The National Interest აშშ
მარკ ეპისკოპოსი
ბოლო კვირეებში კრემლმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, 2014 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი რაოდენობის ძალასა და ტექნიკას მოუყარა თავი. შენაერთები რუსეთის არა მარტო დასავლეთ, არამედ ცენტრალური და სამხრეთ სამხედრო ოლქებიდან იქნა გადასროლილი ორ წერტილში: რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინული დონბასის სადაო ტერიტორიასთან და ყირიმში
დონბასში გაჭიანურებული კონფლიქტის ესკალაციის ფონზე,სამხედრო ექსპერტები დავობენ იმის შესახებ, ამზადებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას. როგორ შეიძლება მოხდეს ეს შეჭრა და რა მოჰყვება მას? ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, კრემლმა შეიძლება შექმნას წინაპირობები მოსალოდნელი კონფლიქტისთვის, თუ ფორმალურად აღიარებს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, პრორუსი სეპარატისტების (ამ დროისთვის, დაახლოებით 640 ათასმა მაცხოვრებელმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა) უკრაინული ძალების აგრესიისგან დასაცავად. საზღვარზე თავმოყრილი რუსეთის ძალები დაიწყებენ მოძრაობას დასავლეთისკენ და სწრაფად დაიკავებენ ЛНР-ის და ДНР-ის კონტროლირებად ტერიტორიებს, რომლებიც სარგებლობენ რუსეთის მხარდაჭერით. უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ წინ აღუდგნენ დონბასის ტერიტორიის სწრაფ და შედარებით იოლ მიტაცებას რუსეთის მიერ და ვერც საგრძნობ ზიანს მიაყენებენ მას.
აქტიური პარტიზანული წინააღმდეგობის პერსპექტივაც მცირეა, არსებული მონაცემებით პროუკრაინული განწყობილებები ლუგანსკის და დონევკის ოლქებში, 2014 წელსაც სუსტი იყო და ახლა კიდევ უფრო შემცირებულია.
ДНР-ისა და ЛНР-ის დაკავება, შესაძლებლობას მისცემს რუსეთს, მიუახლოვდეს გამყოფ ხაზს უკრაინასა და დონბასს შორის სადაო ტერიტორიაზე. კრემლს შეუძლია ამაზე გაჩერდეს, გამოიყენოს სწრაფი მონაპოვარი ბრძოლის ველზე და განახორციელოს წნეხი კიევსა და დასავლეთზე, რათა მათ დე იურე აღიარონ ამ რესპუბლიკების გარკვეული დამოუკიდებლობა, დე ფაქტო კი ЛНР-სა და ДНР-ზე რუსეთის პროტექტორატი, დაახლოებით მსგავსი აფხაზეთის სტატუსისა, როგორც ეს რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა. თუ ვივარაუდებთ, რომ დასავლეთი სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერევა, რუსეთის პრობლემა ძირითადად ადმინისტრაციული სახის იქნება. დონბასის ომით დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე მოსახლეობისთვის პენსიების და სამედიცინო დახმარების მიწოდებას მოჰყვება უზარმაზარი ხარჯი რუსეთის ხაზინისთვის, რომელიც ისედაც დაცარიელებულია.
მაგრამ ასეთ გარემოებათა დადგომამდე, მოსკოვმა შეიძლება გადაწყვიტოს უკრაინის სიღრმეში სვლა. თუმცა მცირეა ალბათობა, რომ რუსეთი მოინდომებს კიევის აღებას. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთის შეტევა დასავლეთით, ძირითად მიზნად უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს ძირითადი ნაწილის ან მთლიანად დაპყრობას ისახავს. ეს ოპერაცია სავარაუდოდ დაიწყება მარიუპოლიდან და გაგრძელდება ბერდიანსკის დაკავებამდე, რუსეთის ამბიციების მასშტაბებიდან გამომდინარე, შეტევა შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის მთავარი საპორტო ქალაქის – ოდესის აღებამდე. ასეთი კონფლიქტი სრულიად განსხვავებული იქნება დონბასის დაკავებისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია გაცილებით სუსტია რუსეთისაზე და ისინი მათ ჩამორჩებიან რაოდენობრივად ყველა სამხედრო კატეგორიაში, ის მთელ ძალისხმევას მიმართავს და გააფრთებულ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის შეტევას. რუსეთს მიუხედავად აშკარა სამხედრო უპირატესობისა – ძალიან გაუჭირდება ასეთი ვრცელი სანაპირო ზოლის სრული და უპირობო კონტროლი. მეტიც, ოდესა – არაა დონეცკი. რუსეთის საოკუპაციო ძალებს ვერ ექნებათ იმის იმედი, რომ უკრაინის ზღვისპირა ქალაქებში მათ შეხვდებიან, როგორც გამათავისუფლებლებს და ისინი მზად უნდა იყვნენ ყოველგვარი ამბოხისთვის, რასაც მოჰყვება მასობრივი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
რა თქმა უნდა, კიევი ვერც ერთ ამ სცენარში ვერ გაიმარჯვებს, რაშიც იგულისხმება დამოუკიდებლად თავის დაცვა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მაგრამ შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო მოსახლეობის მძაფრი წინააღმდეგობით, მას შეუძლია არ დაანებოს მოსკოვს ბლიცკრიგი და რეზულტატის სწრაფად მიღწევა.
ამის წყალობით, აშშ და ევროკავშირი მოიგებს საკმარის დროს, რათა გამოიმუშაოს საპასუხო პოლიტიკური ზომები – თვით სამხედრო ჩარევაც კი.