Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Washington Post აშშ

მაქს ბუთი 

 

1975 წელს, სამხრეთ ვიეტნამის დამარცხების შემდეგ, ამერიკაში დაიწყო მძაფრი დისკუსიები იმის შესახებ, ვინ წააგო ომი ვიეტნამში. ბევრმა სამხედრომ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა აიტაცა მითი „ზურგში ჩაცემული ლახვრის“ შესახებ –  პოლიტიკოსები და მედია დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ ხელი შეუშალეს შეიარაღებულ ძალებს ჩრდილოეთ ვიეტნამის დამარცხებაში. არაერთი ლიბერალი კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ეს იყო ომი, რომელშიც შეერთებული შტატები არ უნდა ჩაბმულიყო, რადგან მას გამარჯვება არ ეწერა

ავღანეთი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული, მაგრამ თალიბანის სწრაფი წინსვლის კვალად, კამათი იმის შესახებ -„ ვინ წააგო ომი“- უკვე დაწყებულია. რესპუბლიკელები, რომლებმაც დაივიწყეს, რომ სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა, პრეზიდენტ ბაიდენს აბრალებენ „კარსმომდგარ კატასტროფას“. გასულ კვირაში ბაიდენი შეეცადა თავი დაეცვა და ამტკიცებდა, რომ „ მიღწეულია მიზანი – მივწვდომოდით ტერორისტებს, რომლებიც 11 სექტემბერს თავს დაგვესხნენ და სამართალი აღსრულებულიყო უსამა ბინ ლადებზე“. ამას გარდა, მან განაცხადა: „ავღანელი ხალხის საქმეა, რომელ მთავრობას აირჩევს“. გადამდგარი გენერალ- ლეიტენანტი ჰ. რ.  მაკმასთერი, ტრამპის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, განრისხებული ჩაერთო დავაში და ამერიკის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დაადანაშაულა „გულგრილობაში, უიმედო განწყობილებისა და კაპიტულაციის წინაპირობების შექმნაში“. მაშინ, როცა პროგრესისტი წამყვანი არხ  MSNBC-დან – მეჰდი ჰასანი ამტკიცებდა, რომ „თვით შეჭრა – იყო ველურობა, იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების 4 თვითმფრინავში, არცერთი ავღანელი არ იჯდა“.

საკმარისია ითქვას, რომ ბევრია დამნაშავე იმაში, რომ ავღანეთის კამპანია იყო აშშ-ს მეორე დიდი მარცხი ვიეტნამის შემდეგ. ბრალი მედიას ვერ დაედება. თავად მაკმასთერი ოდესღაც წერდა, რომ „ომი ვიეტნამში – არ წაგებულა გაზეთ  New York Times-ის პირველ სტრიქონებზე“. იგივე ითქმის ავღანეთის ომზე. ნეგატიური ახალი ამბები მხოლოდ რეალობას ასახავდა და არ ქმნიდა მას.

სინამდვილეში ბრალი მიუძღვით პოლიტიკოსებსა და გენერლებს, როგორც ამერიკელებს, ისე ავღანელებს. წყება პრეზიდენტებისა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ჯორჯ ბუში მართალი იყო, როცა ავღანეთისკენ აიღო გეზი (სწორედ ამ ქვეყნიდან იღებს სათავეს 11 სექტემბრის დიდი ტერაქტი, იმისდა მიუხედავად, იყვნენ თუ არა თვითმფრინავებში ავღანელები), მაგრამ ის შეცდა, როცა ომი ერაყისკენ შეატრიალა. ბარაკ ობამამ ისე ზანტად განახორციელა ძალთა გაძლიერების ოპერაცია, თანაც შეზღუდულ დროში, რომ თალიბანმა დრო მოიგო. ტრამპმა თალიბებთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც თალიბებს არაფერს ავალდებულებდა  აშშ-ს ქვეყნიდან გასვლის სანაცვლოდ. ბაიდენმა მკაცრი გაფრთხილების მაგივრად, რომ თალიბებს არ ჰქონდათ შეწყვეტილი კავშირი „ ალ ქაიდასთან“, განაგრძო ჯარების გამოყვანა, არადა, აშკარა იყო, რომ ავღანეთი კვლავ გადაიქცეოდა ტერორისტების თავშესაფრად.

ამერიკელი სამხედროები ვერ აიცილებენ ბრალს ამ ფიასკოში. როგორც The Washington Post– ის „ავღანურ დოსიეში“არის აღნიშნული, „აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ვერ მოახერხეს  ეფექტიანი ავღანური არმიისა და პოლიციის შექმნა“ და არ თქვეს, რა ცუდად მიდიოდა საქმე ომში. ეს უფრო თავის მოტყუება იყო, ვიდრე გაცნობიერებული ტყუილი. საკუთარი ყალბი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით, ამერიკელი სამხედროები ბუნებით არიან მიდრეკილნი წინა პლანზე „პროგრესის“ მტკიცებულებები წამოსწიონ, როგორ ქიმერულადაც არ უნდა მოჩანდეს ისინი –  იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილონ სიღრმისეულ პრობლემებზე.

როგორი არაეფექტიანიც არ უნდა ყოფილიყვნენ ამერიკელი სამხედროები, მათი ავღანელი კოლეგები კიდევ უარესი გამოდგნენ. მიზეზები იმისა, რომ ავღანური არმიის დიდი ნაწილი მარცხდება მტერთან ბრძოლაში – ისე როგორც ერაყის არმია 2014 წელს – არის უვარგისი ხელმძღვანელობა და ყოვლისმომცველი კორუფცია. როგორც New York Times-ს ავღანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა უთხრა: „ცუდმა მმართველობამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე“. ახლა, როცა მტერი ფაქტიურად კარსმომდგარია, ავღანური ელიტა აგრძელებს ურთიერთქიშპს და არ ერთიანდება ერის გადასარჩენად.

ავღანეთის პოლიტიკური კლასის უმწეობისა და კორუმპირებულობის გათვალისწინებით, დიდია ცდუნება , რომ უბრალოდ – ხელი დაიბანო, რასაც ახლა აკეთებს ბაიდენი, როცა აცხადებს, რომ ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ, ახლა ჯერი ავღანელებზეაო. ამ არგუმენტს აქვს ლოგიკა, მაგრამ ავღანეთში აშშ თავად იმხილება არასწორ მმართველობაში – ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა სამხრეთ ვიეტნამში.

20 წლის განმავლობაში ჩვენ ვფლანგეთ ურიცხვი მილიარდი დოლარი ავღანეთში და დავდეთ საეჭვო გარიგებები კორუმპირებულ სამხედრო მეთაურებთან. ამ პროცესში გავაფართოვეთ შესაძლებლობები გამოუსწორებელი თაღლითებისთვის, ვაიძულეთ ავღანელი სამხედროები მთლიანად მინდობოდნენ ჩვენს მხარდაჭერას.

აშშ-ს ავიაციის გაყვანა ამ ქვეყნიდან იყო გამანადგურებელი დარტყმა, არა მარტო სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ასევე გაგვყავს სამოქალაქო კონტრაქტორი ფირმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ავღანური ავიაციის ბრძოლისუნარიანობას. „ჩვენ გამოვდივართ ისე, რომ „არ ვუტოვებთ ავღანელ ხალხს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს, როგორ მართოს ქვეყანა“ – თქვა ბაიდენმა. ჩვენ ვაძლევთ ბარბაროს ბოევიკებს შანსს, გაანადგურონ მცირერიცხოვანი ნორმალური ავღანელები.

მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ამდენი ჩავდეთ ავღანეთში, ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პასუხისმგებლობა მათ მომავალზე. 1975 წელს, აშშ-ს არმიის პოლკოვნიკმა ჩრდილოეთ ვიეტნამელ პოლკოვნიკს უთხრა ცნობილი ფრაზა:“ იცით, თქვენ არ გიჯობნიათ ჩვენთვის ბრძოლის ველზე“. მოწინააღმდეგემ უპასუხა: „ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახალ ამას რა მნიშვნელობა აქვს“.

მართლაც, ბოევიკები იმარჯვებენ არა ბრძოლაში, არამედ ახერხებენ მოინელონ უფრო ძლიერი მტერი. თალიბანი სწორედ ასე იქცევა. მას ჯერ არ დაუმარცხებია ქაბულის მთავრობა, მაგრამ დაამარცხა ხელისუფლება ვაშინგტონში. ახლა იწყება ურთიერთბრალდებები და თითის გაშვერა. თუ ვიეტნამს თვალსაჩინოებად გავიხდით, მაშინ ცხადი ხდება, რომ „კუდიანებზე ნადირობა“ ავღანეთში მარცხის გამო, კიდევ ათწლეულების განმავლობაში შეარყევს ამერიკის პოლიტიკას.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published.

You missed