Обозреватель უკრაინა
ვიქტორ კასპრუკი
ახლახან ლიტვის პრეზიდენტმა ვიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირის არსენალში არსებობს რუსეთზე წნეხის გამოუყენებელი საშუალებები. პუტინის რუსეთს ბევრი სუსტი წერტილი აქვს, მაგრამ მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. პუტინი ხომ ისე იქცევა, თითქოს მას არა აქვს ჩავარდნები და მოუწყვლადია. სწორედ ეს არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი
ცხადია, რომ პრეზიდენტი ვიტანას ნაუსედა, რომლის ქვეყანაშიც კარგად ახსოვთ რუსული ოკუპაციის ტრაგიკული შედეგები, სავსებით რეალისტურად აფასებს გაერთიანებული ევროპისთვის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეს.
ეჭვგარეშეა, რომ ვიდრე კრემლს პუტინი მართავს, რუსეთი არ დაიცავს დემოკრატიულ ნორმებს. მეტიც, სამოქალაქო საზოგადოების სუსტი მარცვლებიც კი უკვე სრულად ლიკვიდირებულია და პუტინის რეჟიმი არ აპირებს შეჩერებას.
რუსეთმა იცის, როგორ გამოიყენოს ოპონენტების სუსტი წერტილები. ხშირად ის უგუნურად მოქმედებს და ახდენს მორიგი მგრძნობიარე პასუხის პროვოცირებას. აქ საუბარი მხოლოდ ენერგეტიკულ ემბარგოსა და SWIFT- იდან ბლოკირებას არ ეხება.
ახლანდელი რუსეთი – ეს ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყანაა, რაც მოსკოვის აქილევსის ქუსლია. რუსეთის ფედერაციას სჭირდება მაღალტექნოლოგიური საქონელი, რომლის წარმოებაც მას არ შეუძლია.
პირველ რიგში, ესაა მაღალტექნოლოგიური მარაგნაწილები კომპიუტერებისა და კოსმოსური აღჭურვილობისთვის და ელექტროწარმოების ნაკეთობები. ასევე თანამედროვე აღჭურვილობა ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
მოძველებული კომპიუტერებითა და წარღვნამდელი აღჭურვილობით რუსეთი ტექნოლოგიურად ვერ განვითარდება. იმავდროულად, უუნარობას – მოახდინოს ელექტრონული ტექნიკის მოდერნიზაცია, თან ახლავს მატერიალური წარმოების ტექნოლოგიური ბაზის განუახლებლობა.
ელექტრონული წარმოება, ისე როგორც მანქანათმშენებლობის სექტორი, დღეს ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ფაქტორია. ეს ასევე ქვეყნის ეკონომიკის, მისი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინსტრუმენტია, რამაც უნდა უზრუნველყოს მრეწველობის სხვა დარგების განვითარება, აქ კი კრემლი დიდ პრობლემებს აწყდება.
ამდენად, თუ აშშ და ევროპა შეწყვეტენ რუსეთთან ელექტროსაქონლით და მექანიკური ჰაი ტეკით ვაჭრობას, ეს მოსკოვს იმაზე მეტ დარტყმას მიაყენებს, ვიდრე SWIFT-დან გათიშვა. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა სავაჭრო ემბარგოს გარეშეც არ არის კონკურენტუნარიანი და მისი დაწესების შემთხვევაში, მსოფლიო ბაზარზე რუსეთის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი, არც კი ღირს.
რა თქმა უნდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ ეთანხმება ისეთ პრინციპულ პოზიციას რუსეთის მიმართ, როგორც ამას ლიეტუვა იჩენს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის მორიგი გამწვავების შემთხვევაში, ევროპას შეუძლია მოსკოვზე წნეხისთვის ასეთი რადიკალური ნაბიჯების გამოყენება.
თუმცა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია ან უნგრეთი, შესაძლოა იტალია და ავსტრიაც, შეეცდებიან ევროკავშირს ხელი ააღებინონ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე და ისინი კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა შანსი უნდა მისცეს რუსეთს, ახსნას თავისი საქციელი.
რუსული გეოპოლიტიკური თვითნებობის შეზღუდვისთვის ევროპელებს მართებთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ესაა პუტინის უახლესი გარემოცვის – ოლიგარქებისა და რუსეთის ნომენკლატურის უმაღლესი პირების ფინანსური აქტივებისა და უძრავი ქონების დაყადაღება დასავლეთში, სანქციების გამკაცრება მათი და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
წნეხის ერთ-ერთი ქმედითი მეთოდი შეიძლება იყოს პუტინის მჭიდიდან უმაღლესი და საშუალო რგოლების ჩინოვნიკებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ევროკავშირში შესასვლელი ვიზების შეჩერება. ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების საქმიანობის აკრძალვა.
რუსეთის ფედერაციას სტაბილურობის დაბალი ინდექსი აქვს. სანქციები რუსეთის მიმართ, არა მარტო რუსეთის ეკონომიკას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. რუსეთის ეკონომიკის შერყევით, იზღუდება რუსეთის არმიის მოდერნიზაციიას შესაძლებლობაც. ეს ნიშნავს, რომ პუტინი ვეღარ გადაისვრის საკმარის რესურსებს საომარი მოქმედებებისთვის უკრაინაში, სირიაში და კიდევ სადმე. ასევე დაკარგავს სახსრებს, რათა დააფინანსოს მორიგი ავანტურები არმიის მონაწილეობით და მოახდინოს ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტების პროვოცირება.
ახლა, სანქციება აქვს კიდევ ერთი მნიშვნელობა, მათ უნდა განკურნოს რუსეთი ილუზიისგან, რომ ჯერ კიდევ აქვს ზესახელმწიფოდ ქცევის შანსი. რუსული ელიტების გეოპოლიტიკური გაუნათლებლიბა იქცა იმის მიზეზად, რომ კრემლში გადაწყვიტეს: მთელი მსოფლიოს პოლიტიკა ტრიალებს მოსკოვის ირგვლივ და სწორედ ის არის მსოფლიოს დედაქალაქი.
ამთავითვე ცხადია, რომ მოსკოვი უკან დაიხევს მხოლოდ მზარდი საერთაშორისო წნეხის პირობებში, რომლის სიმძიმესაც ის ვერ გაუძლებს. თუ პუტინი ხელს არ აიღებს საკუთარ ზრახვებზე უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს მორიგი სანქციები, რითაც რუსეთს ჩაეკეტება საგარეო ვაჭრობა.
საჭიროა მზადყოფნა საიმისოდ, რომ კრემლმა შესაძლოა მოახდინოს უცხოური კაპიტალის კონფისკაცია რუსეთის ფედერაციაში. ამდენად, ევროპამ დღესვე უნდა დაიჭიროს თადარიგი, რომ მოუწევს დასავლურ ბანკებში რუსეთის ფინანსური წილებისა და უძრავი ქონების დაყადაღება.
ამასთან, სანქციებმა არ უნდა დატოვოს მცირე ღრიჭოც კი პუტინის რეჟიმის ხელიდან დასხლტომისთვის. პარალელურად ხელი უნდა შეეწყოს დასავლური ქვეყნების ეკონომიკებს, რათა მინიმუმამდე დავიდეს რუსეთთან ფინანსური და სამეურნეო კავშირების გაწყვეტით მიღებული ზიანი.
დღეს პუტინის რეჟიმი დგას რუსების სხვებზე ,,აღმატებულობის’’ მანიაკალურ იდეაზე, რადგან მათთვის აუცილებელია რუსეთის ,,სიდიადით’’ ტკბობა. პუტინი ამ იმპერიული ამბიციით აკმაყოფილებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მასობრივ ფსიქოლოგიაში არსებულ წყურვილს – მათი ,,განსაკუთრებულობის’’ შესახებ.
პუტინი თვლის, რომ ევროპაში გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებული ფულით, გადაჭრის ყველა პრობლემას და აღკვეთს ყველა საფრთხეს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია.
როცა ფული გათავდება, დაიწყება გარდაუვალი დეზინტეგრაციის პრობლემები თანამედროვე რუსეთის რეგიონებში, მაშინ მოსკოვი ვეღარ აღმოაჩენს ჩეჩნეთის, თათრეთის, ბაშკირეთის, ინგუშეთის, ბურიატიის, იაკუტიის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სურვილს, იცხოვროს რუსეთის ფედერაციაში.
რადგან ეს ხალხები და ეთნიკური ერთეულები ძალზედ განსხვავდებიან საიმისოდ, რომ კრემლის თაოსნობით მოიძიონ რაღაც საერთო თანაცხოვრებისათვის.
რუსეთის დაშლა სხვადასხვა ნაციონალურ ტერიტორიულ წარმონაქმნებად გარდაუვალია, საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის და როგორ მოხდება ეს.