Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор Нет

იური ბუტუსოვი

პუტინს არ გამოუცხადებია ომი უკრაინისთვის. პუტინს არაფერი უთქვამს დონბასის  რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე. იმიტომ, რომ პუტინი უკვე 7 წელია აწარმოებს ომს უკრაინაში ყოველგვარი გამოცხადების გარეშე. იმიტომ, რომ პუტინი 7 წელია იყენებს დონბასს, როგორც პლატფორმას, მუდმივი სამხედრო წნეხისთვის უკრაინის შიგნით

რა არის პუტინის გეგმა დონბასში? ეს არის დნესტრისპირეთის სცენარი.

  1. ზელენსკის შეუძლია იყიდოს პუტინისგან მშვიდობა დონბასში, ცეცხლის სრულად შეწყვეტის საფასურად. ცეცხლის შეწყვეტა – ეს დნესტრისპირეთის სცენარია. ანუ ქვეყანა ნებაყოფილობით აღიარებს მისი მიწის ოკუპაციასა და სრულ უმწეობას – იბრძოლოს და თავი დაიცვას. ,,დანაკარგის თავიდან აცილების,’’ ,,რომ არავინ დაიღუპოს’’ საბაბით ქვეყნის ხელმძღვანელობა უკრძალავს თავისიანებს წინააღმდეგობას.
  2. შემდეგ – „ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ ომისგან’’ საბაბით, უნდა აღდგეს კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაჩნდეს შესაძლებლობა აიღო ნებისმიერი უკრაინული დოკუმენტი და მოახდინო შენი საქმის ლეგალიზაცია.
  3. შემდეგ – ,,მთავარია – ამ ხალხმა კარგად იცხოვროს’’ სარჩულით უნდა აღსდგეს ქარხნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეკონომიკური კავშიორები, რათა მრეწველობა ისევ ამუშავდეს უკრაინული კანონებით, იმიტომ, რომ უკრაინამ ისევ თავის ხარჯზე ამყოფოს ოკუპანტები.
  4. შემდეგ – ხდება რესურსების გადასროლა კრემლისადმი ლოიალური კანდიდატებისა და პარტიების მხარდასაჭერად. არ არის აუცილებელი ეს იყოს პრორუსული პროექტი, დაახლოებით იმ ტიპის, როგორიც ,,ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის’’-აა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაეხმარება დნესტრისპირულ სცენარს ხელისუფლებაში, იმ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც ოკუპანტები მიიღებენ ამუშავებული საწარმოებიდან.

და რა იქნება მერე? შემდეგ – კრემლი გაგლეჯს უკრაინას ისევე, როგორც მოლდოვას გლეჯს, აგერ უკვე 29 წელია. იქ ცეცხლის შეწყვეტას არ მოჰყოლია არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური რეფორმები, არც ცხოვრების დონის ამაღლება, გრძელდება დაუსრულებელი ომი პრორუსულ და პროევროპულ პარტიებს შორის, გრძელდება დაუსრულებელი ემიგრაცია უცხოეთში. ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა, რასაც ზელენსკი გვიმტკიცებს – ტოლფასია კაპიტულაციის.

და რამდენ ხანსაც ზელენსკი განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას პუტინთან მოლაპარაკების მთავარ მიზნად, იმდენ ხანს დაემუქრება პუტინი უკრაინას მანევრებით, შეტევით, დაბომბვით, სროლით. აგრესორს სისუსტე აგულიანებს და ის მიდის ბოლომდე. ჩვენ ვიქცევით, როგორც მსხვერპლნი, რომელთაც აშინებთ მრავალწლიანი ომის პერსპექტივა.

დროა ვაღიაროთ ცხადზე უცხადესი – ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გველის მრავალწლიანი ომი. უკრაინის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი პოლიტიკური კურსი – აგრესიასთან დაპირისპირება და არ უნდა გვეშინოდეს ამ რეალობის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი და ამ გზით უნდა ვიაროთ. ეს გზა ერთადერთია, რომელიც გამარჯვებამდე მიდის.

By admin