Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

DELFI ლიეტუვა

 

            ოთხსაბათს, 16 ივნისს, ბუნდესვერს,  ნატოს მისიის მონაწილე  ჯარისკაცების მიერ ჩადენილი გადაცდომების და ამის  ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო, ლიეტუვადან თავისი მოტოქვეითი შენაერთი სრული შემადგენლობით გაჰყავს. გფრ-ის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამფ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ყველა აუცილებელი საგამოძიებო პროცედურა გერმანიაში ჩატარდება. გამოვლენილი დარღვევები ძირს უთხრის ბუნდესვერისა და გერმანიის რეპუტაციას და დაისჯება მთელი სიმკაცრით – დაწერა მან თავის მინიბლოგში TwItter-ზე

მანამდე, ჟურნალი  Der Spiegel-ი, იტყობინებოდა, რომ ნატოს მისიის შემადგენლობიდან 4 გერმანელი ჯარისკაცი გაიწვიეს – გასართობ საღამოზე ჩადენილი მძიმე დარღვევების გამო. გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ბრალდებით: სექსუალური ძალადობა, რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა და ექსტრემისტული გამოხდომა.

ეს დარღვევები მოხდა საღამოზე, რომელიც  გაიმართა 30 აპრილს ქალაქ რუკლას რაიონში, როცა გერმანელი ჯარისკაცები ისე გაილეშნენ და ყვიროდნენ, რომ სასტუმრო პერსონალს გერმანული სამხედრო პოლიციის გამოძახება მოუწია. საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი სამხედრო პირი შეეცადა მძინარე კოლეგის სექსუალურ შეურაცხყოფას, ხოლო სხვა ჯარისკაცი ყველაფერ ამას ვიდეოზე იღებდა.  ინციდენტის გამოძიებისას, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ფაქტიც გამოვლინდა.

ჯარისკაცების თქმით, კოლეგები ბუნდესვერის მოტოქვეითი შენაერთიდან, გაჰყვიროდნენ ნაცისტურ და ანტისემიტურ სიმღერებს ჰიტლერის დაბადების დღეზე – 20 აპრილს. მოწმეთა დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ ამას ისინი ჩადიოდნენ ფელდფებელის მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, თუმცა ამ უკანასკნელს ეს ამბავი ხელმძღვანელობისთვის არ შეუტყობინებია. ამასთან, მთავარი ეჭვმიტანილები ახორციელებდნენ წნეხს თანამოსამსახურეებზე, რათა მათ არ გაეთქვათ მომხდარი.

გამოძიებით გამოვლინდა შერნაერთიდან 569 ვაზნის დაკარგვის ფაქტიც. თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ბუნდესტაგის მაკონტროლებელ ორგანოებს შეატყობინა.

ლიეტუვის არმიის მეთაურის პრესმდივანმა, კაპიტანმა რუტა მონტვილემ, მანამდე Delfi-ს დაუდასტურა, რომ ეს ინციდენტი მართლაც მოხდა: გამოძიების შესახებ ჩვენ შეგვატყობინეს თავად გერმანელებმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა. ეს ხდება მხოლოდ მათ მიერ. ვნახავთ, ჩვენ რას ვიმოქმედებთ. თუმცა გიდასტურებთ, რომ ფაქტი მართლაც მოხდა. ჯერჯერობით ვაზუსტებთ დეტალებს“- თქვა მონტვილემ. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის შიდა გამოძიებას, აწარმოებს გერმანული მხარე. ჩვენ, არ გვატყობინებენ დეტალებს. ეს  ინფორმაცია  მოიპოვეს და გამოაქვეყნეს გერმანელმა ჟურნალისტებმა. დადასტურდება თუ არა ყოველივე, ამას შიდა მოკვლევა დაადგენს. ლიეტუვის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობენ და ვერც ჩაერთვებიან გამოძიებაში“- თქვა ანუშაუსკასმა. მინისტრმა განაცხადა, რომ „ადრე არაფერი სმენია მსგავსი ინციდენტების შესახებ, თუ არ ჩავთვლით რუსულ მედიას, სადაც არაერთი ფეიქია“- შენიშნა ანუშაუსკასმა.

 

 

By admin