Business Insider გერმანია
საინიდ ბეიკერი
საკვანძო მომენტები:
- პუტინმა წამოჭრა ეშლი ბაბიტის საკითხი ამასწინანდელი ინტერვიუს მიმდინარეობისას.
- თაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ პუტინმა დასვა „სამართლიანი კითხვები.“
„ფოქს ნიუს“-ის წამყვანმა თაკერ კარლსონმა განაცხადა რომ, რუსეთის პრეზიდენტმა დასვა სამათლიანი კითხვები დაღუპული ქალბატონის შესახებ, რომელიც პოლიციელმა კაპიტოლიუმზე შტურმის დროს მოკლა
„ენ-ბი-სი ნიუს“-ის ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გადაიცა, პუტინს ჰკითხეს, შეუკვეთა თუ არა მან ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის მკვლელობა, რომელიც გადაურჩა ნერვულ- პარალიტიკური მოქმედების ნივთიერებით მოწამვლას. ნავალნიმ ბრალი დასდო პუტინს იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უშუალოდ უბრძანა მისი მოშორება.
საპასუხოდ პუტინმა გაიხსენა ტრამპის მომხრე ვეტერანი ეშლი ბაბიტი, რომელიც მოკლეს წარმომადგენელთა პალატაში შეღწევის მცდელობისას.
„მე მინდა თქვენ გკითხოთ. თქვენ შეუკვეთეთ ქალბატონის მკვლელობა, რომელიც კონგრესსი შევიდა და რომელსაც პოლიციელმა ესროლა? – იკითხა რუსეთის ლიდერმა.
„იცით თუ არა, რომ თქვენთან 450 კაცი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ისინი კონგრესში შევიდნენ? ისინი კომპიუტერების მოსაპარად ხომ არ შესულან. მათ ჰქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები. 450 კაცი“
კარლსონმა ეს მონაკვეთი სამშაბათს, თავის შოუში აჩვენა და განაცხადა: ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვიმეორებთ მტრების ჩანაწერებს, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოს აკრიტიკებენ, მაგრამ გულწრფელები თუ ვიქნებით, ეს იყო სამართლიანი კითხვები.“
„მართლაც, ვინ მოკლა ეშლი ბაბიტი და რატომ, ვიცით კი ეს? – შემდეგ კარლსონმა დასძინა – რა ხდება, უსახელო ფედერალურ აგენტებს ახლა უკვე შეუძლიათ ესროლონ უიარაღო ქალებს, რომლებიც რეჟიმის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ? ეს დღეს ნორმალურია? არა, ასე არ არის“.
კაპიტოლიუმზე შტურმის 521 მონაწილეს სხვადასხვა ბრალი წაუყენეს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა და კონგრესში უკანონოდ შეჭრა.