ЦЕНЗОР НЕТ
იური ბუტუსოვი
მათგან – 11.4-დან – 6 მილიონამდე – არის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე სამხედრო მოსამსახურე, გაუფორმებელი მოხალისე და მობილიზებული, პარტიზანი.
საჭიროა გაირკვეს ციფრებში ასახული გამარჯვების საფასური, რის შესახებაც კამათი არ წყდება:
- 1946 წელს – გენმდივანმა სტალინმა განაცხადა, რომ ომში დაიღუპა 7 მილიონი საბჭოთა მოქალაქე. 1965 წელს, გენმდივანმა ბრეჟნევმა თქვა, რომ დაიღუპა 20 მილიონი საბჭოთა მოქალაქე, თუმცა ბოლშევიკები ზუსტ აღრიცხვას არ აწარმოებდნენ.
- დაახლოებით 27 მილიონი დაღუპული – ეს ციფრი გამოაქვეყნა საბჭოთა გენმდივანმა მ. გორბაჩოვმა 1990 წლის 8 მაისს. აღრიცხვა მოახდინა სსრკ-ს გოსკომსტატმა საბჭოთა კავშირის დანაკარგის შემსწავლელი კომპლექსური კომისიის სახით.
- 1993 წელს, გენერალმა კრივოშეევმა, წიგნში ,,საიდუმლოების გრიფი მოხსნილია“, გამოაქვეყნა ციფრი – სსრკ-ს შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო და და შინაგანი ჯარების დანაკარგის შესახებ – 8 668 400 ადამიანი.
- თუმცა ცნობილმა მეცნიერმა ბორის სოკოლოვმა, დეტალური გათვლების გზით გაარკვია სსრკ-ს დანაკარგი და დაასახელა ციფრი 43.3 მილიონი. ამასთან, ომში დაღუპული გაფორმებული და გაუფორმებელი პირების რაოდენობა, ოფიციალურად -26.4 მილიონია.
- 2011 წელს, ისტორიკოსმა კ. ალექსანდროვმა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური არქივის და სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, დაასახელა ასეთი ციფრები: ,,ცენტრალური არქივის ორი განყოფილების კარტოთეკაში არსებული ბარათების გათვალისწინებით, დანაკარგი 13,6 მილიონი ადამიანია… ამგვარად, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი სსრკ-ს შეიარაღებული ძალების რიგებში (პარტიზანების ჩათვლით), ჩვენი აზრით, საორიენტაციოდ შეადგენს 16-17 მილიონს. ვფიქრობ, რომ ცნობილი ციფრი 27 მილიონი დაღუპული საბჭოთა მოქალაქის თაობაზე, სავსებით რეალისტურია და ასახავს ნამდვილ სურათს.’’
- თუმცა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყებამ 2015 წელს განაცხადა, რომ სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სასაზღვრო და შინაგანი ჯარების დანაკარგი შეადგენს, სულ – 11 444 100 ადამიანს.
- მიუხედავად ამისა, 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ყველას გასაოცრად აღიარა სოკოლოვისა გათვლების ობიექტურობა და მოიშველია გასაიდუმლოებული დოკუმენტები: გოსპლანის გასაიდუმლოებული მონაცემების მიხედვით, სსრკ-ს დანაკარგი მე-2 მსოფლიო ომის დროს, შეადგენს 41 მილიონ 979 ათასს და არა 27 მილიონს, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. 1941-45 წლებში სსრკ-ს მოსახლეობის კლება, იყო 52 მილიონ 812 ათას კაცზე მეტი, აქედან, ომის ფაქტორებით გამოწვეული დანაკარგი 19 მილიონი სამხედრო მოსამსახურე და 23 მილიონი სამოქალაქო პირია.’’
- სსრკ-ს დანაკარგი და ომის მონაწილეთა ზუსტ ციფრს, უკვე ვერასდროს დავადგენთ. მიზეზები:
- სსრკ-ში არსებითად არ არსებობდა მოქალაქეთა აღრიცხვის სისტემა, ყველას არ ჰქონდა პასპორტი;
- სსრკ-ში არ წარმოებდა სამხედრო მოსამსახურეების აღრიცხვა, ჯარისკაცების უმეტესობას არ გააჩნდა წითელარმიელის ბარათი ან მედალიონი პირადი მონაცემებით. შტაბებში ხშირად დოკუმენტაცია არ იწარმოებოდა ან იკარგებოდა;
- საბრძოლო მოქმედებებში ფართოდ იყენებდნენ გაუფორმებელ მეომრებს – მაგალითად, სახალხო ლაშქრის 60 დივიზია და 200 დაჯგუფება გაფორმდა მილიციის განყოფილებებში და არა კომისარიატებში. მათი აღრიცხვა არ მომხდარა;
- სსრკ-ს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ომის შემდეგ არ ჩაუტარების მოსახლეობის საყოველთაო აღწერა;
- სსრკ არ ეწეოდა სისტემურ საგამოძიებო მუშაობას დაღუპულთა ვინაობის დადგენის მიზნით. ოფიციალური მონაცემებით საძმო სამარხებში მოთავსებულია 6 მილიონამდე დაუდგენელი პირის ნაშთები, ზოგჯერ განაშენიანება ხდებოდა დაუმარხავი ნაშთების ადგილებზე.
- დოკუმენტაციის მიხედვით, თავად გენშტაბის მიერ დადგენილია, წითელი არმიის დაღუპულ ოფიცერთა რიცხვი – 1 023 093 კაცი, აქედან, სახმელეთო ძალების ოფიცერთა რაოდენობა შეადგენდა – 973 ათასს. მათ რიცხვში არ ხვდებიან ტყვეობიდან მობრუნებულები და არასაომარ ვითარებაში დაღუპულები, მსჯავრდებულები და წოდებაჩამორთმეულები. ეს არის ერთადერთი სარწმუნო მონაცემი, რომლითაც შეიძლება ვიმსჯელოთ საერთო დანაკარგზე.
- შეუსწავლელია სამხედრო და სამოქალაქო პირების რაოდენობა, რომლებიც დაიღუპნენ შიმშილის, ავადმყოფობისა და ბოლშევიკების უნიჭო სამხედრო დაგეგმარების გამო, რომლებმაც სოფლის მეურნეობა გაანადგურეს კოლექტივიზაციით, შემდეგ კი მოახდინეს მთელი ტექნიკის მობილიზაცია. განხორციელდა მამაკაცთა თითქმის სრული მობილიზაცია, არ უზრუნველყვეს მოსახლეობის ევაკუაცია და მომარაგება. სსრკ შიმშილით სიკვდილისგან იხსნა აშშ-სა და ბრიტანეთის ლენდ-ლიზ დახმარებამ, მაგრამ ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- გერმანიისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებულმა ძალებმა (მათ შორის იყო 3 მილიონამდე გერმანიის მხარეზე გადსული საბჭოთა მოქალაქე), აღმოსავლეთ ფრონტზე დაკარგეს 3 მილიონი კაცი. სსრკ-სა და გერმანიის საბრძოლო დანაკარგების შეფარდება, დღეს არსებული გათვლებით არის- 5:1-დან 8,5:1-მდე.