Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Welt  გერმანია

კლემენს ვერგინი

 

 უკრაინელი ჯარისკაცები ყოველ კვირაში იღუპებიან ქვეყნის აღმოსავლეთში. მიუხედავად ამისა, გერმანია უარს ამბობს დაეხმაროს ახალგაზრდა დემოკრატიას, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას ცდილობს. გერმანიის ფედერალური ხელისუფლების  მორალური კომპასი, როგორც ჩანს, გატყდა

,,მწვანეების’’ ლიდერმა რობერტ ჰაბეკმა, უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა უზრუნველყოს, თუნდაც თავდაცვითი იარაღით, რათა უკრაი ნელებს შეეძლოთ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა, ამ თემის განხილვა, მას შემდეგ ბერლინში არ ცხრება.

ახლახან, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინტერვიუში ხელახლა გამოთქვა გერმანული კომპანიებიდან იარაღის შესყიდვის სურვილი, მაგრამ სოციალ-დემოკრატმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა კატეგორიული ,,არა’’ განაცხადა.

ეს – ,,არა’’- განუწყვეტლივ ისმის 2014 წლიდან მოყოლებული, როცა დაიწყო რუსული აგრესია და კიევმა პირველად სთხოვა ბერლინს სამხედრო დახმარება. მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ანექსია და ომი გააჩაღა უკრაინის აღმოსავლეთში, რომელიც აგერ უკვე 7 წელია გრძელდება და ყოველ კვირაში მიაქვს უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე. გერმანია კი კვლავინდებურად უარს ამბობს დაეხმაროს ახალგაზრდა დემოკრატიას, აგრესიული დიქტატურის წინააღმდეგ. რატომ?

გერმანული მიდგომა ნაზავია – ცუდად გაგებული პაციფიზმისა და რუსეთთან პირმოთნეობისა. ეს ადასტურებს, რომ ფედერალური ხელისუფლების საგარეო მორალური კომპასი (ეს განსაკუთრებით ეხება გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მისი სახელგანთქმული კრებულით რუსეთის აპოლოგეტებისა) უკვე დიდ ხანია აღარ მუშაობს.

ბერლინი მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე როდი ეუბნება უარს კიევს. ის ხელს უწყობს ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ს, რომელიც მოსკოვს მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის სჭირდება. მისი საშუალებით, პუტინს მიეცემა უკრაინაზე ენერგეტიკული შანტაჟის ინსტრუმენტი.

,,ნორმანდიული ფორმატის’’ უნაყოფო მოლაპარაკებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზებზე, გერმანია ყოველთვის უკრაინის მხარეზეა. მაგრამ გერმანიის ქმედებები, როგორიცაა ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის მხარდაჭერა და სამხედრო დახმარებაზე უარი, სრულიად საპირისპიროს მეტყველებს. ,,ქმედებათა ენა’’ უფრო მეტყველია. ეჭვგარეშეა, ის გაცილებით მძიმე შედეგებს მოუტანს უკრაინას, ვიდრე ფუჭი სიტყვები.

By admin