამშრომლობდნენ საფრანგეთთან ან იცავდნენ ადამიანის უფლებებს. ,,რამდენიმე ათასი ქალი და მამაკაცი საჭიროებს დაცვას’’- განაცხადა პრეზიდენტმა.

,,ჩვენ გავაკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო…  პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ შევიმუშაოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის – თალიბებთან მოლაპარაკებების გზით – რათა, მათ თანდათანობით დატოვონ ქაბული და  დაცულად იგრძნონ თავი’’- თქვა მან. ამასთან, საფრანგეთმა საჰაერო დერეფანი პარასკევს დაკეტა და იგივეს აპირებს აშშ.

By admin