Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Вести  უკრაინა

კატერინა აბრაშინა

 

 ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ – მირჩა ჯოანემ, შეგვახსენა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ, დადასტურებულია უმაღლეს დონეზე, ამის თაობაზე მან განაცხადა ,,ინტერფაქს-უკრაინასთან’’ ინტერვიუში

,,გადაწყვეტილება უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, არსებობს. ეს დაადასტურეს ალიანსის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, მე მოვუწოდებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გააგრძელინ არსებული კურსი, შიდა რეფორმების ჩატარების გზით, მოემზადონ შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისთვის’’- თქვა მან.

მისი განცხადებით, ღია კარის პოლიტიკა – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილებაა ნატოს ისტორიაში.

,,ბევრი ქვეყანა, ალიანსს  კომუნიზმის დასრულების დასრულების შემდეგ შეუერთდა. ღია კარის პოლიტიკა ასევე აღნიშნულია ვაშინგტონის შეთანხმებაში. ამდენად, ის ჩვენი კონსტიტუციის ნაწილია, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი დასტური ღია კარის პოლიტიკისა, არის უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლტიკა, რაც გაცხადდაა ნატოს სამიტზე – ბრიუსელში, ლიდერების მიერ რამდენიმე თვის წინ ”- აღნიშნა ჯოანემ.

კითხვაზე, რა როლს ასრულებს რუსეთის ფაქტორი უკრაინისთვის მაპის მინიჭების საქმეში, გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ფუნდამენტალური დებულება – რომლის თანახმად, ევროპაში გავლენის სფეროები სამუდამოდაა დასრულებული.

By admin