Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Newsweek  აშშ

ევან პალმერი

 

         ჯორდან პიტერსონმა ახსნა ,,უცნაური’’ მიზეზი, რატომ არის მისი სახლის კედლებზე გამოფენილი საბჭოთა ხელოვნების ნიმუშები.

გლენ ბექის შაბათის პოდკასტზე, გახმაურებული წიგნების ავტორს, კანადელ ფსიქოლოგს ჰკითხეს ტორონტოში მდებარე სახლში გამოფენილ  ,,შავ-ბნელი’’ პროპაგანდის შესახებ.

,,მე მქონდა საბჭოთა რეალიზმის, ასე –  250 ნაწარმოები. ახლა ისინი იქ აღარ არის გამოკიდებული, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, სწორედ ასე იყო’’ – განაცხადა პიტერსონმა

ბექი, სკანდალურად ცნობილი „ფოქს ნიუს“-ის ყოფილი წამყვანი, აღიარებს, რომ მას ხიბლავს საბჭოთა ხელოვნება: ,,თუ არ იცი ბნელი, ვერაფრით გაიგებ სინათლეს.’’ ბექმა დასძინა, რომ ზოგიერთი ნაწარმოების მშვენიერება ფერმკრთალდება, რადგან ადამიანები იციკლებიან მისგან მომდინარე სიგნალებზე.

პიტერსონმა განმარტა, რომ ეს არის ,,ერთ-ერთი მიზეზი,’’ თუ რატომ გადაწყვიტა საკუთარი სახლის კედლებზე საბჭოთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.

,,ნაწილობრივ, ეს იმ შოკითაა გამოწვეული, რომ ასეთი რამ საერთოდ იყიდება – ამბობს ის – ბავშვობაში საბჭოური არაფერი გვენახა,  ეს  გამორიცხული იყო.’’

,,ჩემთვის უცნაური და მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ შემეძლო eBay-ზე შემეძინა მარქსის პორტრეტები, ,,მოკლედ, ეს იყო საოცრება.’’

პიტერსონი მოჰყვა, რომ მისმა ქალიშვილმა, როგორღაც, ნახევარ ფასად იყიდა კარლ მარქსის თოჯინა სამეცნიერო სათამაშოების მაღაზიაში და ამ ამბავს ,,კომედია’’ უწოდა.

,,მე შემიძლია ლენინის ან მარქსის პორტრეტი ვიყიდო ისტორიაში ყველაზე საბაზრო პლატფორმაზე, თანაც თითქმის უფასოდ. რატომ უნდა გავუშვა ხელიდან ასეთი შესაძლებლობა’’- ამბობს ის.

პიტერსონმა აღნიშნა, რომ ის დააინტერესა თვით არტეფაქტებმა და სურათების ,,მაღალმა ხარისხმა.’’

,,სახლი ლამის ჭერამდე იყო სავსე სურათებით, ყოველი კვადრატული დუიმი. ამასთან ისინი რთული ტექნიკით არის შესრულებული და ტილოზე ყოველთვის აღბეჭდილია ხელოვნებასა და პროპაგანდას შორის ჭიდილი.’’

,,ეს იყო ნამდვილად მიმზიდველი, თანაც, რაც უფრო ვშორდებოდით საბჭოთა კავშირს, მით მეტად იმარჯვებდა ხელოვნება.’’

თავის დიდ საბჭოთა კოლექციაზე პიტერსონი პირველად არ საუბრობს.

2018 წელს, H3-ის პოდკასტში, ის ჰყვებოდა, რომ ერთხელ შეიძინა აბრეშუმის დროშა, რომელიც ერთ-ერთ ქარხანას გადაეცა სოცშეჯიბრში გამარჯვებისთვის.

აღნიშნავს, რა ირონიით, რომ ამგვარი ნივთები იყიდება eBay-ზე, რომელსაც ის მიიჩნევს ყველაზე კაპიტალისტურ დაწესებულებად მსოფლიოში. პიტერსონი აღიარებს, რომ ,,შეპყრობილია ტოტალიტარიზმით და ადამიანში ბოროტების ქმნის უნარით’’ და სურათები მას ,,საშუალებას არ აძლევს დაავიწყოს ამის შესახებ, ისინი ახსენებს, რომ ეს მართლაც მოხდა.’’

პიტერსონის კოლექცია ნახსენებია მისი წიგნის ,,ცხოვრების 12 წესი: ქაოსისგან დაცვის წამალი’’ წინასიტყვაობაში, რომელიც  ფსიქიატრ ნორმან დოიჯს ეკუთვნის.

პიტერსონის სახლზე დოიჯმა დაწერა, რომ ,,ცხოვრებაში არ უნახავს საშუალო კლასის ასეთი მომნუსხველი და ეპატაჟური საცხოვრისი.’’

,,იქ იყო სურათები და სტატუები, კვეთილი ნიღბები და აბსტრაქტული პორტრეტები, მაგრამ ყველაფერს ჩრდილავდა ლენინის და პირველი კომუნისტების პორტრეტთა გიგანტური კოლექცია სოცრეალიზმის ჟანრში, თანაც ეს იყო საბჭოთა ორიგინალები – წერდა დოიჯი – სურათები, რომლებიც ხოტბას ასხამდა საბჭოთა რევოლუციურ სულს, ეკიდა ყველა კედელზე, ჭერზე და ტუალეტშიც კი.’’

,,და ეს  იმიტომ კი არა, რომ ჯორჯს აქვს ტოტალიტარული სიმპათიები, არამედ იმიტომ, რომ სურს ახსოვდეს ის, რაც სხვებმა დაივიწყეს: უტოპიამ ასობით მილიონი ადამიანი შეიწირა.’’

By admin