Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

NATURE დიდი ბრიტანეთი

 

 ამერიკელებში ვაქცინებისადმი ნდობა უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიოს უფრო დაბალი შემოსავლების ქვეყნების მოსახლეობაში. რუსებს კი ვაქცინების კიდევ უფრო ნაკლებად სჯერათ, ვიდრე ამერიკელებს

სამედიცინო ჟურნალმა Nature Medicine გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია, რომელშიც შედარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმღებლობა და მიუღებლობა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში, ასევე რუსეთში ( საშუალოზე მაღალი კატეგორია) და აშშ-ში (მაღალი შემოსავლების ქვეყანა). კვლევის ორგანიზატორთა შორის – იყო მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა. კვლევაში მონაწილეობდა 44 ათასზე მეტი რესპონდენტი და ის ჩატარდა 2020 წლის ივნისიდან – 2021 წლის იანვრამდე პერიოდში. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ვაქცინირებისადმი მზაობა, უფრო  მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში (80%), ვიდრე აშშ-ში (64.6%) და რუსეთში (30.4%).

ამასთან, რუსების მხოლოდ 67%  მიიჩნევს ზოგადად ვაქცინებს ეფექტიანად, 48% ვაქცინებს უსაფრთხოდ, ხოლო 80% ბავშვების აცრას მნიშვნელოვნად თვლის. ამერიკელებში ზოგადად ვაქცინებს ეფექტიანად თვლის 85%, უსაფრთხოდ 73%, ბავშვებისთვის აუცილებლად 87%. იმავდროულად, ვაქცინაცია ეფექტიანად მიიჩნევა არამდიდარი ქვეყნების რესპოდენტთა 82-99%-ში, უსაფრთხოდ 84-97%-ში, ბავშვებისათვის მნიშვნელოვნად 95-99%-ში. მიუხედავად რუსების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ამ ქვეყანაში აცრილია ბავშვების 96%, რაც შეესაბამება კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს  – ინდოეთი (92%), აშშ (95%) და რუანდა (100%).

მთლიანობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი მზაობის დონე ასეთია:

ნეპალი –            96.6

მოზამბიკა –       89.1

რუანდა –            84.9

ინდოეთი   –       84.3

სიერა-ლეონე – 78-87.9

უგანდა  –             76.5-85.8

ნიგერია –            76.2

კოლუმბია  –       74.9

პაკისტანი –         66.5-76.1

ბურკინა-ფასო – 66.5

აშშ –                       64.6

 რუსეთი –             34.4

 

იმ რუსებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ ვაქცინირება, 76% ამას გააკეთებდა საკუთარი თავის დაცვის მიზნით, 69% ოჯახის უსაფრთხოებისთვის, 41% გარშემომყოფებზე ზრუნვის გამო, 11% აიცრებოდა იმიტომ, რომ ასე ურჩევენ მედიკოსები, 6% მთავრობის რეკომენდაციის გამო, 18% სხვა მიზეზებით.

იმ რუსებიდან, რომლებსაც არ უნდათ აიცრან – 36.8% უფრთხის ვაქცინირების გვერდით ეფექტებს, 29.6% არ მიიჩნევს ვაქცინებს ეფექტიანად, 21%.4 საუბრობს „შეთქმულების თეორიაზე“ (აქ იგულისხმება ვირუსის არსებობის უარყოფა, მისი ხელოვნურად ისე შექმნა, რომ ვაქცინით მისი დამარცხება ვერ მოხერხდეს, ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრების სურვილი, ცნობიერების გაკონტროლების სურვილი და საფრთხე ჩინეთის მხრიდან და ა.შ). 13.9%-ს ეშინია, რომ აცრის შემთხვევაში – კორონავირუსით დაავადდება, 10.2%-ს აქვს ალერგია ვაქცინების მიმართ, 6.4% თვლის, რომ  კორონავირუსი არც ისე საშიშია, როგორც ამტკიცებენ, 5.4%-ს არ სჯერა, რომ სერიოზულად დაავადდება, 3.7%-ს არ უყვარს ნემსის გაკეთება, 15%-ს არა აქვს საამისო დრო, 5.1% მიუღებლობის სხვა მიზეზებს ასახელებს.

ვაქცინაციის შესახებ ყველაზე სარწმუნო საინფორმაციო წყაროდ  მიიჩნევენ: მედიკოსებს( 36%), გაზეთებს, რადიოს, ინტერნეტ-ფორუმებს (4.9%) ცნობილ ადამიანებს, რელიგიურ ლიდერებს, სახალხო მკურნალებს ( 2.2%),  ხოლო 16.6%-ს სჯერა სხვა წყაროების.

By admin