The Washington Times აშშ
დენიელ ტერნერი
გასულ კვირას. ჟენევაში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა სავარაუდოდ, მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს.
მიზეზი ისაა, რომ პუტინი ვერც იოცნებებდა ისეთ საჩუქარზე, როგორიც მას ბაიდენმა მიუძღვნა, როცა გააუქმა სანქციები რუსულ ნავთობსადენ ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის წინააღმდეგ, რითაც გზა გაუხსნა ამ პროექტის დასრულებას. ბაიდენის კაპიტულაცია კრემლის წინაშე ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის საკითხში, იქცა პუტინის გეოპოლიტიკურ გამარჯვებად და აშშ-ს დიდ ნებაყოფილობით საგარეო-პოლიტიკურ შეცდომად. უპირველესად, ეს არის გამაოგნებელი დემონსტრაცია პრეზიდენტის მხრიდან ლიდერის ფუნქციის უქონლობისა. ამას გარდა ბაიდენის გადაწყვეტილება ზიანს აყენებს დასაქმებულებს და ამერიკის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას
ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდის, რადგან ამით რუსეთი იძენს დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას. ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები თავად მოიხსენიებენ ამ გადაწყვეტილებას ცუდ იდეად და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემად. მიუხედავად ამისა, პუტინის ნავთობსადენის მშენებლობა გრძელდება. რატომ? ყველაფერი მარტივი და ნათელია: თეთრი სახლი მსოფლიო არენაზე სისუსტეს ავლენს. აშკარაა, მ ბაიდენის სიმპათია იმ ნავთობსადენების მიმართ, რომლებსაც აშენებს და აფინანსებს მოსკოვი, მკვეთრად კონტრასტულია იმ მტრულ განწყობასთან, რომელსაც ის ავლენს ამერიკული ნავთობსადენების მიმართ.
ამაში რომ დავრწმუნდეთ, შორს წასვლა არ მოგვიწევს. საკმარისია გავიხსენოთ: პირველივე სამუშაო დღეს, ბაიდენმა უკან გაიწვია ნავთობსადენ ,,ქისთოუნ XL’’-ის მშენებლობაზე ნებართვა, რასაც გასულ კვირას, მოჰყვა პროექტის დახურვა და სამუშაო ადგილების გაუქმება. ხელის ერთი გაკვრით, ჯო ბაიდენმა – მყისიერად გაუუქმა სამუშაო 11 000 ადამიანს. ის კი ერთხელაც არ დაფიქრებულა, რა დაჯდებოდა მისი ეს გადაწყვეტილება. ის ხომ საიმისოდ იყო მოწოდებული, დაეკმაყოფილებინა ალექსანდრია ოკასიო- კორტესის და კიდევ ერთი გოგონას, ილჰან ომარის მოთხოვნა – ანუ მემარცხენე რადიკალების, რომლებიც ეკოლოგიის დაცვის მოთხოვნით, გაზსადენების წინააღმდეგ გამოდიან.
ადრე, ბაიდენი თავს მაინც იკატუნებდა, რომ მისთვის სულ ერთი არ იყვნენ მუშები და მათი მაღალანაზღაურებადი, პროფკავშირების მიერ დაცული სამუშაო. ახლა რა უნდა უთხრას ადმინისტრაციამ ხალხს, რომლის სამუშაო ადგილები ბაიდენმა თავის გადაწყვეტილებით გააუქმა? ეძებეთ ახალი სამუშაო.
ნავთობსადენის საკითხში ბაიდენის მემარცხენე რადიკალებისთვის დათმობები, მით უფრო დამაფიქრებელია, რომ მისი საკუთარი ადმინისტრაცია მილსადენებს, საწვავის ტრანსპორტირების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს.
სამწუხაროდ, ,,ქისთოუნის’’ გადადება ერთ-ერთია იმ გასროლებიდან თავისიანების მიმართულებით, რომლებიც მან მოახდინა მისი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ამერიკის ენერგეტიკის, ამერიკელი მუშების და ენერგიაზე ხელმისაწვდომი ფასების წინააღმდეგ.
კლიმატის საკითხებში ბაიდენის რადიკალური დღის წესრიგის რეალური შედეგები, რთული გამოსაცნობი არაა. ამერიკელებმა იციან, რომ დღეს ისინი ავტოგასამართ სადგურებზე იხდიან გაცილებით მეტს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, როცა ქვეყანას პრეზიდენტი ტრამპი მართავდა – ის წარმართავდა აშშ-ს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პოლიტიკას.
ბაიდენი თავისი კურსით, ეკონომიკურ ზიანს აყენებს რიგით ამერიკელებს, ჩვენი მტრები კი დიდი სიხარულით იყენებენ მის შეცდომებს და გაუთვლელ ნაბიჯებს. რუსეთი ავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც წარმოიქმნა ბაიდენის კატასტროფული პოლიტიკის შედეგად და ის ახდენს იმაზე მეტი ნავთობის ექსპორტირებას აშშ-ში, ვიდრე ოდესმე. საინტერესოა ამაზე ფიქრობდნენ ამერიკელები, როცა ისმენდნენ ბაიდენის დაპირებას ,,ნორმალური ცხოვრების აღდგენის’’ შესახებ.
ბაიდენთან დამეგობრებული და მის ამალაში მყოფი პრესა, ბოლო საპრეზიდენტო კამპანიის დროს და უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მელნის ზღვას ღვრიდა ცრუ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ თითქოსდა პრეზიდენტი ტრამპი სისუსტეს იჩენდა რუსეთის მიმართ.
ბაიდენის პოლიტიკა ,,ქისთოუნისა’’ და ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის მიმართ სრულიად საპირისპიროს წარმოაჩენს. სწორედ ბაიდენია მზად, პუტინს მისცეს ყველაფერი, რასაც ეს უკანასკნელი მოისურვებს, ისე, რომ ამერიკამ სანაცვლოდ არაფერი მიიღოს.
ეს სრულიად შეესაბამება კარიერული პოლიტიკოსის სულისკვეთებას, რომელმაც ნახევარსაუკუნოვანი პერიოდი და მთელი ძალისხმევა იმას შეალია, რომ ამერიკის მტრები პირველ ადგილზე დაეყენებინა, ხოლო ამერიკის ინტერესები უკანასკნელზე.