Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

DAILY MAIL დიდი ბრიტანეთი

ქრეიგ ჰოუპი

 

მატჩში ანგარიში უკრაინის ნაკრების ნახევარმცველმა ალეკსანდრ ზინჩენკომ გახსნა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხეში გაგზავნა.

შესვენებამდე ანგარიში, შვედმა ემილ ფორსბერგმა, საჯარიმოს გარედან დარტყმით გაათანაბრა, ბურთი მცველიდან რიკოშეტით – კარში აღმოჩნდა. 98-ე წუთზე შვედეთის ნაკრების მცველმა მარკუს დანიელსონმა გაშლილი ფეხი არტიომ ბესედინს პირდაპირ მუხლში ჩასცხო – მატჩის მთავარმა არბიტრმა, ჩანაწერის ნახვის შემდეგ, მას წითელი ბარათი ამოუღო. გამარჯვების გოლი 121-ე წუთზე – თავით არტიომ დოვბიკმა გაიტანა და ამით ანდრეი შევჩენკოს გუნდის მეოთხედფინალში გასვლა უზრუნველყო.

შესარჩევ ეტაპზე, უკრაინა მთლად რიგიანად ვერ გამოიყურებოდა. ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის ნაკრები მერვედფინალში მოხვდა. ამის საპირისპიროდ, შვედეთი ამ მატჩამდე წარმატებულად ასპარეზობდა. როგორც 24 საათით ადრე შვეიცარიამ დაგვარწმუნა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს სძლია, მან, ვინც გაჭირვებით მიიკვლევს გზას, შესაძლოა დიდი ხმაური და სენსაცია გამოიწვიოს.

მატჩის შედეგზე, შესაძლოა გავლენა მოახდინა დამატებითმა დრომ და თამაშის გვიან დაწყებამ.  ასეა თუ ისე, უკრაინის ნაკრები შაბათს, რომში – ინგლისისი ნაკრებს შეხვდება.

 

By admin