Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE NATIONAL INTEREST აშშ

პიტერ სუჩიუ

 

 

 მოსკოვმა უკმაყოფილება გამოთქვა შავ ზღვაში ნატოს კიდევ ერთი (რიგით მეოთხე) ხომალდის გამოჩენის გამო – ყველაფერი ეს, კი სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში ხდება. მართალია, ნატოს გემები დიდი ხანია ამ რეგიონში გამოჩნდა, მაგრამ მოსკოვმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თვალს მიადევნებს მათ გადაადგილებას, თუნდაც ნეიტრალურ წყლებში. დააკვირდით მოვლენათა განვითარებას: ორიოდე კვირის წინ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ბრიტანეთის დედოფლის ფლოტის ნაღმოსან defender-ს. ყოველივე ეს იმიტომ, რომ ხომალდმა, უკრაინის პორტში (ოდესა) შესვლის შემდგომ, გაცურა რუსეთის კონტროლქვეშ მოქცეული ყირიმის ახლოს

რამდენიმე დღის შემდეგ, რუსულმა გამანადგურებლებმა Су 30-ებმა და ბომბდამშენებმა Су-34-ებმა „შეტევის იმიტაცია“ მოახდინეს ჰოლანდიურ ფრეგატზე – „ევერსტენი“. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის მცდელობები „მრავალჯერადი პროვოკაციების მოწყობისა“ ყირიმის ახლოს მყოფი ხომალდების წინააღმდეგ, არის „საშიში“, „აგრესიული“ და „ უპასუხისმგებლო“.

და აი, ახალი პრეტენზია: გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის ნაციონალური მართვის ცენტრი (ის შედის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში) იტყობინებოდა, რომ აკვირდებოდა იტალიური ფრეგატის – „ვირჯინიო ფაზანი“-ს გადაადგილებას, რომელიც შავ ზღვაში ოთხშაბათს შევიდა. იტალიის თავდაცვის უწყებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ხომალდი ირიცხება ნატოს შემადგენლობაში და შავ ზღვაში ნატოს სწავლების – „სიბრიზის“ ფარგლებში მოხვდა. იტალიელებთან ერთად სწავლებებში 30 ქვეყნის ხომალდები და სამხედროები მონაწილეობენ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა ამ სწავლებას, შავ ზღვაში საკუთარი მანევრებით უპასუხა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ მიმართავს რუსეთი ასეთ ტაქტიკას: ამხილოს და „დაამუნათოს“ ცალკეული ხომალდები და არა მთელი ოპერაცია. ოთხშაბათს იმავე ნაციონალური მართვის ცენტრმა განაცხადა, რომ აკვირდება კიდევ ერთ, ამჯერად ესპანურ საპატრულო ხომალდს, რომელიც შავ ზღვაში შევიდა.

„რუსეთის შავი ზღვის ძალებმა დაიწყეს დაკვირვება ესპანეთის საპატრულო ხომალდზე „რაიო“, რომელიც შავ ზღვაში 2021 წლის 7 ივლისს შევიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ნატოს სწავლებაში – „სიბრიზ-2021“. ის ტარდება ნატოს მრავალეროვნული ძალებისა და ალიანსის პარტნიორების მიერ“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ნაციონალურმა ცენტრმა Tacc-ისთვის გაკეთებულ სპეციალურ კომენტარში.

„რაიო“- ეს არის მეორე წამყვანი ხომალდი „მეტეორის“ ტიპის 6 მცურავი საშუალებიდან, ანუ ესპანური ხომალდი არის კორვეტი და განკუთვნილია შორეულ გეოგრაფიულ საზღვაო ზონებში საომარი მოქმედებისთვის. ესპანეთმა ადრე განაცხადა, რომ დაგეგმილი ჰქონდა 10 ასეთი ხომალდის აგება. ექვსი ასეთი გემის შშენებლობა განზრახულია უახლოეს დროში, მათ აგებას  მომავალ წელს დაიწყებენ.

ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ამ ტიპის ხომალდები (სერია P-42) 2011 წლიდან მსახურობს. „რაიო“-ს  ეკიპაჟი შედგება 46 მეზღვაურისგან, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს კიდევ 30 კაცით. ამ ხომალდების მთავარი დანიშნულებაა ესპანეთის გემების ესკორტი და დაცვა შორეულ ადგილებში – დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში. „რაიო“-ს გამოყენება შესაძლებელია ასიმეტრიული კონფლიქტების დროსაც, ასევე საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის  დასაცავად. „მეტეორის“ კლასის ხომალდები გამოიყენება ნარკოვაჭრობისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგაც. მისი საშუალებით ასევე ხდება კრიზისულ სიტუაციებში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება.

ხომალდის მაქსიმალური სიჩქარე – 20 კვანძია, შეიარაღებულია 76 მილიმეტრიანი ქვემეხით, ორი დამხმარე MK-38 ტიპის ნაღმმტყორცნით და „ბრაუნინგის“ ფირმის წყვილი სტაციონარული ტყვიამფრქვევით. ხომალდზე ასევე ირიცხება ვერტმფრენი – Augusta –bell 212.

By admin