Le Monde საფრანგეთი
ჟან-მიშელ ბეზა
დაუძლეველი კლიმატური ცვლილების ფონზე, იქნება თუ არა მხარდაჭერილი სათბურის აირების მცირე გაფრქვევის მქონე – ბირთვული ენერგეტიკა? ან მოთხოვნა მომცრო ბლოკებსა და 1000-დან 1700- მდე მეგავატის სიმძლავრის რეაქტორებზე?
ორშაბათს, 9 აგვისტოს, როცა კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე სამთავრობოთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა გამოაქვეყნა საკუთარი შემაშფოთებელი ანგარიში, რუსულმა კომპანია „როსატომმა“ განაცხადა, რომ რუსეთის ეკოლოგიური და ბირთვული მონიტორინგის სამსახურმა გასცა ნებართვა 50 მეგავატის სიმძლავრის რეაქტორის მშენებლობაზე და ამით კომპანიამ დაადასტურა თავისი ლიდერობა მცირე სიმძლავრის მოდულური რეაქტორების სექტორში – ამ ტიპის ასაწყობი კონსტრუქციები დამონტაჟება შესაძლებელია ელექტრომომარაგების არმქონე რაიონებშიც. „როსატომი“ რეაქტორის მშენებლობას 2024 წელს ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთში გეგმავს, ხოლო მისი ექსპლუატაციაში გაშვებას 2028 წლისათვის აპირებს – ის გამიზნულია ოქროს საბადოს ასათვისებლად. ასეთი რეაქტორები უკვე მუშაობს ბოლო თაობის 3 რუსულ ყინულმჭრელზე, ამჯერად კი ამოქმედდება მცურავი ელექტროსადგურების სახით არქტიკაზე.
ეს არის ასეთი პირველი პროექტი ხმელეთზე, შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს აშენებული მოდულური მინირეაქტორის შემდეგ.
საფრანგეთი საკუთარ ნიშას ეძიებს
თუ რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ამ სეგმენტზე, ჩინეთი ახლა ცდილობს აღმოფხვრას ჩამორჩენა: ივლისის შუაწელში, ჩინეთის ნაციონალურმა ბირთვულმა კორპორაციამ განაცხადა კუნძულ ხაინანზე, ქვეყნის სამხრეთში, 125 მეგავატიანი მინი-ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების შესახებ. „ეს იქნება პირველი კომერციული საწარმო“ – აღნიშნა ახალი ჩინეთის სააგენტომ, ისე რომ, არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი.
ცდილობს რა დარჩეს წამყვან ტექნოლოგიურ სახელმწიფოდ, აშშ ასევე აფინანსებს ამ სექტორს ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამერიკული კომპანია NuScale-ი გეგმავს ანალოგის 2029 წელს ექსპლუატაციაში გაშვებას. 2008 წლიდან TerraPower-ი, ფირმა, რომელიც Microsoft-ის გამფუძნებელმა ბილ გეიტსმა შექმნა, აფინანსებს SMR-ის 2 სექტორს. კომპანია Hitachi-სთან ერთად, უახლოეს წლებში, ის გეგმავს 150 მეგავატიანი რეაქტორის აშენებას ვაიომინგში. რაც შეეხება საფრანგეთს, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია მსხვილი რეაქტორებით, როგორიცაა EPR (უმძლავრესი მსოფლიოში), დღეს უკვე ცდილობს აღნიშნულ სეგმენტში საკუთარი ნიშა მოიძიოს. 2019 წელს კომპანია „ელექტრისიტე დე ფრანსმა“, საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისიამ, Naval Group და TechnicAtome-მა (საწარმო, რომელიც ამზადებს საქვაბეებს ატომური წყალქვეშა ნავებისთვის) წარმოადგინეს 300-400 მეგავატიანი რეაქტორის პროექტი. მათ მისი ბაზარზე გატანა მომავალი ათწლეულის დამდეგს სურთ, რათა გაფართოვდეს ძალზე შეზღუდული არჩევანი ფრანგულ სექტორში.
„იმედისმომცემი“ სექტორი
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში (მაგატე) შესწავლის პროცესშია 72 მინირეაქტორის პროექტი, რომელიც 18 ქვეყანაში უნდა განთავსდეს. მისი ავტორები საუბრობენ არაერთ უპირატესობაზე: მეტი უსაფრთხოება, მცირე ზომა, მივარდნილ რაიონებთან ადაპტაცია, ელექტროქსელების გარეშე მუშაობის უნარი, საკმარისი სიმძლავრე გარკვეული საწარმოო დარგებისთვის, უფრო სწრაფი და უფრო იაფი მშენებლობა ადგილებზე. უპირატესობები თვალსაჩინოა, თანაც, თუ ფრანგულ და ფინურ სექტორებში შექმნილ დაფინანსების სიძნელეებს გავითვალისწინებთ.
ბირთვული უსაფრთხოების სამმართველოს პრეზიდენტ ბერნარ დოროშჩუკის თქმით, რომელმაც 7 აპრილს სენატში ეკონომიკური საკითხების კომიტეტს ანგარიში წარუდგინა: „თუ მთავრობა არჩევანს გააკეთებს ახალი ბირთვული ენერგეტიკის სასარგებლოდ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლით მინირეაქტორების ვარიანტს, რადგან მას აქვს უფრო მაღალი უსაფრთხოება, რომელიც აღემატება EPR-2-სას (EPR-ს ახალი ვერსია).“ სტიმულირების სახით, იგეგმება ბირთვული სექტორისთვის გამოყოფილი 472 მილიონიდან ამ სეგმენტის დაფინანასება, რომელსაც სახელმწიფო მეთაურმა ემანუილ მაკრონმა – „იმედისმომცემი“ უწოდა.
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მინიმოდელები ვერ გაუწევს კონკურენციას მსხვილ აეს-ებს. წარმოებული მეგავატის ფასი გაცილებით მაღალია: „მინი აეს-ების ხარჯის შემცირება დამოკიდებულია მისი წარმოების მოცულობაზე“ – აღნიშნავს სპეციალისტი შარლ მერლენი. ის თვლის, რომ აუცილებელია აიგოს მრავალი სტარდარტიზებული მინირეაქტორი