Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

FOX NEWS აშშ

ედმუნდ დემარჩი

 

 

     რუსეთის საელჩო აშშ-ში, ორშაბათ დილას გამოვიდა ღია გაფრთხილებით ვაშინგტონის მიმართ – არ განათავსოს  ევროპაში ჰიპერბგერითი რაკეტები

ტვიტი იწყება წითელი ძახილის ნიშნით და იტყობინება: „ნებისმიერი ჰიპერბგერითი რაკეტის განთავსება ევროპაში, იქცევა დესტაბილიზაციის წყაროდ. მისი ფრენის სისწრაფე არ ტოვებს დროს გადაწყვეტილების მიღებისთვის და ზრდის გაუთვალისწინებელი კონფლიქტის ალბათობას“.

აშშ-მ, როგორც იტყობინებიან, თავისი ყურადღება რელსოტრონიდან ჰიპერბგერით ტექნოლოგიებზე გადაიტანა.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ ქირბიმ ორშაბათს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მას რეპორტიორმა ჰკითხა რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტის „ცირკონის“ წარმატებული გამოცდის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადრე ამტკიცებდა, რომ ამ იარაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება.

სამხედრო კონფლიქტში უპირატესობას ფლობს ქვეყანა, რომელსაც პირველი მიაქვს გადამწყვეტი იერიში და თუ აშშ-ს აქვს მსოფლიოში უძლიერესი წყალქვეშა ფლოტი (ასე ითვლება), რუსეთმა წარმატებას მიაღწია ჰიპერბგერით ტექნოლოგიებში, მით უფრო,  ამ რაკეტების პროექტირებაში გათვალისწინებულია ბირთვული პოტენციალი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით პრეზიდენტ პუტინის განცხადების შესახებ – თქვა ქირბიმ –  არ შევუდგები დეტალების განხილვასა და განცხადების ანალიზს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ რუსეთის ჰიპერბგერით რაკეტებს აქვს დესტაბილიზაციის პოტენციალი და წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან ისინი გათვლილია ბირთვულ ქობინებზე“.

ქირბიმ განაცხადა, რომ აშშ „მჭიდროდ თანამშრომლობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან – ნატოს ჩათვლით, რათა აღიკვეთოს მადესტაბილიზებელი საქმიანობა“.

რუსეთის ელექტრონულ წერილზე – პენტაგონმა პასუხი არ გასცა.

როგორც „ალ ჯაზირა“ იტყობინებოდა, რაკეტა „ცირკონი“ გაუშვეს თეთრ ზღვაში სამხედრო ხომალდიდან. რუსეთი ამტკიცებს, რომ რაკეტამ ბგერის სიჩქარეზე 7-ჯერ სწრაფად იფრინა და მიზანი 350 კილომეტრზე დააზიანა.

By admin