Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

Цензор нет

იური ბუტუსოვი

 

  1. ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის?

დიახ, რუსეთი ემზადება ამგვარი სცენარისთვის.

  1. მოხდება თუ არა შემოჭრა უახლოეს მომავალში?

არა, უხლოეს მომავალში შემოჭრა არ მოხდება. რუსეთი არ არის მზად მასშტაბური შეტევითი ოპერაციებისთვის. კრემლი უკვე აკონტროლებს დონბასს, ყირიმს და ის აპირებს შეინარჩუნოს ის, რაც მოიპოვა. რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ძალებს არა აქვთ დიდი უპირატესობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით – დამრტყმელი დაჯგუფებების შესაქმნელად, მოწინააღმდეგეს სჭირდება ძალების გადმოსროლა. პუტინისთვის  დიდი პრობლემაა ეუთოს მისიის საქმიანობაც დონბასში – ამ შემთხვევაში, რუსეთს ემუქრება აგრესიაში მხილება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო იზოლაციის ახალი ტალღა. პუტინი არ შეუტევს, თუ არ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება. მას არა აქვს იმის ძალა, დემოკრატიულ სამყაროს წინ აღუდგეს.

  1. შესაძლებელია, თუ არა გამწვავება ფრონტზე?

დიახ, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე სროლის გახშირებისა და ლოკალური ტაქტიკური იერიშების სახით. ეს ხდება მუდმივად, 2015 წლიდან მოყოლებული და დღემდე არ შეწყვეტილა. რუსეთი ახდენს ცეცხლის გახსნას ცალკეულ მონაკვეთებზე, რომ  ყველას დაანახოს: უკრაინის ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს სიტუაციას  საკუთარ მიწაზე.

  1. შეუძლია, თუ არა რუსეთს მოულოდნელად გადმოვიდეს  შეტევაზე?

             არა, უკრაინისა და ნატოს დაზვერვის სამსახურები საიმედოდ აკონტროლებენ მოწინააღმდეგის გადაადგილებას საზღვრის გასწვრივ – კოსმოსური და რადიოელექტრონული საშუალებებით. შეტევითი ქმედებები  დონბასისა და ყირიმის მიღმა, შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი დაჯგუფებების თავმოყრის შემდეგ, ასეთი გადაადგილების დამალვა, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო 2014 წელს, მით უფრო, არ შეუძლია დღეს. მოულოდნელობა გამორიცხულია.

 

  1. რა ხდება ჩვენ საზღვრებთან?

რუსეთი აწარმოებს 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის გადასროლას ყირიმსა და ფეოდოსიაში. მას ჩართავენ მე-7-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის შემადგენლობაში. 56-ე ბრიგადის გადმოსროლა ხდება შორეული კამიშინოდან. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შენაერთია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რომელიც მონაწილეობდა 2014 წლის ბრძოლებში და ის დაკომპლექტებულია თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით. მის რამდენიმე ბატალიონს აქვს ,,დამრტყმელის’’ სტატუსი (საბრძოლო მზადყოფნის ახალი კრიტერიუმი, რომელიც 2014 წლის ბრძოლების შემდეგ შემოიღეს).

ასევე, სამხრეთის სამხედრო ოლქმა დაიწყო საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება საკუთარი შენაერთების დისლოკაციის ადგილებზე – თუმცა დამატებითი ძალების გადმოსროლა ჩვენ საზღვრებთან არ დადასტურებულა, რუსეთის ყველა ოპერაცია მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

  1. როდის შეიძლება რუსეთმა შემოგვიტიოს?

თავდასხმისთვის  ყველაზე ხელსაყრელი დრო, შეიძლება იყოს მანევრები ,,დასავლეთი – 2021,’’ რომლებიც დაგეგმილია ზაფხულისთვის. სამობილიზაციო ღონისძიებები მოითხოვს მანევრების სახით შენიღბვას.

  1. ემზადება თუ არა უკრაინა დონბასზე შეტევისთვის?

არა, უკრაინელი სამხედროების გადაადგილება ხორციელდება გეგმიური როტაციის ფარგლებში. მზადება რაიმე აქტიური ქმედებისათვის, შეიარაღებული ძალების მხრიდან არ წარმოებს.

  1. დაგვეხმარებიან თუ არა მოკავშირეები ნატოდან?

დიახ. ჩვენი მოკავშირეები ყველა დონეზე, უპირველესად კი აშშ, ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენ მხარდაჭერის სურვილს. უეჭველია, კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ნატოსთან ურთიერთობა და სამხედრო დახმარება გაიზრდება და ავა ახალ დონეზე. მიწაზე ბრძოლა ჩვენ ჯარისკაცებს მოუწევთ. თუმცა სადაზვერვო ინფორმაციის რეალურ დროში  მოწოდება, შეიარაღების გადმოცემა და დახურული საფრენი ზონის მოწყობა საომარი მოქმედებების თავზე – ყოველივე ეს უკრაინას შეუძლია მოითხოვოს და დიდ ალბათობით მიიღებს კიდეც. ჩვენთვის საკვანძო საკითხია – ჰაერი, რუსულ ავიაციას –  ნატოს ავიაციასთან, არანაირი შანსი არა აქვს და პუტინს ეშინია საბაბის მიცემა დასავლეთს, რათა ეს უკანასკნელი ჩაერიოს. სწორედ ამიტომ, 2014  წელს, რუსეთმა არ გამოიყენა ავიაცია. ნატოს მხარდაჭერა – უკრაინას საშუალებას მისცემს გამოვლინდეს ჩვენი სახმელეთო ძალების საუკეთესო თვისებები. არტილერიის გამოყენება საჰაერო მხარდაჭერის პირობებში,  შეზღუდავს მოწინააღმდეგის სახმელეთო ძალების აქტიურობას. ბოლო წლებში, უკრაინის  არმიამ შეიარაღებაში მიიღო ათასობით რაკეტა ,,სტუგნა‘’ და ,,კორსარი,’’ ხოლო თუკი აშშ თავისი ბაზებიდან უზრუნველყოფს „ჯაველინების“ მასობრივ მოწოდებას, ნებისმიერი რუსული შეტევა იქნება პარალიზებული. რუსული ტანკების უმეტესობა არ არის აღჭურვილი აქტიური დაცვის კომპლექსებით,  ისინი დაუცველია ზედა პროექციაში.

  1. მზად არის თუ არა უკრაინა დიდი ომისთვის?

დიახ, უკრაინული საზოგადოება საამისოდ მზადაა, ამდენად პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ვუწევთ სერიოზულ წინააღმდეგობას მტერს, შემოჭრა, მოახდენს უკრაინელთა უმეტესობის კონსოლიდაციას.

სახელმწიფო ომისთვის მზად არ არის. არავითარი სტრუქტურული რეფორმები არმიაში არ მიმდინარეობს, არმიის ბრძოლისუნარიანობა ეფუძნება ცალკეული სამხედროების, ცალკეული შენაერთებისა და ადეკვატური სამეთაურო შემადგენლობის ნაწილების მოტივაციასა და პროფესიონალიზმს, სამხედროები იბრძოლებენ. სამწუხაროდ, პრეზიდენტს – არმია, მხოლოდ მორიგი ფოტოსესიისას ახსენდება, ხოლო თავდაცვის მინისტრ ტარანსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ხომჩაკს შორის დაპირისპირება დღემდე ატარებს შეურიგებელ ხასიათს. მართვის სისტემა დაუბალანსებელია. ვითარების გამწვავების შემთხვევაში, წინააღმდეგობა აიგება ქვემოდან წამოსულ ინიციატივაზე.  მოლოდინი – სამხედრო-პოლიტიკური მეტ-ნაკლებად გააზრებული ქმედებისა, არ არსებობს.

  1. რა უნდა გაკეთდეს ახლავე?

უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სამეთაურო- საშტაბო თამაშები და საბრძოლო მზადების შემოწმება. უნდა გაკონტროლდეს მართვის სისტემა, მისი ორგანიზაცია, თუნდაც ისე, როგორც 2018 წელს განხორციელდა.  უნდა შემოწმდეს შეიარაღების რა მარაგებია მოქმედი საბრძოლო ნაწილების შეიარაღებისთვისა და რეზერვისტებისთვის. ადამიანები შიშველი ხელებით ვერ იომებენ. ყარაბაღის ომმა გვაჩვენა, რომ არაორგანიზებული და შეუიარაღებელი ხალხი არაფერს წყვეტს, პირიქით, ართულებს ლოჯისტიკის მართვას და ზრდის დანაკარგს.

ბოლოს და ბოლოს,  უნდა გაკეთდეს რეალისტური დასკვნები, რა გვაქვს და რა არა რეალური ომისთვის, ასეთი ანალიზი არ არსებობს, თავდაცვის დაგეგმარება ფაქტობრივად არ ხდება.

თავდაცვის სახელმწიფო შესყიდვები სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს მეომართა მოთხოვნილებების გათვალისწინებით და არა კორუფციული ინტერესების შესაბამისად. უმაღლესი მთავარსარდალი, უშიშროების საბჭოს ფარგლებში, ვალდებულია, გამართოს სხდომები თავდაცვის კომიტეტის დეპუტატებთან ერთად და შეამოწმოს, როგორ მიმდინარეობს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია, რაც არ ხდება. ეს ვერ წაადგება, ვერც კოორდინაციას და ვერც დიდი ხნის წინ მომწიფებული გადაწყვეტილებების შესრულებას ვითარების გამწვავების პირობებში. არ შეიძლება ნატოს იმედად ყოფნა, ხელისუფლებამ თავად უნდა გააკეთოს რამე. უნდა იქნას უზრუნველყოფილი დემოკრატიული პარლამენტის მხრიდან  კონტროლი – მთავრობის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე.

By admin