THE NATIONAL INTEREST აშშ
ჯეიკობ ჰეილბრუნი – გამოცემის რედაქტორი
იმის ნაცვლად, რომ ძალაუფლება დაეკარგა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენიი იაცენიუკის მოსაზრებით, პუტინი „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაძლიერდა“
აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა 100 000 ჯარისკაცს, რასაც მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაცია და ათასი ჭორ-მართალი პუტინის ზრახვების შესახებ, რაც საბოლოოდ დასრულდა მეომრების ნაწილის გაყვანით. ამის შემდეგ, ივნისში, ბრიტანულ ნაღმოსანთან დაკავშირებული კონფრონტაციის დროს, როცა ხომალდი ყირიმის 12 მილიან ტერიტორიულ ზონაში შევიდა, რუსეთი დაიმუქრა, რომ მომავალში ამგვარი გემები დაიბომბებოდა. ახლა, ვრცელ ესსეში, რომელიც რუსეთის სამთავრობო საიტზე ორშაბათს გამოქვეყნდა (მოახლოებული სახელმწიფო დუმის არჩევნების ფონზე), პუტინმა მკაფიოდ გაგვაცნო საკუთარი მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შესახებ. წინა თხზულების მსგავსად, პუტინი იკვლევს რუსეთის ისტორიის თავისებურებებს და წარმოგვიდგენს იმას, რაც უკრაინის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებად უნდა შეფასდეს. მარტივად რომ ვთქვათ, გაყოყოჩებული პუტინი, როგორც ჩანს, იწყებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალ ეტაპს. ესსეში პუტინი უკუაგდებს იდეას, რომ უკრაინა და რუსეთი განსხვავებული ბედისწერის ქვეყნებია. ის დაასკვნის, რომ არაფერი შეიძლება იყოს ამ ჭეშმარიტებაზე ამაღლებული: „მწამს, რომ უკრაინის ნამდვილი სუვერენიტეტი, შესაძლებელია მხოლოს რუსეთთან პარტნიორობით“- წერს პუტინი. „ჩვენი სულიერი, ადამიანური და ცივილიზაციური კავშირები ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში და მისი ფესვები ამოზრდილია ერთი და იგივე წყაროდან. ის იწრთობოდა საერთო გამოცდილებით, მიღწევებითა და გამარჯვებებით“. პუტინი უღრმავდება სიტყვა „უკრაინელის“ ეტიმოლოგიასაც და საკუთარი ლინგვისტური მიგნებების საფუძველზე დაასკვნის: „ის, თავიდან აღნიშნავდა ხალხს, რომელიც იცავდა ჩვენს საზღვრებს“. მოგვიანებით, ნაციონალურ ტელევიზიით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ესსეს გამოქვეყნება აიძულა დასავლეთის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა: „როგორც ჩანს, დაიწყო აქტიური მუშაობა პროექტზე „ანტირუსეთი“ – ამბობს ის – და ეს ჩვენ გარკვეულ შეშფოთებას იწვევს“.
მართლა განიხილავს პუტინი დონბასის ანექსიასა და უკრაინაში ხელახლა შეჭრას? თუ უბრალოდ კუნთებს ათამაშებს სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ? წარსული – ეს მხოლოდ პროლოგია. უკრაინის მიმართულებით ფსონის გაზრდა, შეესაბამება მის მიდგომებს საგარეო პოლიტიკაში, სადაც მან ყველაზე დიდი წარმატებებს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ყანყალებს, პუტინმა მოახერხა მოსკოვის წონა საზღვარგარეთ გაზრდილიყო. მან გვამცნო ზესახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება, როცა 2008 წელს დაანგრია საქართველო, როცა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია… პუტინი ასევე დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში და გააძლიერა თავისი გავლენა სირიასა და ირანში.
თუმცა უკრაინაში ომი გაურკვევლობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ნაბიჯის ნაკლებდამაჯერებლობა მიანიშნებს, რომ პუტინი გაზრდის წნეხს უკრაინაზე, მაშინვე, როცა მოეპრიანება, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ უკრაინის კამპანია ჭაობად ექცა, რაკი ის არ დასრულდა მკაფიოდ გამოხატული რუსული პირობებით.
ესსე არის შემთხვევა, როცა უკრაინელები არ უარყოფენ პუტინის განცხადებას. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელესკი შეეცადა დაემცრო მისი მნიშვნელობა, როცა თქვა: „ სასიამოვნოა, როცა ადამიანმა იცის უკრაინული“.
თუმცა არსენიი იაცენიუკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფონდის“ ღია უკრაინა“ დამფუძნებელი, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი შეფასებების მომხრეა. იაცენიუკმა, რომელიც ახლა ვაშინგტონს სტუმრობს და ატლანტიკურ საბჭოში გამოდიოდა, მითხრა, რომ პუტინი „გაძლიერდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“. იაცენიუკი უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეა და მისი აზრით, პუტინს არსენალში აქვს რადენიმე ვარიანტი, როგორც რბილი, ისე მკაცრი. ის შეეეცდება უკრაინა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. „ პუტინის მისია – თქვა მან – რუსეთის იმპერიის აღდგენაა“.
აქამდე პუტინი არ იყო მოთამაშე, ის იყო შორსმჭვრეტელი ტაქტიკოსი, რომელიც ახერხებდა მიეთვისებინა რაიმე უცხოეთში, როგორადაც და სადაც ხელი მიუწვდებოდა. მაგრამ ახლა მისი პოზიცია მკაცრდება. დღეს მასში დასავლეთთან კომპრომისის სურვილი ისეთივე დაბალ ნიშნულზეა, როგორც წყლის დონე ჰუვერის კაშხალზე. პუტინი სავარაუდოდ გზაგასაყარზე დგას. თუ ის იმ რეცეპტების შესაბამისად იმოქმედებს, რაც თავის ესსეში წარმოგვიდგინა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობა – კიდევ უფრო საშიშ და ავისმომასწავებელ დაპირისპირებად გადაიქცევა.