Fox news აშშ
ევი ფორდემი
მიცვალებულთა ხსენების დღეს, თავის საკვირაო მიმართვაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები: ,,ახლახან მქონდა ხანგრძლივი ორსაათიანი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ ცი ძინპინთან, მე მას გავაგებინე, რომ არ არის სხვა არჩევანი, გარდა მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისა, რადგან ჩვენ ასეთნი ვართ და სხვაგვარად არ შეგვიძლია – თქვა ბაიდენმა – ორიოდე კვირის შემდეგ, ჟენევაში ვხვდები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მასაც გავაგებინებ, რომ ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ და არ შევეგუებით ამ უფლებების დარღვევას.’’ კვირა დილას ბაიდენი გამოვიდა მიცვალებულთა ხსენების მსახურებაზე დელავერში, სადაც თანაგრძნობა გამოხატა დაღუპული სამხედროების ოჯახების მიმართ და პატივი მიაგო თავისი გარდაცვლილი ვაჟის – ბო ბაიდენის ხსოვნას, რომელიც ერაყის ომში მონაწილეობდა
,,ეს ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ბევრმა თქვენგანმა იცის, რა მძიმეა ეს დღე ჩვენთვის. 6 წლის წინ, ამ დღეს, მე ვაჟიშვილი დავკარგე. მისი დაღუპვიდან ერთი წლის თავზე, 2016 წელს, გენერალმა ფრენკ ვავალამ ჩვენ დიდი პატივი დაგვდო და მიგვიწვია დელავერის ნაციონალური გვარდიის შტაბ-ბინისთვის, ბოს სახელის მინიჭების ცერემონიაზე.’’
,,ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ეს არის მძიმე მოგონებების დღე – გააგრძელა ბაიდენმა – ამიტომ, სიტყვები არ მყოფნის, რათა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი ვაჟიშვილებისა და ქალიშვილების მიმართ, მათი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. ისინი ცოცხლობენ ჩვენს გულებში და მათ შვილებში, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე მათ გარეშე, ვიცი, რა ძნელია ეს თქვენთვის. ბო არ დაღუპულა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს, მაგრამ ის მსახურობდა ერაყში, დელავერის ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში. ეს იყო ყველაზე დიდი დამსახურება მის ცხოვრებაში. ასე რომ, ნება დაგვრთეთ ვიგლოვოთ ის თქვენთან ერთად.’’
დელავერის შტაბის ყოფილი გენერალური პროკურორი ბო ბაიდენი კიბოსგან 2015 წელს დაიღუპა. წარსულში პრეზიდენტი ვარაუდობდა, რომ მისი დაავადება უკავშირდებოდა ტოქსინებს იმ ჭებიდან, რომლებშიც ერაყში ნავთობის ნარჩენებს წვავდნენ. ხსენების დღეს პრეზიდენტი ბაიდენი, მთავარსარდლის რანგში პირველად შეხვდა.
მანამდე მისმა ადმინისტრაციამ უარი თქვა დაესაჯა ჩინეთი, თუკი მისი ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის თეორია დამტკიცდებოდა.
„ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“ – განუცხადა ჟურნალისტებს პრეს-მდივნის მთავარმა თანაშემწემ, კარენ ჟან-პიერმა ოთხშაბათის ბრიფინგზე, როცა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ვირუსი წარმოქმნილიყო ,,დაგეგმილად და არა შემთხვევით.’’
,,ეცდება თუ არა პრეზიდენტი ჩინეთის დასჯას?’’- იკითხა „ფოქს ნიუს“-ის რეპორტიორმა პიტერ დუსიმ.
,,ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ მივიღოთ ამგვარი ზომები – უპასუხა ჟან-პიერმა – წინ გვაქვს 90 დღიანი მოკვლევა, ამის შემდეგ გამოვიტანთ დასკვნებს.’’
ადრე ბაიდენმა სთხოვა სადაზვერვო სამსახურებს – ,,გაეორმაგებინათ ძალისხმევა,’’ რათა ,,მივუახლოვდეთ საბოლოო დასკვნას 90 დღის განმავლობაში.’’