Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE TIMES დიდი ბრიტანეთი

როჯერ ბოიესი

 

 

შავი ზღვის ბობოქარი წყლების  პოტენციურ ბრძოლის ველად გადაქცევით, რუსეთმა დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის ყოველგვარი იმედი გააქარწყლა. როცა რუსული ხომალდი გამაფრთხილებელ გასროლას ახდენს ბრიტანული ნაღმოსნის წინა ნაწილთან, ხოლო მძლავრი სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ბომბებს ყრის გემის მოძრაობის კურსზე, თქვენ ხვდებით, რომ პრეზიდენტი პუტინი – ისევ ცდილობს ნატოსთან ურთიერთობის დაძაბვას

 

ეს ინციდენტი, მისი აგრესიული გამოვლინებით, ბოლო პერიოდისთვის უპრეცედენტოა. გასულ წელს, ბრიტანეთმა განგაშზე ააფრინა „ტაიფუნები“, როცა რუსეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Ту-95МС-ებმა გადაიფრინეს შოტლანდიის კუნძულების ჩრდილოეთით. ბრიტანეთ ი ახდენს რუსული სამხედრო ხომალდების გაცილებას, როცა ისინი ლა-მანშის გავლით, ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიემერთება. მაგრამ ინციდენტი შავ ზღვაში, რომელიც ამერიკა- რუსეთის სამიტის დასრულებისთანავე მოხდა (სადაც უნდა გარკვეულიყო წითელი ხაზები  ორი ქვეყნის ურთიერთობაში), მოასწავებს მზადყოფნას – დიპლომატია წარიმართოს ძალის პოზიციიდან.

ეს დასტურდება ყალბი ინფორმაციის ხმაურიანი გავრცელებითაც – რუსული სოციალური ქსელები გზავნიდნენ GPS-ის ცრუ სიგნალებს, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა ნაღმოსანი „დეფენდერი“ და ნიდერლანდების ფრეგატი მიცურავდნენ პირდაპირ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინისაკენ. რუსმა დეპუტატებმა მყისვე გამოთქვეს უკმაყოფილება ამ  პროვოკაციის გამო და დიდი ბრიტანეთი „საერთაშორისო ნორმების გაუგონარ დარღვევაში“ ამხილეს. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ატაშე სასწრაფოდ დაიბარეს მოსკოვში ახსნა-განმარტების მისაცემად – რუსეთის ტერიტორიულ წყლებში უნებართვო შესვლისათვის. ესეც ახალი ტიპის ომის ელემენტია რუხ ზონაში: აგრესიული ქმედება ოსტატურად უნდა შეინიღბოს, რათა წარმოჩნდეს , როგორც კანონიერი საპასუხო თავდაცვითი ნაბიჯი.

რუსეთს აქვს შეშფოთების საფუძველი სევასტოპოლის ბაზის გამო, ვინაიდან 2014 წელს,  სწორედ ამ ბაზამ შეასრულა საკვანძო როლი  ყირიმის ანექსიაში. ქვეყნების უმეტესობა, ყირიმს დღემდე მიიჩნევს უკრაინის ნაწილად და შავ ზღვაში შესვლა, ესაა საშუალება ბრიტანეთმა ყველას დაანახოს, რომ ყირიმის საკითხი არ დავიწყებია.

რუსეთმა ფაქტობრივად გააძევა უკრაინის ფლოტი შავი ზღვიდან და დიდი სახსრები ჩადო სევასტოპოლის ბაზაში, ასევე ანტისახომალდო და ანტისაჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში.

რუსეთი ცდილობს მისი პოლიტიკის („კონფლიქტების გაყინვა“) გაფართოებას შავ ზღვასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. არათანაბარი პოზიციები და ძალების შეუსაბამობა რუსეთსა და ნატოს შორის, გამოიხატება იმაში, რომ პუტინს შეუძლია სწრაფად მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია ნებისმიერ პრობლემურ წერტილში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რუსეთზე ორიენტირებული 2 ანკლავი საქართველოში ან ფეთქებადსაშიში ტერიტორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – მთიანი ყარაბაღი.

სეპარატისტების ძალადობრივი მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთში, რომელსაც მსოფლიო  არ იმჩნევს, შეიძლება გააქტიურდეს და გამწვავდეს ნებისმიერ დროს, როცა კი პუტინი მოინდომებს აშშ-სა და მისი მოკავშირეეების ყურადღების მიქცევას. ეს კოზირები დიდი მნგრეველის ხელში – სავაჭროდ გამოიყენება.

ყირიმი – მივიწყებული დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ახლაც წარმოადგენს გეოპოლიტიკური ხაზის  განასერს. ამა წლის გაზაფხულზე, როცა უკრაინის საზღვართან თავმოყრილი იყო 100 000  რუსი სამხედრო, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ექვსივე წყალქვეშა ნავმა დატოვა პორტი. შესაძლოა, ეს იყო კარგად გათვლილი მანევრის ნაწილი, რომლის მიზანიც იყო ძალის დემონსტრირება პუტინისა და ბაიდენის სამიტის წინ ან პრელუდია – უკრაინის წინააღმდეგ სამომავლო აგრესიისა. პუტინის უნარი, მოახდინოს ომის იმიტაცია, ან რეალურად გააჩაღოს იგი ან თავაზიანი დიპლომატიიდან გადავიდეს გამაფრთხილებელ სროლაზე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. რა თქმა უნდა, ეს აიძულებს მეზობლებს თავი იმტვრიონ იმაზე, თუ რა იქნება პუტინის შემდეგი ნაბიჯი.

ახლა რა ზღაპრებიც არ უნდა მოყვნენ ინციდენტზე შავ ზღვაში, სრულიად ნათელია, რომ ნატოს ვალდებულებაა – უზრუნველყოს საზღვაო გზების ღიაობა და უსაფრთხოება. როგორც პუტინმა შეგვახსენა, სწორედ აქ შეიძლება იფეთქოს ომმა.

By admin