Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian დიდი ბრიტანეთი

დენ საბაჰი

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ნატოს და მის საკვანძო წევრ-სახელმწიფოებს, დააჩქარონ ქვეყნის გაწევრიანება დასავლურ სამხედრო ალიანსში, რუსეთის ძალების უკრაინის საზღვრებთან კონცენტრაციის  საპასუხოდ.

ოთხშაბათს, ვლადიმერ ზელენსკი ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და მოუწოდა მას, დაიწყოს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩართვის პროცედურა, რათა შეჩერდეს გაჭიანურებული კონფლიქტი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასში

განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ „ყველაზე გადაუდებელი საკითხს“ ნატოსთან მიმართებაში, წარმოადგენს „ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება“, რაც განიხილება – „ როგორც გაწევრიანების გზა“.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც  უკრაინის პრეზიდენტს დაუდგა ბობოქარი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდი, იმ ფონზე, როცა რუსეთმა წამოიწყო სამხედრო ძალების შეუნიღბავი თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმში.

რას ისახავს მიზნად რუსეთი, რომელიც ახდენს ძალების, საშუალებებისა და სამხედრო მზადყოფნის დემოსტრირებას, უცნობია, მაგრამ ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი შეშფოთებულია მანევრების მასშტაბებითა და ძალის დემოსტრირებით, თანაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ზრდის პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს –  „მკვლელად“ –  მიიჩნევს.

ამგვარივე თხოვნით, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების თაობაზე, ზელენსკიმ ოთხშაბათს მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, სამშაბათს კი, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს. ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ მოუწოდა დიდ ბრიტანეთსა და მის მოკავშირეებს – „გაზარდონ სამხედრო დასწრება (შავი ზღვის) რეგიონში“

„ნატო – ეს არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასრულებისა. ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგემა იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის“ – განაცხადა ზელესკიმ სტოლტენბერგთან საუბარში, ასე იშითრება მათი საუბრის სტენოგრამა.

სტოლტენბერგმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან „და გამოთქვა შეშფოთება  უკრაინაში და მის საზღვრებთან რუსეთის მოქმედების გამო“. მან განაცხადა, რომ ალიანსი „ მტკიცედ უჭერს  მხარს უკრაინის  ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.“

ნატოს წყაროები იტყობინება, რომ გასულ ხუთშაბათს, ალიანსისი წევრებმა განიხილეს რუსეთის ძალების გადადგილების საკითხი და ყურადღებით აკვირდებიან შექმნილ სიტუაციას. თუმცა ორგანიზაციის ჩინოსნებმა განაცხადეს: იმისთვის,  რომ უკრაინა განიხილონ ნატოში გაწევრიანების კანდიდატად, ქვეყანამ „ყურადღება უნდა გაამახვილოს შიდა რეფორმებზე“ და „ თავისი თავდაცვითი პოტენციალი უნდა განავითაროს ნატოს სტანდარტების შესაბამისად“.

რუსეთი არ უარყოფს თავისი ძალების გადაადგილებას, მაგრამ აცხადებს, რომ „არავის ემუქრება.“ კრემლის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ვერ მოაწესრიგებს კონფლიქტს.

„ძალიან მეეჭვება, რომ ამით უკრაინამ გადაჭრას შიდა პრობლემა“ – განაცხადა პესკოვმა.

„ხოლო თუ თქვენ ჰკითხავთ აზრს  რამდენიმე მილიონ კაცს თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ( ქვეყნის აღმოსავლეთში), მაშინ შეიტყობთ, რომ ნატოს წევრობა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია“.

უკრაინის აღმოსავლეთში, მინავლულ კონფლიქტი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, განახლდა შეტაკებებით. კიევმა განაცხადა, რომ ორშაბათ-სამშაბათს, ფრონტის ხაზზე დაიღუპა ორი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ებრძოდნენ რუსეთისგან მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რასაც მოსკოვი უარყოფს. საერთაშორისო ინსტიტუტის  სტრატეგიული კვლევების უფროსმა  ანალიტიკოსმა, ნაიჯელ გულდ-დევისმა განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი კომენეტატორი და ანალიტიკოსი ამბობს: ეს უფრო სერიოზული რამაა, ვიდრე მხოლოდ ძალის დემოსტრირება. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გამორიცხვა, არაფრის შეიძლება.“

 

 

 

By admin